კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება სამკურნალო მცენარეებით მკურნალობა ჯანმრთელობისთვის საშიში

სამკურნალო მცენარეებსა თუ მათ ნაყოფს ზოგჯერ უკუჩვენებაც ახასიათებს. ამიტომ, მათი არასწორად გამოყენების დროს, შესაძლოა, არასასურველ შედეგამდეც მიხვიდეთ.

ალოეს წვენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებას მკურნალობენ. ის ჩირქოვან ჭრილობებსა და კანის სხვა დაავადებებსაც კურნავს. მისი თხევადი ექსტრაქტის დახმარებით პროგრესულ ახლომხედველობასაც არჩენენ. მიუხედავად ამისა, ეს მცენარე არც ისე უსაფრთხოა. კერძოდ, ალოეს გამოყენება არ შეიძლება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების ანთების და სიმსივნური წარმონაქმნების დროს.

ჭინჭრის ფოთლები და მისი გამხმარი თესლი დადებითად მოქმედებს ავიტამინოზის, ნერვული აშლილობისა და დიაბეტის დროს. ის ამაგრებს თმის ძირებს და აყუჩებს კბილის ტკივილს. თუმცა, მას უკუჩვენებებიც გააჩნია. კერძოდ, ის არ უნდა მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა და სისხლის შედედების მომატებული აქტივობის მქონე ადამიანებმა.

ოხრახუშის ფოთლებისა და ძირების შემცველი პრეპარატები კარგია ორგანიზმში სითხის შეკავების, თირკმელებსა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ცისტიტის გამწვავების ან თავის ტკივილის დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასევე, არ შეიძლება დალიოთ ოხრახუშის წვენი თირკმელების ანთებისა და პოდაგრის დროს.

კუნელის ნაყოფი, ფოთლები და ყვავილები ბევრ დაავადებას ამარცხებს. მისგან დამზადებული პრეპარატები არეგულირებს გულის რიტმს, ხსნის ტკივილს გულის მიდამოში, დაბლა სწევს მომატებულ არტერიულ წნევას. თუმცა, დაბალი წნევის დროს კუნელის გამოყენება მკაცრად გვეკრძალება.



ნიგოზი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქცია. მისი რეგულარულად გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას, თუმცა მას უკუჩვენებაც აქვს: მისი გადაჭარბებული მიღება თავის ტკივილს იწვევს, ან, შესაძლოა, თავის სისხლძარღვების სპაზმიც კი გამოიწვიოს.

ჭარხლის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ჰიპერტონიის სამკურნალოდ. ჭარხლის ფაფა წყლულს აშუშებს. მისი წვენი სასარგებლოა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ერთი საათით გააჩერებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს. ჭამეთ დღეში მხოლოდ ერთი ცალი ჭარხალი. გადამეტებულმა ჭარხლის ჭამამ, შესაძლოა მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.


скачать dle 11.3