კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა არჩილ სოლოღაშვილმა ინგლისური ენის სწავლა „ქუინს ინგლიშში“ და რა სიურპრიზს გთავაზობთ ცენტრი უახლოეს მომავალში

თუ დღეს, ინგლისური ენა არ იცი, გაგიჭირდება კარიერასა თუ ბიზნესში წარმატებებს მიაღწიო, სწორად დაგეგმო საკუთარი მომავალი და, ელემენტარულად, კავშირები დაამყარო უცხოელ პარტნიორებთან თუ უბრალო ტურისტებთან. თბილისში, ბევრი ცენტრი არსებობს, სადაც შეგიძლიათ, შეისწავლოთ ინგლისური, თუმცა ყველა მათგანს სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს. არადა, ყველას უნდა უცხო ენას სწრაფად, ხარისხიანად და, რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტი ხარჯის გარეშე დაეუფლოს.

ინგლისური ენის სწრაფშემსწავლელი ბრიტანულ-ქართული ცენტრი „ქუინს ინგლიში” ის ადგილია, სადაც უმოკლეს ვადაში, ზედმეტი დანახარჯებისა და დროის დაზოგვით, სულ რაღაც, ორ თვეში შეძლებთ ინგლისურად ალაპარაკებას. სწორედ ამ ცენტრში დანერგილი მეთოდი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, აირჩიოთ სასურველი დრო და, ზედმეტი ძალისხმევისა და მეცადინეობის გარეშე დაეუფლოთ სალაპარაკო თუ ბიზნეს-ინგლისურს. თანაც, ეს ცენტრი, სხვა ცენტრებისგან განსხვავებით, იმითაც არის გამორჩეული, რომ ნებისმიერ ასაკში გაძლევთ საშუალებას, უცხო ენაზე ალაპარაკდეთ, აიხდინოთ ოცნება და სახლში მეცადინეობის გარეშე ესაუბროთ გამართული ინგლისურით უცხოელ პარტნიორებსა თუ საქმიან ადამიანებს. თუ უცხოეთში გიწევთ ხშირად მოგზაურობა, მაშინ ამ ცენტრში მისვლა, უბრალოდ, აუცილებელია თქვენთვის. „ქუინს ინგლიში”, ასევე, გაძლევთ საშუალებას, თავისუფლად დაძლიოთ ენობრივი ბარიერი და, „ქალანის“ მეთოდით სწავლების გარკვეული საფეხურის გავლის შემდეგ, აიღოთ შესაბამისი დონის სერთიფიკატი. ამ ცენტრში სწავლის მსურველთა რაოდენობამ განაპირობა, რომ თბილისის ცენტრში ფილიალიც გაეხსნათ, რათა ინგლისური ენის შესწავლის მსურველების მოთხოვნები მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინათ.

ცენტრში არაერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა, ადვოკატმა, ჟურნალისტმა, მსახიობმა და მომღერალმა გაიარა სწავლების კურსი. მათი თქმით, ენობრივი ბარიერიც ადვილად დაძლიეს, საქმესაც მეტად წარმატებით ართმევენ თავს უცხოელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს და უცხოეთში ჩასულებიც თავისუფლად მეტყველებენ ინგლისურად. ერთ-ერთი მათგანია მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი, რომელმაც სწორედ, „ქუინს ინგლიშში” სიარულის წყალობით შეძლო ინგლისურად ალაპარაკება და უცხოეთში ჩასული, საკუთარი ინგლისური საუბრით, თავადვე გაოცდა.

არჩილ სოლოღაშვილი (მსახიობი): ოცდამეერთე საუკუნეში, საქართველოში, როცა გეზი მიმართული გვაქვს დასავლეთისკენ და მჭიდრო ურთიერთობებს ვამყარებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ინგლისური ენის არცოდნა, უბრალოდ, სირცხვილია. ისეთი პროფესია მაქვს, რომ ხშირად მიწევს უცხოელებთან ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა გასტროლები გვაქვს, ფესტივალები ტარდება უცხოეთში ან სტუმარი ჩამოდის საქართველოში, გინდა, შენი ყურით აღიქვა და მოისმინო, რას ამბობს ის შენზე და როგორ გილოცავს წარმატებას. ადრე, ვიდექი ხოლმე, არაფერი მესმოდა და უბრალოდ, ვუღიმოდი. როცა უცხოელი რამეს ამბობდა, მისი გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ კარგს ამბობდა, თორემ, მისი ენა ჩემთვის ჩინური იყო (იცინის). მივხვდი, რომ დღეს, ინგლისური არ გესმოდეს და ამ ენაზე მადლობის თქმა არ შეგეძლოს, უბრალოდ, ცუდ ტონად ითვლება.

