როგორ აღმოვაჩინოთ სიკვდილის ზონები ჩვენს ბინაში და შეგვიძლია თუ არა მათი განეიტრალება
დღესდღეობით ბევრს საუბრობენ გეოპათოგენურ ანუ, როგორც მათ უწოდებენ სიკვდილის ზონებზე. ეს ზონები კი, სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება შეგვხვდეს. ამ ზონების შესახებ უკვე დიდი ხანია არსებობს ინფორმაცია და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცხოვრება, მუშაობა და საქმიანობა ასეთ ზონებში ძალიან სახიფათოა. თუ რატომ უნდა ვერიდოთ გეოპათოგენურ ზონებს, რა პრობლემებს გვიქმნის ის და ზოგადად, როგორ ამოვიცნოთ მათი არსებობა, ამ თემებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ექსპერტ-პარაფსიქოლოგმა, ბატონმა გიორგიმ მოგვაწოდა.
– ბატონო გიორგი, რა საფრთხეს გვიქმნის ეგრეთ წოდებული სიკვდილის ზონები და რას ნიშნავს ბიოპათოგენური ველი? როგორ ჩნდება ის?
– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დადებითი და უარყოფითი ენერგიის განლაგებას სივრცეში. ეს ენერგიები ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. პათოგენურ ზონას შეუძლია, გამოიწვიოს ძალიან მძიმე დაავადებები, მაგალითად, კიბო ან თუნდაც, ძვლების დაშლა, ფსიქიკური აშლილობა... პათოგენურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ ნაწილს, სადაც ენერგია ნეგატიური და ადამიანისთვის საშიშია. პათოგენური ზონა არის უარყოფითი ენერგიის გავრცელება სივრცეში. სხვათა შორის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ გეოპათოგენური ზონები სხვადასხვაგვარია. ეს არის დედამიწიდან ამოსული უარყოფითი ენერგიისგან შემდგარი ზონა, წარმოიქმნება ცოცხალ არსებათა ცხოველმოქმედი უნარის შთანთქმით. პათოლოგიურ ზონებს უწოდებენ სივრცის იმ მონაკვეთს, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნეგატიური, სახიფათო ენერგეტიკა აქვს. ბუნებრივია, ასეთი ზონების უარყოფითი ზემოქმედების ნეიტრალიზება საკმაოდ ძნელია, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელი. ბიოპათოგენურ ველებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე გეოპათოგენურ ზონასთან. უარყოფითი ენერგიის ველები სივრცეში, იგივე ბიოპათოგენური ველები წარმოიქმნება ადამიანების ნეგატიური ფსიქიკური განცდებისგან ან ასევე, იმის შედეგად, რომ ამ შენობაში დიდხანს იმყოფებოდა მძიმე სენით დაავადებული ადამიანი, ან მოხდა მკვლელობა, ან თვითმკვლელობა, დიდხანს ცხოვრობდნენ ფსიქიკურად დაავადებულები, ნარკომანები, ალკოჰოლიკები... ასეთი ადგილები ხშირად გადაიქცევა ხოლმე ძლიერ ბიოპათოგენურ ზონად. გეოპათოგენური ზონის შემთხვევაში კი უარყოფითი ენერგეტიკული ველის წყარო დედამიწის გამოსხივებაა კონკრეტულ ადგილზე. გეოპათოგენური ზონების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ნეგატიური ენერგიის მქონე მიწისქვეშა მდინარეები, გრუნტის რღვევა... კვლევით დადასტურებულია, რომ გეოპათოგენური ზონის წყარო, თავისი უარყოფითი ენერგიით რეალურ საფრთხეს უქმნის ამ ზონის სივრცეში მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პირადად ჩემი აზრით კი, ასე გახშირებული ონკოლოგიური დაავადებები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სწორედ გეოპათოგენური გამოსხივების ზემოქმედების შედეგია. ეს ზონები განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ბავშვებისთვის.
– როგორ მოვახერხოთ ასეთი საშიში ზონების აღმოჩენა და შემდგომში მათი განეიტრალება?
