კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ირაკლი ყიასაშვილისა და მისი მომავალი მეუღლის ურთიერთობა აუტანელი და როგორ იპოვა მან ტალახში თავისი კბილები

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ბოლო წლებში ქართული სპორტის გულშემატკივრებსაც და, უბრალოდ, ადამიანებსაც, ყველაზე დიდი სიხარული მორაგბეებმა მოუტანეს. ისინი ძალიან ხშირად იგებენ, აგებენ კიდეც, თუმცა მოედანზე ისე იხარჯებიან და ისე ტოვებენ იქაურობას, რომ სულმოუთქმელად ელოდები მომდევნო თამაშს, რადგან იცი, ქართველი ბორჯღალოსნები აუცილებლად „იძიებენ შურს“. ირაკლი ყიასაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მის მომავალზე უკვე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.

ირაკლი ყიასაშვილი: 8 წლის ვიყავი, თამაში რომ დავიწყე. ჩვენ სახლთან ახლოს სკოლის დარბაზში, კარატეზე დავიწყე სიარული. მერე წავიდა კარატე, მოვიდა რაგბი და გადავედი რაგბიზე. შეცვალეს სპორტი და მეც შევცვალე. მერე უკვე რაგბი ჩემი ცხოვრების წესი გახდა და მას ბოლომდე გავყევი. ისეთი სპორტია, რომ გწამლავს. ვისაც ვიცნობ, რაგბის თამაშს რომ იწყებენ, ან მაშინვე ანებებენ თავს, ან მთელი ცხოვრება თამაშობენ, მაშინაც კი, როცა აღარ შეუძლიათ. აღმოჩნდა, რომ მეც მეორე კატეგორიაში ვარ და უკვე თხუთმეტი წელია, ვთამაშობ.

– რა მოგეწონა თავიდან? არ შეიძლება, რომ პირველი შთაბეჭდილება ნორმალური ყოფილიყო.

– როცა ბავშვი ხარ, ძალიან დიდი ენერგია გაქვს, ჭიდაობა გინდა, რასაც ყველგან გიშლიან, სახლშიც და ეზოშიც. აქ კი ყველაფერი შეგიძლია: ჭიდაობაც, სირბილიც. გამთამაშებლის პოზიცია მართლა ჭიდაობაა. მწვრთნელსაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი მწვრთნელი თავიდანვე ლევან მაისაშვილი იყო. მაშინ 18 წლის იყო, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.

– ფიზიკური მონაცემები თავიდანვე გქონდა?

– ბუნებრივი ფიზიკური მონაცემები არც ახლა მაქვს, მაგრამ რაგბი მხოლოდ კუნთების ბრძოლა არ არის. როგორც ჩანს, თავიდანვე მქონდა რაღაც ნიჭი. როგორც ცხოვრებაშია მთავარი აზროვნება, ისევეა სპორტშიც: უნდა იაზროვნო, სწორი გადაწყვეტილება ძალიან მოკლე დროში უნდა მიიღო. მოკლედ, ათი წელი „ვიპახავე”: ჯერ ბავშვთა ლიგა, მერე ფესტივალებზე ვთამაშობდი და მერე გადავედი უმაღლეს ლიგაში.

– არ გეუბნებოდნენ, „რიჟა” ხარ და დაგვთარსავო?

– (იცინიან) ხანდახან – კი, მაგრამ, კარგი „რიჟა” ვარ, კარგად ჰყავთ ჩემი თავი დაცდილი. გუნდის თილისმა ვარ. „ლელოს” რამე თუ აქვს მიღწეული, ყოველთვის იქ ვიყავი. რაც ვთამაშობ, სულ „ლელოში” ვარ. ყველაზე მაღალი გუნდია. მართალია, ახლა „ლოკომოტივმა” მოგვიგო ფინალი, მაგრამ, გუნდი დაბერდა, აღარ შეუძლიათ. თუმცა, ბობა უბერებელია და ეს რაგბის სამყარომ იცის. უკვე რამდენი ხანია, ამ გუნდს ბობა აგებინებს. ბობა და ცხოველა – ესაა მთელი გუნდი.

– როგორი რეჟიმი გაქვს, ძალიან ბევრს ვარჯიშობ?

– დილით ვდგები, ცოლ-შვილს სიდედრ-სიმამრთან დავტოვებ, მივდივარ „შევარდენის“ ბაზაზე სავარჯიშოდ. ვარჯიშის მერე, გამოვუვლი და სახლში მივდივართ. საღამოს ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ.

– შარშან ბევრი ტიტული აიღე?

