კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე მახინჯი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები და ინტერნეტ-საიტები ყოველწლიურად ადგენენ საკუთარ რეიტინგებს ყველაზე სექსუალური და სიმპათიური ფეხბურთელების გამოსავლენად და უმეტეს შემთხვევაში ამ რეიტინგების სათავეში ერთი და იგივე სახეები გვევლინებიან: ინგლისელი დევიდ ბექჰემი, იტალიელი ფრანჩესკო ტოტი, ამერიკელი კარლოს ბოკანეგრა და სხვები. ამჯერად კი მოგითხრობთ არა ყველაზე სიმპათიურების ტოპ-ათეულის შესახებ, არამედ ამჯერად საქმე გვაქვს სრულიად განსხვავებულ რეიტინგთან, რომელმაც ყველაზე ასექსუალური, მახინჯი და არასასიამოვნო გარეგნობის ფეხბურთელების ვინაობა უნდა გამოავლინოს.

დევიდ ჰოფკინი – შოტლანდიელი შუახაზელი, რომელიც არასდროს არ ითვლებოდა დიდ მოთამაშედ და რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ინგლისის „პრემიერლიგაში” გაატარა. „ჩელსი”, „ლიდს იუნაიტედი”, „კრისტალ პალასი” და „ბრედფორდი” – ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც ჰოფკინს ბურთი გაუგორებია. იგი 1997-1999 წლებში შოტლანდიის ნაკრების წევრი გახლდათ და სანაკრებო ასპარეზზე ორი გოლი აქვს გატანილი. თავისი უსახელო კარიერა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ასექსუალურმა მოთამაშემ 2003 წელს შოტლანდიურ „გრინოკ მორტონში” 33 წლის ასაკში, მუხლის ტრავმის გამო დაასრულა.

ივან კამპო – თმახუჭუჭა ივანი ცნობილი 1997 წელს გახდა, როდესაც იგი ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა ექტორ რაულ კუპერმა „მალიორკაში” სათამაშოდ მიიწვია. ამას მოჰყვა მისი დებიუტი ესპანეთის ნაკრებში, რომელთან ერთადაც მან სრული ფიასკო განიცადა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ფრანგული მუნდიალის შემდეგ, კამპო მადრიდის „რეალის” ინტერესის სფეროში მოექცა და სულ მალე მოირგო კიდეც „ლოს ბლანკოს” თეთრი მაისური, თუმცა იქაურ გულშემატკივარში იგი არ სარგებლობდა ავტორიტეტით და ოთხი მეტ-ნაკლები წარმატებული სეზონის შემდეგ იგი ნისლიან ალბიონზე, „ბოლტონში” სათამაშოდ გადავიდა, სადაც „ტოტენჰემთან” თამაშისას, პოლ რობინსონს 40 მეტრიდან გოლი გაუტანა. ივან კამპომ კარიერა 2010 წელს კვიპროსულ „აეკში” დაასრულა.

სტივ ოგრიზოვიჩი – სერბული წარმოშობის ინგლისელმა კიპერმა 16 დაუვიწყარი სეზონი გაატარა „ქოვენთრი სითიში” და 600 მატჩით მან ლეგენდარული რეკორდი დაამყარა. 80-იანი წლების შუა პერიოდიდან 2000-იანი წლების დადგომამდე ოგრიზოვიჩი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე დამაჯერებელ გოლკიპერად ითვლებოდა. მან საფეხბურთო კარიერა 43 წლის ასაკში დაასრულა და, გარდა საიმედო მეკარეობისა, გულშემატკივრებს მისი დაუვიწყარი, დაგრეხილი ცხვირი დაამახსოვრდათ, რომელიც მის საფირმო ნიშნად ითვლებოდა.

ლიუკ ჩედვიკი – ალექს ფერგიუსონის აღზრდილი და ერთ დროს „მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერი, რომელიც, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, რაიან გიგზისა და დევიდ ბექჰემის კონკურენტად ითვლებოდა „წითელი ეშმაკუნების” ძირითად შემადგენლობაში. დღემდე უცნობია, თუ რით მოხიბლა „ბეჭდების მბრძანებლების” მახინჯი ტროლის გარეგნობის მქონე ფეხბურთელმა ალექს ფერგიუსონი, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში ადგილს უნახავდა მანჩესტერულ კლუბში. ამჟამად 31 წლის ჩედვიკი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „მილტონ კეინს დოუნში” გამოდის.

