კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრძნობა პასუხისმგებლობის წინააღმდეგ

ამბობენ, შეყვარებულ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა უქვეითდება, რომ თუ გიყვარს, მაშინ ნაკლებად ფიქრობ შენს მოვალეობებსა და მათ შესრულებაზეო. ამ მოსაზრებაში, სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, მოახდინონ ყურადღების კონცენტრირება მაშინ, როცა გული და გონება გრძნობით აქვთ სავსე, მაგრამ სიყვარული სწორედ რომ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიყვარული აუცილებლად უნდა აჩენდეს პასუხისმგებლობის განცდას იმ ადამიანის მიმართ, ვინც გიყვარს. რა კავშირი აქვს ამას, შეყვარებული ადამიანის ზოგად მოვალეობებთან?! – პირდაპირი. საქმე ისაა, რომ ადამიანი ყველაფერს ძალიან მალე ეჩვევა. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი, თავისი უარყოფითი ნიუანსებიც აქვს. მაგალითად, თუ თავიდანვე შეეჩვევით იმას, რომ მუდმივად იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე, თან პარალელურ რეჟიმში, აკეთოთ ის საქმეც, რასაც აქამდე აკეთებდით, თუკი ადამიანს საერთოდ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს იმას არც შეყვარებულობის პერიოდში კარგავს და არც სხვა გარემოებაში. თუმცა, როცა ადამიანს სიყვარულში არ უმართლებს და ის ძალიან ემოციურია, შესაძლოა, განიცადოს კრიზისი, ჩავარდეს დეპრესიაში და ბუნებრივია, მაშინ ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე ზედმეტია ლაპარაკი.

გრძნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდის პასუხისმგებლობის წინააღმდეგ, როცა ის ყველაფერზე მაღლა დგება და ცხოვრების ერთადერთ აზარტად გადაიქცევა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, გჭირდებათ კი ისეთი სიყვარული, რომელიც თავის გზაზე ქვას ქვაზე არ დატოვებს. ყველაფერს გაანადგურებს და თქვენს პიროვნებასაც შეიწირავს?!


скачать dle 11.3