„ალ-ჯაზირამ” თადარიგი დაიჭირა
სკანდალურმა არაბულმა ტელეარხმა „ალ-ჯაზირამ”, „ფიფას” ოფიციალური განცხადებით, მსოფლიოს 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ტრანსლაციების უფლება შეიძინა. „ალ-ჯაზირა” თამაშების ტრანსლირებას ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე განახორციელებს. ჯერჯერობით ის არის პირველი ტელეკომპანია, რომელიც დაინტერესდა რუსეთსა და ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატების ტრანსლირებით.