კარლოს ტევესი – არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც სახელი ბრაზილიურ „კორინთიანსში” თამაშით და თავისი ბრუტალური იარებით მიიპყრო. მისი „საფირმო“ იარა მან ცხრა თვის ასაკში მიიღო, მას შემდეგ, რაც მშობლების დაუდევრობის შედეგად მდუღარე წყალი გადაესხა სხეულზე. ტევესი მარადონას ფავორიტი ფეხბურთელი იყო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც არგენტინისთვის ცუდ მოგონებად დარჩა. ამჟამად იგი „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია და პრემიერლიგის ხუთ საუკეთესო მეგოლეს შორის ფიგურირებს მიმდინარე სეზონში.

ფრანკ რიბერი – თუკი რომელიმე ფეხბურთელს შესთავაზებენ მთავარ როლს საშინელებათა ჟანრის ფილმში, რიბერი იქნება ის, ვინც ამ როლს გრიმის გარეშე შეასრულებს და შოკში ჩააგდებს მაყურებელს. რიბერის გარეგნობაზე იმდენი თქმულა და დაწერილა, რომ მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ფილმის გადაღებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ მას ავტოკატასტროფაში მიღებული იარების მოშორება პლასტიკური ოპერაციის საშუალებით შესთავაზეს, რიბერიმ უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს იარები მას ძალას ჰმატებენ. ფრანგი ფეხბურთელი ისლამის მიმდევარია და ალჟირელ მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის.

ჯოლეონ ლესკოტი – რიბერის მსგავსად, „მანჩესტერ სიტის” ეს 28 წლის მცველი ბავშვობაში ავარიაში მოყვა. სკოლიდან გამოსულს მას ავტომობილი დაეჯახა და რამდენიმე მეტრზე გადააგდო. მას შემდეგ ჯოლეონის შუბლზე იარა აქვს დარჩენილი. ლესკოტი ინგლისის ნაკრების წევრია და, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ჯონ ტერი დაასრულებს სანაკრებო კარიერას, ის დაიკავებს მის ადგილს დაცვის ცენტრში. ამჟამად ლესკოტი „სიტის” ძირითად ფეხბურთელად ითვლება და ამ რეიტინგის მონაწილე კარლოს ტევესთან ერთად პრემიერლიგის სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

დირკ კუიტი – ფეხბურთელის გვარს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანიარად წარმოთქვამენ, თუმცა, უცვლელი რჩება მისი გარეგნობა, რომელსაც მისი ქომაგები რიჩარდ დონერის ჰოლივუდურ ბლოკბასტერ „სულელების” გმირს მახინჯი სლოუთის იერს ადარებენ. კუიტი ან კეიტი ჰოლანდიის ნაკრებისა და „ლივერპულის” შემტევია, რომელსაც წლევანდელი სეზონის დაწყებამდე „ინტერში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმამ შეუშალა მას ხელი, რომ თავისი ფართო ყურებით იტალიელი ქომაგებისთვის მოეწონებინა თავი.

ტრიფონ ივანოვი – ლეგენდარული ბულგარელი მცველია, რომელმაც თავისი გრძელი თმითა და მუდმივი წვერით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. ივანოვს ბულგარელები იმიჯის გამო „მგელს” უწოდებდნენ, ხოლო ინტერნეტ-პორტალმა „გოლ.ქომმა“ იგი ათ ყველაზე ასაკოვანი იერის მქონე ფეხბურთელს შორის მოიხსენია. ტრიფონი ხრისტო სტოიჩკოვთან და კრასიმირ ბალაკოვთან ერთად 90-იანი წლების ბულგარეთის ნაკრების უცვლელი წევრი იყო, რომელმაც 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა.

იან დოუი – არსებობს ლეგენდა, რომ ერევანში ბავშვებს, რომლებიც არ იძინებდნენ, ლეგენდარული „დინამოელით” – ილია დათუნაშვილით აშინებდნენ, ხოლო ინგლისში ნამდვილი ამბავია, რომ 90-იანი წლების შუა პერიოდში ანც ბავშვებს იან დოუის ფოტოთი აშინებდნენ და აიძულებდნენ დაძინებას. საუბარია „საუთჰემპტონისა” და „ვესტჰემის” ფეხბურთელზე, რომელიც ბრიტანული გაზეთ „სანის” ვერსიით, თანამედროვეობის ყველაზე მახინჯი ფეხბურთელია.


скачать dle 11.3