– სანამ „ქუინს ინგლიშში“ მიხვიდოდი, ინგლისურ ენაში საფუძველი საერთოდ არ გქონდა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ მქონდა ინგლისურის საფუძველი, ვინაიდან სკოლაში ფრანგულ ენას ვსწავლობდი. ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე, მევლო ამ ცენტრში, საფუძვლიანად შემესწავლა ინგლისური. მინდა, თამამად შევძლო უცხოელ კოლეგებთან საუბარი. რაც შეეხება, „ქალანის“ მეთოდით სწავლებას, გეტყვით, რომ ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია – სწრაფად, ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე სწავლობ ინგლისურ ენას. გეტყვით იმასაც, რომ, სანამ აქ მოვიდოდი, მეგობრებს ვკითხე რჩევა და ყველამ „ქალანის“ მეთოდი მირჩია. დღეს თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სწავლა რომ დავიწყე, ორი თვის შემდეგ მომიწია თეატრიდან წასვლა ისრაელში, ხორვატიასა და ესტონეთში გასტროლებზე. ფესტივალზე წავიღეთ სპექტაკლი „მაკბეტი”. მინდა გითხრათ, აბსოლუტურად არ გამჭირვებია მაღაზიებში, სასტუმროში და გადაადგილების დროს ურთიერთობა. არ დაგიმალავთ, საკუთარი თავისგან ამას ნამდვილად არ ველოდი (იცინის). პროდიუსერი რომ გამოვიდა სცენაზე და დაიწყო ლაპარაკი, ყველაფერს მივხვდი, რას ამბობდა. ასე რომ, ორ თვეში, „ქუინს ინგლიშმა“ თამამი გამხადა და მომიხსნა ის კომპლექსი, რომლითაც თავს ნამდვილად უხერხულად ვგრძნობდი უცხოეთში ყოფნისას. არადა, ადრე, ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ჩასული, ყველგან ქართულად ვსაუბრობდი და გადასარევადაც ვაგებინებდი, მაგრამ ამაში, ხელ-ფეხი, მიმიკა, მთელი ემოცია და ნერვები იყო ჩართული. იმხელა ენერგიას ვხარჯავდი, ვერ წარმოიდგენთ. ახლა მესმის, რას ამბობენ ჩემზე და ენერგიაც დავზოგე. ამ ცენტრმა დიდი სტიმული მომცა და, მიუხედავად ჩემი გიჟი და გადარეული გრაფიკისა, კვლავ განვაგრძობ მეცადინეობას, მიმაჩნია, რომ ეს არის იდეალური საშუალება, კიდევ ერთი ახალი ფერი შეიტანოს ადამიანმა თავის ცხოვრებაში. ვისაც საზოგადოებასთან აქვს კონტაქტი, მსახიობი იქნება ეს, გამყიდველი თუ ბარმენი, აუცილებელია ისწავლოს ინგლისური და ამის შანსს „ქუინს ინგლიში” ნამდვილად გაძლევთ. აქ იმდენად თბილი და მეგობრული ატმოსფეროა, რომ კომპლექსიც გეხსნება, არც ჯგუფთან ურთიერთობა გიჭირს და, ის ორი საათი, რასაც აქ გაატარებთ პედაგოგებთან ერთად, მერწმუნეთ, თქვენი წარმატებული მომავლის გარანტია. თან, არც სახლში მეცადინეობა მოგიწევთ და აქვე სწავლობთ ახალ მასალას. კვირაში სამჯერ, აქ გატარებულმა ორ-ორმა საათმა მომცა ის, რომ უცხოეთში ჩასული არ დავიბენი. ვეცდები, თორმეტივე საფეხური გავიარო და, ხომ წარმოგიდგენიათ, მერე როგორ ავლაპარაკდები! (იცინის). სხვათა შორის, საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ფაქტობრივად, სულ გადარბენაზე ვარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კვლავ განვაგრძობ ამ ცენტრში სწავლას და საკმაოდ კარგი შედეგებიც მაქვს. ხომ იცით, როდესაც შრომის შედეგს ხედავ, მერე უფრო გიჩნდება სურვილი, გამონახო დრო, უფრო მეტი და მეტი ისწავლო.

