მხოლოდ ფაქტები
* ჟურნალებში პირველი რომანი გაგრძელებებით 1960-იან წლებში, ლონდონში გამოჩნდა. მწერალი სმიტი კვირაში ერთ დღეს მიდიოდა რედაქციაში, დახედავდა ჟურნალის წინა ნომერს და სამი საათის განმავლობაში წერდა გაგრძელებას მომდევნო ნომრისთვის.
* სან-მარინოს მცხოვრებნი ამაყობენ თავიანთი ძველი და კეთილშობილური წარმოშობით. მათ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი აქვთ ჩაწერილი წოდება – „მისი უბრწყინვალესობა”.
* საფრანგეთის რევოლუციის დროს, როგორც „ფეოდალიზმის გადმონაშთი”, გაუქმდა სახელმწიფო გერბი.
* იტალიაში ფეხბურთის გულშემატკივრებს ტიფოზებს ეძახიან, ბრაზილიაში – ინჩოებს, ჩილეში – აფისიონადოებს, ურუგვაიში – ტორსიდორესებს, იუგოსლავიაში – ნოვიაჩებს.
* პიზელი რუსტიჩანო მარკო პოლოს მემუარებს მისი მოგზაურობის შესახებ ფრანგულ ენაზე წერდა. მეთორმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ფრანგული ევროპის ინტერნაციონალური ენა იყო.
* მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში „ხელდასხმაში” საბუთებზე ხელის მოწერა იგულისხმებოდა.
* ქიმიკოსებმა – მენდელეევმა, კეკელემ, მათემატიკოსებმა – გაუსმა და დეკარტემ აღმოჩენები სიზმარში გააკეთეს.
* ესპანეთში ყველაზე მეტი მორწმუნე მაყურებელი აუტოდაფეს – ერეტიკოსების კოცონზე დაწვის დროს იყრიდა თავს.
* ინგლისის პატარა ქალაქ ბინგლში, რომელიც ზღვიდან საკმაოდ მოშორებითაა, არასდროს ყოფილან მეკობრეები. მიუხედავად ამისა, მათი შავი დროშა თავის ქალითა და გადაჯვარედინებული ძვლებით – „მხიარული როჯერი” ქალაქის სკოლებში წელიწადში ორჯერ აფრიალდება ხოლმე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არდადეგები დაიწყო.
* 1828 წლიდან 1855 წლამდე საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამბორბლიანი „დროგები”. მისი მფლობელები გადასახადს არ იხდიდნენ. მაშინ ძირითადად 2 და 4-ბორბლიანი „დროგები“ იყო გავრცელებული და კანონში სამბორბლიანები არ იყო შეტანილი.
* ნიუ-იორკის ორი რაიონი კუნძულ ლონგ-აილენდზე, თითო-თითო მანჰეტენსა და სტაატენზე, ხოლო ერთი მატერიკზეა განლაგებული.
* ამერიკის კონსტიტუცია 206-ის, ნორვეგიის – 180-ის, ბელგიის კი – 164 წლისაა.
*ესტრემუდრა და უკრაინა ეტიმოლოგიურად ერთი და იგივეა – ორივე განაპირას ნიშნავს.
* მალაიზია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეფეს ირჩევენ.
* ფეხსაცმლის ზონარების შეკვრის 5 ძირითადი ხერხი არსებობს: ეგრეთ წოდებული, ამერიკული ზიგზაგი, ევროპული სტანდარტი, ვარიანტი „სათადარიგო“ და ორი – კანადური.