მესი დედის მილოცვისთვის დააჯარიმეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ბარსელონელ” ლიონელ მესის ორიათასევროიანი ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ მან „რასინგის” კარში გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიძრო და შიდა მაისურზე დაწერილი ტექსტის დემონსტრირება მოახდინა, რომელზეც ეწერა: „დედა, გილოცავ დაბადების დღეს!“ აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა მესი არ გააფრთხილა, თუმცა ინციდენტი საბოლოო ოქმში დააფიქსირა. ვარაუდობენ, რომ „ბარსელონა” გააპროტესტებს კომიტეტის ვერდიქტს, რადგან მესის ქმედებაში არაფერი არ იყო კანონდამრღვევი, გარდა იმისა, რომ მან სათამაშო მაისური გაიხადა.