– მისი ლიკვიდაცია შეიძლება სანთლის ხშირი ანთებით ან სურნელოვანი პიტნის ზეთის დადგმით ამ მიდამოში. რაც შეეხება აღმოჩენას, გეტყვით, რომ, გეოპათოგენური ზონის არსებობას, ჩვენგან განსხვავებით კარგად გრძნობენ ბავშვები. ისინი ინტუიციის დონეზე ხვდებიან ასეთი საშიში ზონების არსებობას და იმ ადგილას ჭირვეულობას იწყებენ. დააკვირდით, სახლის რომელ ადგილას ჭირვეულობს, ვერ ისვენებს, ვერ იძინებს ბავშვი და მიხვდებით, რომ ეს უარყოფითი ენერგეტიკული ზონაა. ასევე, ასეთ ზონაში ყვავილებიც უცნაურად „იქცევიან“. თუ მისი ფოთლები, მიუხედავად მოვლისა მაინც ჭკნება, ესე იგი, ეს საშიში ზონაა. თუ ქოთნის ყვავილი სხვა ადგილას გადადგმისას კარგად გამოიყურება, ესე იგი, ეს დადებითი ზონაა.
– ზოგი ადამიანი მსგავს ზონებს სკეპტიკურად უყურებს და არ აქცევს ყურადღებას. მათ რას ურჩევთ?
– დამიჯერეთ, ეს ნამდვილად გასათვალისწინებელია. კერძოდ, უარყოფითი ზონები ნამდვილად საშიშია. ის ისრუტავს თქვენს სასიცოცხლო ენერგიას, თუ მათი ზემოქმედების არეში მოხვდით. თუ ადამიანს დიდხანს უწევს ასეთ ადგილას ყოფნა, ის თავს შეუძლოდ გრძნობს და სამედიცინო კვლევის შედეგადაც კი მიზეზი გაურკვეველი რჩება. მერწმუნეთ, ნამდვილად აუცილებელია იმ დამანგრეველი ენერგეტიკული სივრცის დროულად აღმოჩენა და განეიტრალება. არ ჯობია გაარკვიოთ და დაიზღვიოთ თავი, სად გადის სიკვდილის ზონები თქვენს სახლებში? ალბათ, საიდუმლო არ არის და ბევრმაც იცის, რომ ჩვენი წინაპარი ისე სახლს არ ააშენებდა თუ არ გაარკვევდა დადებითი ენერგია ტრიალებდა იქ თუ არა. ამას ახლა მეცნიერები ბიოლოკაციას უწოდებს და მასზე ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. ასევე, საგულისხმოა, რომ წინაპართა გამოცდილებამ და თანამედროვე მეცნიერებამ დიდი ყურადღება მიაქცია პათოგენური ველების ნეიტრალიზაციის საკითხს, რათა მოკვდავ ადამიანებს გაუადვილოს ცხოვრება და მთელი რიგი საშიში დაავადებები ააცილოს თავიდან, რასაც ეს ზონები იწვევს და რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, სამყაროში, ჩვენს ირგვლივ მისტიკური ან პარანორმალური არაფერია. უბრალოდ, ბევრი რამ შეუცნობელი და მეცნიერულად ჯერ კიდევ აუხსნელია. არ დაგიმალავთ და ერთხელ, ჩემივე დაუკვირვებლობით მეც აღმოვჩნდი გეოპათოგენურ ზონაში. ღამით მეღვიძებოდა, ვეღარ ვიძინებდი, ვწრიალებდი საწოლში. ახალი გადასული ვიყავი იმ ბინაში და იმდენად პატარა საძინებელი ოთახი იყო, ავეჯი სხვანაირად ვერ დავდგით. შემდეგ გამოვიკვლიე და მივხვდი, ჩემი საწოლი მოხვდა სწორედ გეოპათოგენურ ზონაში და ის არ მაძლევდა ნორმალურად ძილის საშუალებას. კიდევ კარგი დროულად მივხვდი ამას და დასაძინებლად საერთოდ მისაღებში გადავედი. ჩემი ჯანმრთელობა ამად მიღირდა.
– მართალია, რომ თითქოს შინაური ცხოველები სახლში არსებულ გეოპათოგენურ ადგილებს ეტანებიან და იქ ამჯობინებენ მოსვენებას და ძილს?
– მართალია, ძაღლი და კატა იმ ადგილას ამჯობინებენ ძილს და მოსვენებას, სადაც გეოპათოგენური კვანძია სახლში. ამ დროს უარყოფითი ენერგია მათზე გადადის. ამ მხრივ ისინი, ამოუცნობი არსებები არიან. ჩიტები კი ასეთ ადგილებს ვერ იტანენ. არ არსებობს ბინა, სადაც არ არის გეოპათოგენური ზონა. აუცილებელია, ისინი დროულად აღმოვაჩინოთ და მოვერიდოთ ასეთ ადგილებს.
ნონა დათეშიძე