კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ჭამოთ ათეროსკლეროზის დროს

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც არტერიების შიდა კედლის დაზიანება და მასში ლიპიდების (ანუ ცხიმოვანი ნივთიერებების), ქოლესტერინისა და კალციუმის მარილების დაგროვება იწვევს, რასაც არტერიების შევიწროვება მოსდევს თან.

გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით დაავადება, თავის მხრივ, გულის იშემიურ დაავადებას იწვევს, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით დასნებოვნება კი – ინსულტს; გარდა ამისა, ის აზიანებს აორტას, მუცლის ღრუსა და თირკმელებს.

ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევა, სიგარეტის მოწევა, ზედმეტი კვება, მაღალკალორიული პროდუქტები, ცხოვრების უმოძრაო წესი, ხშირი სტრესი, გადაძაბვა, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ალკოჰოლის უზომოდ სმა და ასე შემდეგ.

ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია გულის არეში ხანმოკლე (დაახლოებით ხუთ წუთამდე) შეტევები. ყველაზე ხშირად ტკივილი სიარულის ან ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, ზოგჯერ კი – ნერვიულობის დროსაც. ამ ტკივილს ყველა თავისებურად ახასიათებს: ზოგს სიმძიმის შეგრძნება აწუხებს, ზოგს – ჩხვლეტა. საწყის სტადიებზე შეტევისას ტკივილი თითქოს მარცხენა მხარეს, ხელზე, კისერსა და ქვედა ყბაზეც ვრცელდება. თუმცა, ენის ქვეშ ნიტროგლიცერინის ერთი ტაბლეტის ჩადების შემდეგ, ის ქრება. დაავადების განვითარების მიხედვით შეტევები, შესაძლოა, მცირე ფიზიკური დატვირთვის ან მოსვენების მდგომარეობაშიც წარმოიქმნას.

ათეროსკლეროზს სისხლის გამოკვლევით ადგნენ და ძირითადად დიეტებით, რაციონალური ფიზიკური დატვირთვით, ზედმეტი წონის მოშორებით, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმითა და სპეციალური პრეპარატებით მკურნალობენ. რაც შეეხება დიეტებს, ნაკლებად უნდა მიირთვათ კალორიული პროდუქტები, შაქრისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი. გარდა ამისა, უნდა შეზღუდოთ ცხოველური ცხიმის გამოყენება, უპირატესობა კი მცენარეულს მიანიჭოთ. ასევე, მიირთვით ზღვის პროდუქტები, ვინაიდან ის ქოლესტერინის შემცირებას უწყობს ხელს. მიზანშეწონილია ხილ-ბოსტნეულის ხშირად მიღებაც, რაც შეეხება რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას, ასეთებია ცურვა: აჩქარებული სიარული, ველოსიპედით სეირნობა. ვარჯიშის ხანგრძლივობა კი 45 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.


скачать dle 11.3