რომელ დღეს მოდის ღამით საჭირო ინფორმაცია და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრია. ის სინამდვილის ანარეკლია. ამიტომ, ნურასდროს ეცდებით სიზმრის აბსურდულობის დამტკიცებას რეალობაში.
ყველაზე ხშირად სიზმრებს ხედავენ „თევზების”, „კირჩხიბის”, „მორიელის”, „მერწყულის” და „კუროს” ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ნათელხილული სიტუაციები კი ადამიანებს უფრო მეტად სავსე მთვარის დროს ესიზმრებათ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვარე „თევზების” და „მორიელის” ზოდიაქოს ნიშანშია. ასევე, ცხადდება ის სიზმარი, რომელსაც ადამიანი ახალმთვარეობიდან პირველ, მესამე, მერვე, მეცხრე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეორე, ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე, ოცდამეშვიდე, ოცდამერვე, ოცდამეცხრე და ოცდამეათე დღეს ნახავს. ამიტომ, ამ დღეებში ნანახ სიზმარს მეტად მოაქციეთ ყურადღება.
წყლის სტიქიის ნიშნები – „კირჩხიბი”, „მორიელი” და „თევზები” ღამეული ხილვების მეფეებად მიიჩნევა. ისინი მრავალფეროვან სიზმრებს ნახულობენ. ხშირად კი ამ ნიშნებით დაბადებული ადამიანები სწორედ სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, მათ სიზმარში მინიშნებაც მიიღონ.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – „ტყუპები”, „სასწორი” და „მერწყული”, სიზმარში იმას ხედავენ, რაზეც მეტად ფიქრობენ და რასაც განიცდიან რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, შესაძლოა, ღამით, სიზმარში მათ იმ პრობლემის გადაჭრის გზაც კი მიიღონ ინფორმაციის დონეზე, რის მოგვარებასაც ვერ ახერხებდნენ.
ცეცხლის სტიქიის ნიშნები – „ვერძი”, „ლომი” და „მშვილდოსანი”, სიზმარში დიდი ფანტაზიით გამოირჩევიან. ხშირად ნახულობენ ფერად სიზმრებსაც. ისინი ამბიციური ბუნების გამო, სიზმარშიც კი მწვერვალებს იპყრობენ. თუმცა, სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას, ყველაზე მეტად ეს ნიშნები უკეთებენ იგნორირებას, რაც ხშირად ცხადში მეტად ძვირად უჯდებათ.
მიწის სტიქიის ნიშნები – „კურო”, „ქალწული” და „თხის რქა” ძალიან პრაქტიკულ ადამიანებად მოიაზრებიან. ისინი სიზმარში პრობლემის პრაქტიკულად გადაჭრის გზას ხედავენ. ასევე, ხშირად ესიზმრებათ წინასწარმეტყველური სიზმრებიც, თუმცა ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ. ამიტომ, ხშირად ეს ცხოვრებაში უკან ხევთ.
საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად დაიმახსოვროს სიზმრად ნანახი, გააანალიზოს – ხომ არ არის ეს მინიშნება და რეალურ ცხოვრებაში გაითვალისწინოს ღამით მოსული საჭირო ინფორმაცია.