კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკამ მსოფლიო კრიზისში დამნაშავეები დაასახელა

ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზების კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეძლო გლობალური ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება. ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, მომხდარ ფინანსურ კატასტროფაში დამნაშავენი არიან: რეგულირების ორგანოები, პოლიტიკოსები, ფინანსური კომპანიები და სარეიტინგო სააგენტოები. კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც 576-გვერდიანია, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ექსპერტებმა ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ 2009 წლის მაისში დაიწყეს. მათ 700-მდე მოწმე გამოჰკითხეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამერიკის რეგულირების სამსახურებს ბაზრების კონტროლი ნორმალურად რომ განეხორციელებინათ, ეს არ მოხდებოდა. კრიზისში დამნაშავენი არიან, ასევე, ფინანსური კომპანიები, რომლებმაც დროულად ვერ შეაფასეს არსებული რისკების ადეკვატურობა. ეს კრიზისი არ ყოფილა ადამიანების მოქმედების ან უმოქმედობის შედეგი. ეს არ იყო ბუნებრივი მოვლენა და არც კომპიუტერების მწყობრიდან გამოსვლის გამო მომხდარა არეულობა. კრიზისის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ ფინანსურმა და კონსალტინგურმა კომპანიებმა იგნორირება გაუკეთეს სიგნალებს მოსალოდნელი კრიზისის შესახებ და ვერ შეძლეს მისი თავიდან აცილება. მოხსენებაში გააკრიტიკეს ბილ კლინტონიც, რომელმაც თავის დროზე ფინანსური რეგულირება არ გაამკაცრა.


скачать dle 11.3