კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: რას გვეტყვით პაფიოპედილუმის შესახებ და როგორ პირობებში გავზარდოთ ის?

პასუხი: ეს მცენარე ერთ-ერთი სასურველი ორქიდეაა, რადგან ყვავილი, განცალკევებულიც კი, სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებს დეკორატიულობას. ყვავის რეგულარულად და არც რთული მოსავლელია. ყვავილი, როგორც წესი ერთი აქვს, მაგრამ მოზრდილი. მისი ფერის გამა და მოხატულობა მრავალფეროვანია. პაფიოპედილუმს არ უყვარს მკვეთრი სინათლე, პირდაპირი მზის სხივები, კარგად ხარობს ნახევრად განათებულ და ხელოვნურად განათებულ ოთახებში. არ მოსწონს ჩახუთული და ცხელი ადგილი. მისთვის უმჯობესია 25 გრადუს ტემპერატურას არ გადააჭარბოთ ზაფხულში. ზამთარში კი – 16-18 გრადუსს. აპრილიდან აგვისტომდე თანდათან უმატებთ, მორწყვას, იანვარ-თებერვალში კი საგრძნობლად შეამცირეთ. ხშირად, შეამოწმეთ, რომ ნიადაგი ძალიან არ გამოუშრეს. მისი გადარგვა შესაძლებელია გაზაფხულზე ან ყვავილობის დასრულებისთანავე. გადარგვის შემდეგ მცენარე მოათავსეთ მოურწყველად, ჩრდილში. მისთვის ამ დროს აუცილებელია ნესტიანი ჰავის პირობები ორი კვირის განმავლობაში.

პაფიოპედილუმი მიწის ორქიდეა არ არის, მას უყვარს ეპიფიტური ორქიდეებისთვის საჭირო ნაერთი. საინტერესოა, რომ ისინი ირჩევენ ფხვიერ სუბსტრატს და ნიადაგში გარკვეული რაოდენობის კალცი სჭირდებათ.

კითხვა: მსურს, გავზარდო ზანტედეხია ეზოს პირობებში. როგორ გავამრავლო და გავახარო?

პასუხი: ზანტედეხია ყველასთვის კარგად ცნობილი ყვავილია, რომელსაც ხშირად ახარებენ ბაღებში. იყიდება მისი ყვავილები დიდი რაოდენობით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ბოლქვებიც, რითაც მცენარე გამრავლდა. ისინი გასაყიდად გამოაქვთ იანვარ-აპრილში. ბოლქვი ნედლი უნდა იყოს და ჰქონდეს სასიცოცხლო წვერი ღია ყვითელი კანით – სხვა შემთხვევაში მცენარე არ აღმოცენდება. ბოლქვის ჩარგვამდე შეგიძლიათ, დროებით მაცივარში შეინახოთ, თუმცა, აპრილის პირველ ნახევრამდე უნდა ჩარგოთ. გამოიყენეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი სუბსტრატი: ნაკელი, ფოთლოვანი მიწა და კომპოსტი. ეს მცენარე ცუდად იტანს მჭიდრო, ვიწრო ჭურჭელს, რადგან ამ პატარა ბოლქვებიდან ნახევარმეტრიანი ფოთლები და საყვავილე ღერო იზრდება. თუ ქოთანი ვიწრო იქნება, მცენარე არ იყვავილებს.

ჩარგეთ ბოლქვი 10 სანტიმეტრ სიღრმეზე, უმჯობესია, ჭურჭელი ღრმა იყოს. სუბსტრატი წინასწარ დაასველეთ, ისე, რომ სადგარზე წყალი იყოს. მწვანე ფოთლების გამოჩენისას შეპკურებაც დასჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გახმეს და ყვავილობასაც არ შეუშალოს ხელი. ფოთლების ამოზრდისთანავე ნიადაგს უნდა მიაწოდოთ საკვები – მინერალური სასუქი; დასაწყისისთვის უმჯობესია აზოტის, ყვავილობისას კი – კალიუმისა და ფოსფორის სასუქები.

ამ ყველაფრის შემდეგ თქვენი მცენარე დაიწყებს ზრდას და მშვენივრად გაიხარებს. ის კარგად ეგუება როგორც ოთახის, ასევე ეზოს პირობებსაც. ასე რომ, იოლად შეძლებთ მის გაზრდას ნებისმიერ გარემოში.


скачать dle 11.3