როგორც ამ ცენტრის დირექტორი თამარ მანჯავიძე ამბობს, „ქუინს ინგლიში” ის ადგილია, სადაც ადამიანები საკმაოდ სწრაფად აღწევენ შეუდარებელ და გასაკვირ შედეგებს. მთავარია, არ იზარმაცო, გამონახო დრო, დაჯდე ჯგუფთან ერთად, იმეცადინო კვალიფიციური პედაგოგების დახმარებით და აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს.

თამარ მანჯავიძე (ინგლისური ენის სწრაფშემსწავლელი ბრიტანულ-ქართული ცენტრ „ქუინს ინგლიშის” დირექტორი): ჩვენთან მოსულ ადამიანს ყველა პირობა აქვს შექმნილი, რომ მეოთხედ დროში, „ქალანის“ მეთოდით დაეუფლოს ინგლისურ ენას. სასურველი დრო თავად შეგიძლიათ, შეარჩიოთ. კერძოდ, ნებისმიიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, მისთვის მისაღებ დროს – დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე – ჩაეწეროს ნებისმიერ ჯგუფში და დაიწყოს სწავლა. ჯგუფში, მაქსიმუმ ათი მოსწავლეა და ხდება ერთმანეთში საუბარი, აზრებისა და ცოდნის გაზიარება ინგლისურ ენაზე. მათ პედაგოგის დახმარებით უწევთ მეცადინეობა ცენტრშივე და ამიტომ სახლში მეცადინეობა აღარ სჭირდებათ – ესეც დროის მოგებაზეა გათვლილი.

– თქვენს ცენტრში სპეციალური აქციაა, რისი საშუალებითაც ფასდაკლებით ხდება ინგლისური ენის შესწავლა.

– დიახ, ჩვენს ცენტრში სპეციალური აქციაა და თუ მსურველი ჩაეწერება თებერვლის ბოლომდე, მას 10-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლება „ქალანის“ მეთოდით, ინგლისური ენის შესწავლა. ელემენტარულ, სასაუბრო ინგლისურს ადამიანი ორ თვეში სწავლობს. ხოლო, რაც შეეხება წიგნებსა და დისკს, ეს მათ უსასყიდლოდ ურიგდებათ.

– როგორც ვიცით, ცენტრის ფილიალიც გაიხსნა ქალაქის ცენტრში, კერძოდ, შარტავას ქუჩაზე.

– დიახ, ფილიალი გავხსენით შარტავას ქუჩა ¹14ა-ში. ეს იმან განაპირობა, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩვენი სწავლების მეთოდით, უმეტესობას კი სწორედ ეს ტერიტორია აწყობდა. ჩვენ მათი ინტერესები გავითვალისწინეთ და ფილიალიც გავხსენით, სადაც ფასდაკლება სწავლაზე ასევე ძალაშია.

– ანუ, რა ღირს თქვენთან უცხო ენის შესწავლა?

– ჩვენთან 24 გაკვეთილი 120 ლარი ღირს, ანუ, ერთი გაკვეთილი 5 ლარი ჯდება. თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამჟამად ფასდაკლება გვაქვს. ასევე, სწავლის შემდეგ, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატი. თუ მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში აპირებთ ჩაბარებას, ამ სერტიფიკატის ჩვენების შემდეგ გეხსნებათ ინგლისურ ენაში გამოცდა. ამ შეღავათით ბევრმა ჩვენმა მოსწავლემ ისარგებლა. ასევე, ჩვენს ცენტრში შეგიძლიათ, შეისწავლოთ ბიზნეს-ინგლისური და სპეციალური ტერმინოლოგია; ასევე ფუნქციონირებს TOEFL-გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები. ეს კურსი მათთვის არის გათვლილი, ვინც უცხოეთში აპირებს სწავლის გაგრძელებას.

ცენტრის მისამართებია:

თავისუფლების მოედანი, ლერმონტოვის ქუჩა ¹¹12 და შარტავას ქუჩა ¹¹14-ა (სააკაძის მოედანი).

ტელეფონი: 15-35-75.


скачать dle 11.3