კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

მასწავლებლისა და

ოსტატის შეხვედრა

ერთხელ კონფუცი ლაო-ძისთან მივიდა და ჰკითხა:

– რა არის სიკეთე და რა – ბოროტება? ზუსტად განმიმარტე, რადგან ადამიანი თავისი მოქმედებისას რაიმეს უნდა დაეყრდნოს.

ლაო-ძიმ უპასუხა:

– განმარტება არეულობას იწვევს, რადგან ის განცალკევებას გულისხმობს. თქვენ ამბობთ, რომ ვაშლი ვაშლია, ადამიანი კი – ადამიანი... თქვენ ისინი გაყავით. თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი არ არის ვაშლი. ცხოვრება ერთიანი მოქმედებაა, ხოლო იმ დროს, როდესაც თქვენ ამას განმარტავთ, იქმნება არეულობა. ყველა განმარტება მკვდარია, ცხოვრება კი ყოველთვის მოძრავია. ბავშვობა მოძრაობს სიყმაწვილისკენ, სიყმაწვილე – მოწიფულობისკენ და ასე შემდეგ. ჯანმრთელობა – სნეულებისკენ, სნეულებები – ჯანმრთელობისკენ. სად გაავლებთ მათ გამყოფ ზღვარს? ამიტომ განმარტებები ყოველთვის მცდარია. ისინი წარმოქმნიან ტყუილს. ასე რომ, ნუ განმარტავთ! ნუ იტყვით, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება.

კონფუციმ ჰკითხა:

– მაშინ, როგორ უნდა წარმართო ადამიანები, როგორ უნდა ასწავლო მათ? როგორ უნდა აქციო ისინი კარგებად და ზნეობრივებად?

ლაო-ძიმ უპასუხა:

– როდესაც ვინმე ცდილობს, სხვა კარგ ადამიანად აქციოს, ჩემი აზრით, ის ცოდვას სჩადის. რაც მეტია ხელმძღვანელთაგან წესრიგის დამყარების მცდელობა, მით მეტია უწესრიგობა! თითოეული თავის თავს მიანდეთ! მსგავსი ვითარება თითქოს სახიფათოა, მაგრამ საზოგადოება მხოლოდ ამ დებულებას შეიძლება, დაეყრდნოს.

კონფუცი განაგრძობდა შეკითხვებს, ლაო-ძი კი მხოლოდ იმეორებდა:

– ის, რაც ბუნებამ მოგვცა, საკმარისია, არანაირი მორალი არ არის საჭირო. ბუნება ბუნებრივია, ის ძალდაუტანებელია, ის სტიქიურია. მასში საკმარისი უმანკოებაა! ცოდნა არ არის საჭირო!

შემცბარი კონფუცი წავიდა. მთელი ღამე არ უძინია. როდესაც მოწაფეებმა ლაო-ძისთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა:

– ის ადამიანი არ არის, ის საფრთხეა, მოერიდეთ მას!

როდესაც კონფუცი წავიდა, ლაო-ძიმ დიდხანს იცინა. მან მოწაფეებს უთხრა:

– ტვინი შემეცნებისთვის ერთგვარი ბარიერია, კონფუცის ტვინიც კი! მან სრულებით ვერ გამიგო და ამის შემდეგ, რაც უნდა თქვას ჩემ შესახებ, ყველაფერი სიცრუე იქნება. მას ჰგონია, რომ სამყაროში წესრიგს ქმნის! წესრიგი დამახასიათებელია სამყაროსთვის, იგი ყოველთვის აქ არის და ის, ვინც წესრიგის შექმნას ცდილობს, მხოლოდ უწესრიგობას შექმნის.


скачать dle 11.3