– დიახ: „საუკეთესო მოთამაშე“, „საუკეთესო ბომბარდირი“ და „საუკეთესო მელელოვე“ გავხდი. ჩემთან ერთად გახდა გუნდი ჩემპიონი და ძალიან მაგარი იყო.

– ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ ბანერებზე შენ ხარ, შენ მღერი...

– ეტყობა, განსხვავებული ვარ ჩემი ფერების გამო, თორემ აბა, რა მინდა ყველგან?! სიმღერისთვის რომ დამირეკეს, ეგ საერთოდ სასწაული იყო. არც სმენა მაქვს, არც ხმა, არ მიმღერია არასდროს. ნაკრებთან ერთად „ზბორებზე” ვიყავი, რომ დამირეკეს. ზუსტად იმ პერიოდში გამოგვიცხადეს, ორი დღე რაც გინდათ, ის ქენითო. ვიცოდი, რომ კორკოტას რაღაც სიმღერა იყო და კლიპში მიღებდნენ. მივედი ყველაზე ადრე. ნელ-ნელა მოვიდა ათივე. ბოლოს და ბოლოს, რა ხდება-მეთქი და, უნდა იმღეროო. გავგიჟდი, მეთქი, არასდროს მიმღერია. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მესამე თუ მეოთხე ჯერზე ჩავწერეთ.

– „მესამე ტაიმზე” მომიყევი.

– „მესამე ტაიმს” ვეძახით, როცა გამარჯვებულებიც და დამარცხებულებიც ვიკრიბებით და ვსვამთ. რაგბი სხვა სპორტია, იქ ბოღმა, გაბრაზება არ არსებობს. რა თქმა უნდა, წაგებული თამაშის შემდეგ ყველა ცუდ ხასიათზეა, მაგრამ ამას სასმელში ვტოვებთ, ერთმანეთს ველაპარაკებით, ვიცინით, თამაშს განვიხილავთ. თან, ვინც საქართველოში თამაშობს, ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. შეიძლება, მოედანზე დავხოცოთ ერთმანეთი, ჩემს ძმაკაცს ხელი დავარტყა, მაგრამ თამაშის შემდეგ ძმები ვართ. თვითონ თამაშის დროს მირტყმა-მორტყმას არ ვამბობ მარტო, ჩვეულებრივი ჩხუბები იწყება ხოლმე, დარტყმით, გაწევით, მაგრამ, გამოვდივართ თუ არა მოედნიდან, ეს ყველაფერი მთავრდება.

– ბევრჯერ ხარ დამტვრეული?

– ძალიან ბევრჯერ. ტვინის შერყევა მაქვს მიღებული რამდენჯერმე, ერთხელ საკუთარი კბილები ტალახიდან ამოვიღე ჩემი ხელით – ფესვიანად მომძვრა ორი წინა კბილი და რკინები ჩამიდგეს პირში. ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული – საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. მოტეხილი მაქვს ფეხი, ნეკნები და, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

– მეტსახელად „ცხოველა“ რომ ჰქვია ადამიანს ის რომ დაგეჯახება, რა მოგივა აბა?

– ჰო, ეგრეა. თან, ყველას ეგეთი მეტსახელები აქვს: ცხოველა, ბუთხუზა, პუტკუნა, ბომბორა, გიგანტა და ასე შემდეგ. ამ დამტვრევების შემდეგ ჩვეულებრივად დგები და განაგრძობ თამაშს, თან, ერთი სული გაქვს, როდის მოგცემენ თამაშის უფლებას.

– ნარკოტიკივითაა, ხომ? იცი, გვნებს და მაინც გინდა.

– ალბათ (იცინის), თუმცა, არც იმდენად გასახიჩრებს, მაინც მალე დგები ფორმაში და, თან, ხომ იცი, ყველაფერი მიჩვევაზეა. ჩვენი მწვრთნელი ყველაზე მაგარი ექიმია. ერთხელ, მივედი – ლევან, თითი მოვიტეხე-მეთქი, ის თითი მეორე თითზე გადამიხვია, სადმე რომ არ დამეკარგა და გავაგრძელე თამაში. პირდაპირ თამაშზე კერავს წარბებს. მინახავს გათიშული ადამიანები, უკვე რომ ხროტინებენ. ექიმები ვერ შველიან და ლევანს მოჰყავს გონზე.

– შენი მეუღლე გაგვაცანი.

– ჩემი მეულღეა ნინი საყვარელიძე.

