ტაჯიკ პედაგოგებს „ფეისკონტროლი“ დაუწესდათ
ტაჯიკეთის განათლების სამინისტრომ, რომელმაც ამას წინათ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთათვის სპეციალური ფორმის ჩაცმა ბრძანა, მასწავლებელთა წვერის სიგრძეც შეზღუდა. უწყებამ ახლახან გამოუშვა ცირკულარი: 50 წლამდე ყველა პედაგოგ მამაკაცს 1 ოქტომბრიდან ეკრძალება წვერის ტარება. უფრო მეტი ასაკის მამაკაცებს კი შეუძლიათ, ატარონ წვერი, რომლის „სიგრძე იქნება არაუმეტეს სამი სანტიმეტრისა“.
რეკომენდაციების ცალკეული პუნქტი ეხება ფეხსაცმელებს. ორივე სქესის პედაგოგებს შეუძლიათ ატარონ ნებისმიერი ფეხსაცმელი, თუკი ისინი მთლიანად ფარავს ტერფებს.
სექტემბერში განათლების სამინისტრომ, მოდელიერების მონაწილეობით, დაამტკიცა ტანსაცმლის საყოველთაო ფორმა პედაგოგებისთვის, ხოლო უფრო ადრე, აიძულა ყველა მოსწავლე და სტუდენტი, ჩაეცვათ მკაცრი კოსტიუმები და გაეკეთებინათ ჰალსტუხები.
„ყველა ეს სიახლე ტარდება ქვეყანაში უმაღლესი და საშუალო სკოლების რეფორმირების ჩარჩოებში, აგრეთვე, შეესაბამება ხალხის მენტალიტეტსა და ჩვეულებებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს უწყების პრესმდივანმა აბდულხამიდ ნოზიგოვმა.
ცენტრალური აზიის ამ უღარიბესი ქვეყნის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა უკვე აუკრძალა მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებამდე მისვლა საკუთარი მანქანით, მობილური ტელეფონის ტარება, გამოსაშვები დღესასწაულის ჩატარება და სხვა.
რახმონმა გამოსცა დირექტივები სხვა მსგავსი სიახლეებით: ბრძანება – შეიცვალოს განათების ნათურები ენერგომომჭირნეებით, რჩევა მოქალაქეთა მიმართ – შეიძინონ კვების პროდუქტების მარაგი ორი წლისთვის, შეამცირონ კერძებისა და სტუმრების რიცხვი ქორწილებსა და ქელეხებში...
მოამზადა
ლაშა გაბელიამ