– ექიმო‚ პნევმონიიანი ავადმყოფისთვის ქილები არ მყოფნის.
– დანარჩენ ადგილებზე მაგრად აკოცე‚ შენ როგორც იცი...
***
– კაცო‚ გავიგე‚ რომ აირწინაღი მოწამვლისგან გვიცავს‚ მაგრამ ეს შლანგი რაღა ფეხებად უნდა?
– ატომური აფეთქების დროს თავი რომ შორს არ გადავარდეს.
***
– რატომ აცხადებენ ყველგან: „პრეზიდენტი მედვედევი“ და არა როგორც სხვებს – „ამერიკის პრეზიდენტი“‚ „საფრანგეთის პრეზიდენტი“?
– როგორ ვერ ხვდები? რუსებს პრეზიდენტი ორი ჰყავთ და ხომ უნდა დააზუსტონ‚ რომელზეა ლაპარაკი?
***
– ვერ გამიგია‚ რატომ მოგწონთ „კომპიუტერშიკების“ უმრავლესობას პატარა მკერდიანი გოგოები?
– მარტივი ლოგიკაა: როცა ხელში „მაუსის“ ზომის ძუძუ გიჭირავს‚ ისეთი შეგრძნებაა‚ თითქოს რაღაც მშობლიურს ეხები...
***
– რას ნიშნავს „სიყვარულით ტკბობა“?
– ეს ისაა‚ რასაც თქვენი პარტნიორი ფიქრობს‚ როდესაც მასთან თქვენ, უბრალოდ, სექსით ხართ დაკავებული.
***
გოგონამ მამას დღიური მიუტანა.
– შესანიშნავია‚ სულ ხუთები და ერთი ოთხიანი.
– შენიშვნაც წაიკითხე... მასწავლებელი ამბობს‚ რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და საჭიროა ზომების მიღება.
მამამ შენიშვნას ქვემოთ მიაწერა: „თუ თქვენი ზომები გაჭრის‚ აუცილებლად მოგაკითხავთ‚ რომ ჩემს მეუღლეზეც ვცადო“.
***
– სამშენებლო მასალის ყიდვა მინდა‚ ოთახი უნდა გავარემონტო და‚ სად უფრო იაფად ვიყიდი‚ მწარმოებელთან‚ დილერთან თუ მაღაზიაში?
– მშენებლობის ყარაულთან.
***
როდის დაიბადა დემოკრატია?
– როდესაც ღმერთმა ადამს ევა წარუდგინა და უთხრა: „ამოირჩიე შენთვის ცოლი“.