რატომ გაახალგაზრდავდა იმპოტენციის ასაკი მამაკაცებში და რას იწვევს გარდატეხის ასაკში უწესო წყვილის ყურება სკვერებში
დღეს, სტატისტიკური მონაცემებით, სამწუხაროდ, იმპოტენცია საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ეს დაავადება ბევრ მამაკაცს სჭირს, აღიარება კი ძალიან უძნელდებათ, რის გამოც უამრავი ოჯახი ინგრევა და ბევრ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები, სწორედ იმპოტენციის ფონზე უვითარდება. რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი, 2001 წელს, ქართველმა აკადემიკოსმა ბორის ყურაშვილმა, რომელიც მიკრობიოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის დარგობრივ მეცნიერებებში მოღვაწეობდა, შექმნა ამერიკული პრეპარატის – „ვიაგრას” ქართული ანალოგი, რომელიც ისეთივე ეფექტურია მამაკაცთა იმპოტენციის სამკურნალოდ, როგორც მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული „ვიაგრა”. ბატონი ბორისის ახალი გამოგონება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის რეგისტრირებული. დადგენილი წესის შესაბამისად, ის კომბინირებული, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი სამკურნალო საშუალებაა. ამ ჯადოსნურ და სასწაულმოქმედ პრეპარატს დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ბატონი ბორისის დაწყებულ საქმეს კი მისი რძალი, ქალბატონი ტატა ყურაშვილი განაგრძობს. მისივე თქმით, ამ აღმოჩენამ ბევრ მამაკაცს დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი და ინტერესი. ასე რომ, ქართული „ვიაგრა” ასე გახშირებული იმპოტენციის უნიკალური სამკურნალო საშუალებაა.
ტატა ყურაშვილი: სამწუხაროდ, დღეს საკმაოდ მოიმატა ახალგაზრდა მამაკაცებში პოტენციის დაქვეითების ტენდენციამ და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის კი, ყველაზე გავრცელებულია არასწორი სექსუალური ცხოვრება, ინფექციური და ვენერიული დაავადებები, ფსიქოლოგიური სტრესი, მწარე საკვები, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 40-45 წლიდან მამაკაცის პოტენცია დაქვეითებას იწყებს, ამიტომ, თუ მან დროზე არ მიიღო მასტიმულირებელი პრეპარატი, შესაძლოა, ამას სექსუალური პოტენციის სრული დაქვეითება მოჰყვეს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი იტანჯება ამ პრობლემით და ამას ჩემი პაციენტების სიმრავლე და ასაკი მოწმობს. პირადად მე ოცდაათი წელია, ამ საკითხით ვარ დაინტერესებული, ვაკვირდებოდი ბატონი ბორისის საქმიანობას და საკმაოდ დიდი გამოცდილება და სტატისტიკა დავაგროვე.
– ამერიკული „ვიაგრის” ქართულ ანალოგს, რომლითაც არაერთმა მამაკაცმა დაიბრუნა ცხოვრების ხალისი, რა ჰქვია?
– ამერიკული „ვიაგრის” ქართულ ანალოგს ჰქვია „პროსტასექსინი” და მას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც იყენებენ მამაკაცები. ბატონი ბორისი საათობით იჯდა ხოლმე დაფიქრებული, სულ რაღაცას წერდა და აკეთებდა. როცა წამალს ხარშავდა, სულ ვინტერესდებოდი და ვეკითხებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ისიც იღიმებოდა და მპასუხობდა, ეს მამაკაცების ცხოვრების ელექსირიაო. არ დამავიწყდება, ერთხელ ბორისმა მითხრა, მოდი ახლოს, მიყურე, დაესწარი როგორ ვამზადებ ამ წამალს და მომავალში შენც დაეხმარე სხვებსო. მართლაც, ვუყურე წამლის კეთების პროცესს, შემდეგ პაციენტებთან ურთიერთობასაც დავესწარი და, თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან დავინტერესდი ამ საქმით. თან პროფესიითაც ექიმი ვარ და დღეს საგვარეულო ელექსირს თავად ვუდგავარ სათავეში. როგორც გითხარით, ეს საგვარეულო რეცეპტია, ამიტომ მასზე მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და, ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა.
– ალბათ, ბევრი ოჯახი გადაარჩინეთ ამ საგვარეულო ელექსირის წყალობით დანგრევას, არა?
– გეთანხმებით. თანაც, ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ სექსუალური ცხოვრების განახლება-გაჯანსაღება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საზრუნავი უნდა იყოს. ჩვენებური „ვიაგრა”, რომელიც ჩემმა მამამთილმა შექმნა, ქართული და არა მარტო ქართული ოჯახების სიმტკიცეს უწყობს ხელს. აღმოჩნდა, რომ ის ქალებისთვისაც სიკეთის მომტანია, რადგან, მისი მიღების შემდეგ მამაკაცები იმდენად კარგად იქცევიან, რომ ქალებიც ძალიან კმაყოფილები რჩებიან (იცინის). „პროსტასექსინის” გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მამაკაცს. მცენარეული შემადგენლობის გამო მისი მიღება აბსოლუტურად უსაფრთხოა. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა ვენერიული დაავადება გადაიტანეს და პოტენციის დაქვეითებას უჩივიან, „პროსტასექსინი” დროული წამალია, სრული განკურნების გარანტიასაც იძლევა და უსაფრთხოცაა.
