კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმკურნალეთ ქრონიკულ ყაბზობას შინაურ პირობებში

ყაბზობის დროს არ იჩქაროთ მედიკამენტების მიღება და კუჭის გასასუფთავებელი ოყნის გაკეთება. ეს ყველაფერი გამოიყენეთ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან რეგულარული ოყნები რეცხავს ნაწლავების სასარგებლო ფლორის ნარჩენებს. მართალია, ის შვებას გვრის ნაწლავებს, მაგრამ აჩვევს სიზარმაცეს და ნაწლავები შემდეგ უარს „ამბობენ“ დამოუკიდებელ მუშაობაზე.

უმჯობესია, შეკრულობასთან ბრძოლა გეგმაზომიერად დაიწყოთ, კერძოდ, კვების შეცვლით.

თავდაპირველად, გამორიცხეთ რაციონიდან ფქვილის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი, მარგარინი, მაგარი ჩაი და ყავა. სამაგიეროდ, ჭამეთ ბოსტნეული და ხილი, მაგალითად, ჭარხალი, კომბოსტო, ყაბაყი, კიტრი, ვაშლი, ჟოლო, უნაბი, გარგარი, ლეღვი, ანუ ისეთი საკვები, რომელიც გაზარმაცებულ ნაწლავებს მუშაობას აიძულებს.

ნაწლავებში უნდა მოხვდეს, რაც შეიძლება, მეტი სასარგებლო ბაქტერია. ამიტომ, ჭამეთ ხშირად იოგურტი ან ბიოკეფირი.

და, რაც მთავარია, ნაწლავებმა კარგად რომ იმუშაოს, მათ საკმარისი რაოდენობის სითხე სჭირდებათ. ამიტომ, სვით გაზგასული მინერალური წყალი, დაუმტკბარი წვენები და მწვანე ჩაი.


скачать dle 11.3