ნინი: ვსწავლობდი ბიზნეს ინგლისურზე, მაგრამ, გათხოვების შემდეგ სწავლას ცოტა ხნით თავი დავანებე – ამათ მიხედვა ხომ სჭირდებათ. ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება, მერე გავაგრძელებ სწავლას.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– საერთო მეგობრების წრეში. თავიდან დავმეგობრდით, მერე ნელ-ნელა გადაიზარდა ეს ყველაფერი სიყვარულში. ინტერნეტით ვჭორაობდით ხოლმე, მერე ეს ჭორაობა მივიდა შეხვედრებამდე, ბოლოს მოგვეწონა ერთმანეთი. ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მითხრა, მომწონხარო.

ირაკლი: საერთოდ, გოგოს და ბიჭის მეგობრობის არ მჯერა. თავიდანვე იყო რაღაც სიმპათიები და იმიტომაც დავმეგობრდით (იცინიან). მერე ნინისგანაც ვიგრძენი, რომ მოვწონდი და მარტივად გავარკვიეთ ყველაფერი.

ნინი: როგორ არ უნდა მომწონებოდა, როცა ყველასგან განსხვავებული იყო?! თან – მორაგბე, ვაჟკაცური, მამაკაცური... არ არსებობს, ამ სპორტმა ადამიანის ხასიათზეც არ იმოქმედოს. მებრძოლი ხდება. ანუ ყველაფერი ის, რაც გოგოს ბიჭში მოსწონს მის ხასიათში იყო. მოკლედ, დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ, სულ ვჩხუბობდით, ვშორდებოდით, ვრიგდებოდით... ბოლოს, აუტანელი რომ გახდა ჩვენი ურთიერთობა, დავქორწინდით. ერთი წელიც არ ვყოფილვართ შეყვარებულები.

– რატომ ჩხუბობდით, ეჭვიანი ხარ?

ირაკლი: საერთოდ არა.

ნინი: სამაგიეროდ, მე ვარ ეჭვიანი.

ირაკლი: ვეუბნები, რომ ყველაზე ლამაზია და არ უნდა იეჭვიანოს.

– ბოლოს როგორ გადაწყვიტეთ დაქორწინება?

ნინი: ვშორდებოდით ერთმანეთს, ორივე საშინელ ხასიათზე ვართ, მისი მანქანიდან გადმოვდივარ და, უცებ მეუბნება – ცოლად გამომყვებიო? მეთქი, ხუმრობს და, კი-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ, ახლა ვარჯიშზე წავალ და იქიდან გამოგივლი, მანამდე მოემზადეო. (იცინიან) მეწყინა. ვიფიქრე, თავიდან მიშორებს. ისედაც ვშორდებით და კიდევ ხუმრობის ხასიათზეა-მეთქი. მართლა ვარჯიშის მერე დამირეკა. გოგო მაინც ელოდება, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში ყველაზე რომანტიკული უნდა იყოს, თავისი მუსიკალური გაფორმებით (იცინიან). არადა, მოვიდა, მეც ჩავჯექი მანქანაში და წავედით ბოლნისში, ირაკლის მეგობრის სახლში. ჩემებს მოვატყუე, გოგოებთან ერთად ყაზბეგში მივდივარ-მეთქი და დიდი ლანძღვის მერე გამიშვეს. მამაჩემი არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მერე შევრიგდით.

ირაკლი: ყველაზე მაგარი ის იყო, რომ შარშანდელი ჩემპიონატის ბოლო თამაში გვქონდა. სამი დღე ვიარე ვარჯიშზე, ნინიც თან დამყავდა და უკან ვბრუნდებოდით. მეოთხე დღეს თამაში მოვიგეთ (იცინიან).

ნინი: ამისი გუნდელები აცდენდნენ – იქ იყვნენ ჩვენთან და რჩებოდნენ, ჩვენ რომ ვარჯიშზე მოვდიოდით (იცინიან). მოკლედ, ასეთი ზერომანტიკული ამბავი გვქონდა. ახლა ვაპირებთ, რომ ირაკლის დაბადების დღისთვის, თებერვალში ჯვარი დავიწეროთ და ნიკუშაც მოვნათლოთ. ბავშვი რომ გაჩნდა, იმ დღესაც „ზბორებზე” წავიდა, სულ ორი დღით იყო ჩამოსული და მოვასწარი. მოკლედ, ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები „ზბორებს” უკავშირდება. თან, რა საშინელებაა, თამაშზე მოწესრიგებული, გალამაზებული რომ მიდის და იქიდან ტალახიანი, დასისხლიანებული ბრუნდება. თუმცა, ნელ-ნელა ამასაც ვეგუები.


скачать dle 11.3