დამხმარე, თუ შემომტანი
ჩვეულებრივ, მამაკაცები იშვიათად ეხმარებიან საკუთარ მეუღლეებს საოჯახო საქმიანობაში. მათი პოზიცია ასეთია: ცოლი შევირთე და ეს ყველაფერი მისი პირდაპირი მოვალეობაა. მე რიღასთვის გავისარჯო?! ამერიკელი სოციოლოგები იმ დასკვნამდეც კი მივიდნენ, რომ რაც უფრო მეტი აქვს მამაკაცს შემოსავალი, მით მეტად გაურბის საოჯახო საქმეს. ისინი თითქმის არაფერში ეხმარებიან ცოლებს. როგორ, მე ოჯახი ვარჩინო კიდეც და საყიდლებზეც ვიარო?! არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ქალებიც ინახავენ ოჯახებს. სერიოზული წვლილი შეაქვთ ოჯახის ბიუჯეტში, მაგრამ თავისზე დაკისრებულ მოვალეობებს არ გაურბიან. მამაკაცი ამას არ ითვალისწინებს, განა იმიტომ, რომ ვერ ხვდება. უბრალოდ, აწყობს, რომ არ მიხვდეს. ღირს კი საერთოდ, ამის გამო უსაყვედურო მამაკაცს, არა! – იმიტომ, რომ სასურველ შედეგს არც ჩხუბი, არც საყვედურები არ მოიტანს. ერთადერთი შანსი გაქვთ – სთხოვოთ მეუღლეს, თანაც, რაც შეიძლება, გულითადად, რომ ხელი შეგაშველოთ. მამაკაცებს უყვართ, როცა მათ მნიშვნელობას ერთიორად ზრდიან. საკმარისია, მათ პატივმოყვარეობაზე პოზიტიურად იმოქმედოთ, რომ წააქეზოთ, „ანკესზე წამოაგოთ” და მერე უკვე ყველაფერს გააკეთებინებთ. შეხედეთ სიმართლეს და თქვენს პარტნიორს თვალებში. რატომ უნდა აუშალოთ ნერვები მას და განერვიულდეთ თქვენც. არასოდეს დაკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე. ცხელ გულზე ნურც უსაყვედურებთ, ნურც ულტიმატუმს წამოუყენებთ და ნურც ნურაფერს მოითხოვთ. დამშვიდდით, „დაალაგეთ” და დააცხრეთ თქვენი ემოციები. ისიც გადაწყვიტეთ, რა უკეთესია: ქმარი შემომტანი, თუ ქმარი მტვერსასრუტით ხელში...