კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„კოლექტივო, მხარი მხარს“

გალიაში დაბადებული „არწივები“

თბილისელთა დასაქმების მოტივით, დედაქალაქის მერიამ ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნა ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები, მათ შორის, იმ მოტივითაც, მუქთა იყოს, კუბო იყოსო, მით უმეტეს, ამ კურსებს უმუშევარი მოსახლეობა აქტიურად დაეწაფა (იმდენად აქტიურად, რომ ადგილები ლამის სანთლითაა საძებნელი). ჩვენ არ ვიცით, რამდენად დაეხმარებათ დასაქმებაში კონკრეტულად ეს კურსები (იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებას, უპირველესად, სამუშაო ადგილები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც რომ სხლავდე, არაფერი გამოგივა), მაგრამ, რაკი მუქთაა, არც მუშტარი აკლია. მეორე მხრივ, რომ ვიცოდეთ, არ გვაწყენდა, რადგან ის უფასო კურსები გადასახადების გადამხდელთა ჯიბეებიდან ფინანსდება.

ამის პარალელურად, დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ ინგლისურ ენაში ახლა უკვე საკუთარი თანამშრომლები გაწვრთნას (პრინციპი, მუქთა იყოსო, ერთნაირ ეფექტს ახდენს: როგორც ზევით, ისე ქვევით) და ამ პროცესს სახალისო ფორმაც მისცა: ყველაზე მონდომებულთა შორის კენჭი იყრება და მათ შორის გამორჩეულად იღბლიანი სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრება (როგორც ბ-ნმა უგულავამ შენიშნა, ამის მიზანი მერიის თანამშრომლებში ენის შესწავლის მოტივაციის გაღვივებაა). უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, ინგლისურისადმი ლტოლვას მხოლოდ მერიის თანამშრომლებში არ გამოცდიან, მათ კვალს უახლოეს მომავალში გამგეობების თანამშრომლებსაც გაუყოლებენ (დევიზით: არც ერთი ჩამორჩენილი, ანუ ინგლისურის არმცოდნე, ჩვენ გვერდით!). ხოლო, რაკი ამ პროცესს (იმის მიუხედავადაც, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო) მასობრივი კოლექტივიზაციის ელფერიც დაჰკრავს, როგორც ჩანს, კვლავაც აქტუალურია შეგონება იმის შესახებ, რომ „გალიაში დაბადებულ არწივებს მთები არ ესიზმრებათ“.


скачать dle 11.3