კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფასების დამდგენები

ანუ გამანდატურებულები

გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ფასების დამდგენის საპატიო მისია არა მხოლოდ ქ-ნ კალმახელიძეს ექნება, არამედ თვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც. ოღონდ, ეს უფლება ბ-ნ შაშკინს მას შემდეგ მიენიჭება, რაც „კანონში ზოგადი განათლების შესახებ“ შესაბამისი ცვლილებები შევა. პროექტი კი პარლამენტში უკვე შესულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებები „კანონს ზოგადი განათლების შესახებ“ არც ამჯერად ასცდება. საქმე ეხება მანდატურებისთვის სახელფასო ახალი წყაროს დადგენას, კერძოდ: თუკი აქამდე მანდატურებს გასამრჯელოს სამინისტრო უხდიდა, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ სწორედ სკოლა გახდება ვალდებული, გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება აწ უკვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან. ხოლო უფრო ადრე გვარწმუნებდნენ, რომ სკოლების დაფინანსება გაიზრდებოდა. ამ ცვლილებებით კი ნათელი ხდება, რომ მანდატურების რჩენას სკოლებს აკისრებენ და არც ის შემთხვევაა გათვალისწინებული, აქვს თუ არა სკოლას მანდატურების მომსახურებაზე უარის თქმის უფლება.

უფრო მეტიც, ხსენებული ცვლილებების მიხედვით, მანდატურის სამსახური არა მხოლოდ საჯარო, კერძო სკოლებშიც და ზედაც პროფსასწავლებლებშიც შევა. თუ გავიხსენებთ, რომ კერძო სკოლებში დისციპლინის პრობლემა თითქმის არ არსებობს, ჩნდება ეჭვი, რომ მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობის დავალდებულებას კერძო სკოლების გაკონტროლების სურნელიც ასდის. თუმცა, ასეთი ეჭვის საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბრძანებს, რომ სახელმწიფოს უპირველესი მიზანი მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვაა. ბუნებრივია, ასეთი კეთილშობილური მიზანი ფრიად მისასალმებელია, ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ მოსწავლეები არანაკლებ მწვავედ სრულფასოვანი კვებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტს განიცდიან, სახელმწიფოს არც ამაზე აწყენდა ზრუნვა. თუმცა ისიცაა, რომ თითოეულ სკოლაში სამ-სამი მანდატურის შეყვანა გაცილებით იოლი გზაა.

მეორე მხრივ, რაკი ჩვენი ცხოვრება აგრერიგად გამანდატურდა, აშკარაა, არც ბინებში გვაწყენდა მანდატურები, იქნებ, სახელმწიფოს თვალისგან მოფარებულები, საქართველოს პოსტრევოლუციური მოქალაქისთვის შეუფერებელ საქციელს ჩავდივართ, თუნდაც, ფეხსალაგებში?!


скачать dle 11.3