– როგორც ვიცი, ქართული „ვიაგრა”, გარდა იმპოტენციისა, სხვადასხვა მამაკაცურ დაავადებასაც კურნავს. თუ საიდუმლო არ არის, რისგან მზადდება ის და, კერძოდ, რომელი დაავადებებისთვისაა რეკომენდებული მისი მიღება?
– სანამ ამაზე გაგცემთ პასუხს, გეტყვით, რომ წამალი კაფსულებით გამოდის და ის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის რეგისტრირებული. პრეპარატი დამზადდა 1998 წელს, როგორც კომბინირებული, სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. დღეს ის ძირითადად გამოიყენება მწვავე და ქრონიკული პროსტატიტისა და დაქვეითებული პოტენციის სამკურნალოდ. ის დადებითად მოქმედებს ქრონიკული პროსტატიტის და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობის დროს, ხელს უწყობს შარდვის სიხშირეს, შარდვის ნაკადის გაძლიერებას, ნარჩენი შარდისა და წინამდებარე ჯირკვლის მასის შემცირებას. ასევე, გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. ეს წამალი მხოლოდ ქართული ჯიშის კიტრის თესლისგან მზადდება და, ასევე, შეიცავს ნატრიუმის ნიტრატს. იაფიც ღირს და, თუ პაციენტი ერთი კურსის ჩატარებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ კვლავ ჩაიტარებს ერთ კურსს, ეს შედეგს უფრო ამყარებს. ამ დროს კი იკრძალება დიდი ფიზიკური დატვირთვა და ალკოჰოლის მიღება. ქართული „ვიაგრა” მთლიანად მცენარეულ ექსტრაქტზეა დამზადებული, ამიტომ მისი გვერდითი მოვლენების ალბათობა თითქმის გამორიცხულია. როგორც გითხარით, პრეპარატი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის სწორედაც რომ დროულია, რადგან ისინი, ვინც გადაიტანა სხვადასხვა ვენერიული დაავადება, შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად, მაინც უჩივიან პოტენციის დაქვეითებას. მათ ასპროცენტიანი განკურნების გარანტიას, სწორედ ქართული „ვიაგრა” აძლევთ.
– დამეთანხმებით, მამაკაცებს უჭირთ ქალბატონებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს მათ მამაკაცურ ღირსებას ეხება. როდესაც ისინი თქვენთან მოდიან, როგორ ხდება მათი მხრიდან ამის აღიარება მომხიბვლელი ქალბატონის წინაშე?
– (იცინის) დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იმპოტენცია ისეთი თემაა, თუ დელიკატურად არ მიუდექი ადამიანს, და შესაბამისად არ ესაუბრე, ისე ვერ გაიხსნება. უნდა ნახოთ, როგორი შეწუხებული სახეებით მოდიან და მერე როგორი სახეები აქვთ განკურნებულებს (იცინის). სხვათა შორის, ქართულ „ვიაგრას“, უამრავი ცნობილი და გავლენიანი ადამიანიც მოიხმარს და მადლიერებიც არიან. როდესაც მოდიან, თავიდან მორიდებულები არიან, რცხვენიათ თავიანთ პრობლემაზე საუბარი, მით უმეტეს – ჩემთან. მაგრამ, მე ფსიქოლოგიც გახლავართ და ამიტომ, ვცდილობ, ისეთი გარემო შევქმნა, რომ გაიხსნან, მოიშორონ კომპლექსი და თავიანთი პრობლემის შესახებ თამამად მიამბონ. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება უკრაინიდან და ითხოვენ, გავუგზავნოთ ქართული „ვიაგრა”. ამას წინათ დაგვიკავშირდა ერთი ბიჭი უკრაინიდან და გვითხრა, მამაჩემი მკურნალობდა ბატონ ბორისთან და ახლა მე მინდა დავლიოო. შემდეგ კი მისი მეგობარი დაგვიკავშირდა.
– თქვენი მამამთილი თუ იყენებდა საკუთარ „სასწაულს”?
– (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, იყენებდა, მაგრამ, საკმაოდ ასაკში შესული – 80 წელს გადაცილებული. სამწუხაროდ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ვერის პარკში, დღისით, მზისით უნდა ნახოთ, რა ხდება... ინტიმი ყველას თვალწინ და ამას უყურებენ 12-13 წლის ბავშვები, მათთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ამ ასაკში მსგავსი რამის ყურება იწვევს თვითდაკმაყოფილების სურვილს და, ასეც იქცევიან, რაც პირდაპირ ასვამს დაღს მათ პოტენციას. წარმოიდგინეთ, 23 წლის ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა, ქალთან ურთიერთობაში პრობლემა მაქვსო. საუბრიდან შევიტყე, რომ ის შეყვარებულმა მიატოვა და მას ფსიქიკური აშლილობის ფონზე გაუჩნდა მარტოობის სურვილი და იმპოტენციური პრობლემა ანუ, ქალთან ვერ ცხოვრობდა. ავდექი და ფსიქოლოგიურად დავამშვიდე, „ვიაგრაც“ მივეცი, მაგრამ ეს მხოლოდ სტიმულაციის გამო. ათ დღეში კი დამირეკა და სულ მადლობები მიხადა – სიცოცხლე დამიბრუნეთო.