კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვიკილიქსის” რომელი საიდუმლო დოკუმენტები უკავშირდება ირანელი აიათოლა ჰომეინის ჯანმრთელობას და რომელი ცნობილი პოლიტიკოსის მკვლელობის ორგანიზება ბრალდება მას

ის ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი მეთაური, დიადი აიათოლა და მარჯის წოდების მფლობელი, ანტიამერიკული და ანტიებრაული გამოსვლებით ცნობილი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც მილიონობით ირანელი უფრო მეტად უგდებს ყურს, ვიდრე პრეზიდენტ აჰმადინეჯადს. 1981-1989 წლებში მას ირანის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ხოლო სხვადასხვა დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ირანის პარლამენტის დეპუტატი იყო. აიათოლა ალი ჰომეინი თანამედროვე ირანის იდეოლოგი და სულიერი ლიდერია და „თბილისელების” ტრადიციულ რუბრიკაში მისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.

* საიედ ალი ჰოსეინი ჰომეინი 1939 წელს ირანულ ქალაქ მაშჰადში დაიბადა. მამამისი, აიათოლა ჯავად ჰოსეინი ჰომეინი, წარმოშობით აზერბაიჯანელი იყო და ისლამურ სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა. დედა, ჰაჯი მირდამადი ასევე რელიგიური ოჯახიდან გახლდათ და წარმოშობით ქალაქ იეზდიდან იყო. ალის მამა ასკეტური ცხოვრების წესს მიმდევდა. ასე რომ, აიათოლას ბავშვობა სიღარიბეში ჰქონდა გატარებული. 1964 წელს ის, მამის მსგავსად, რელიგიურ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და გაკვეთილებზე ხშირად აკრიტიკებდა ირანის შაჰის პროდასავლურ პოლიტიკას. ამის გამო, მას სამეფო სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ და არაერთხელ იყო დაპატიმრებული პოლიციის მიერ. საერთო ჯამში, ჰომეინს სამი წელიწადი აქვს გატარებული ციხის, ერთკაციან საკანში, სადაც მას აწამებდნენ და შაჰის სადიდებელი ლექსების თქმას აიძულებდნენ.

* ჰომეინი აქტიურად მონაწილეობდა 1979 წლის ირანულ რევოლუციაში, რომლის დროს ტახტიდან ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლავი. 1981 წლის ზაფხულში, ჰომეინის ლიკვიდირების მიზნით, ტერორისტული აქტი განხორციელდა. პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის სიტყვით გამოდიოდა, ტელეკამერაში ჩამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, შედეგად, ჰომეინმა მრავლობითი დამწვრობა მიიღო, თუმცა გადარჩა. ტერორისტული აქტის ორგანიზება საკუთარ თავზე „ირანელი ხალხის მოჯაჰედების მემარცხენე რადიკალების” დაჯგუფებამ აიღო. იმავე წელს მოკლეს პრეზიდენტი მუჰამედ ალი-რაჯაი და აიათოლა 95 პროცენტით, განმეორებით არჩევნებზე ირანის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი გახდა პირველი სასულიერო პირი, რომელმაც მაღალი თანამდებობა დაიკავა სახელმწიფო სტრუქტურაში. მანამდე ირანის პრეზიდენტებად, მხოლოდ საზოგადოების მაღალი წრის წევრებს ირჩევდნენ. ჰომეინის პრეზიდენტობის პერიოდში მიმდინარეობდა ერაყ-ირანის ომი, რომლის დროს იგი ირანის ეკონომიკას კურირებდა, ხოლო საომარ მოქმედებებს თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობდა.

* 1989 წელს ალი ჰომეინი ირანის სულიერ ლიდერად და ქვეყნის უმაღლეს მმართველად დაინიშნა. რჩევის შემდეგ ის ცდილობდა, ჩრდილში მოქცეულიყო. იგი უარს აცხადებდა ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე და ყოველი გამოსვლისას, მწვავედ აკრიტიკებდა ამერიკისა და ისრაელის პოლიტიკას. საინტერესოა, რომ მან დაგმო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი და დაუშვებლად მიიჩნია უდანაშაულო ადამიანებით მანიპულირება. გარდა ამისა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ავღანეთში, მიუხედავად იმისა, მას პირადად, საკმაოდ რთული დამოკიდებულება აქვს ავღანელ „თალიბებთან”. თუმცა, „თალიბებისგან” განსხვავებით, ჰომეინი ღიად უჭერს მხარს „ჰამასს” და „ჰეზბოლას”, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებად მიჩნეულ მოძრაობებს.

* აიათოლა ჰომეინი მშვიდობიანი ატომის შექმნის იდეით გამოდიოდა და კატეგორიულად გმობდა, ბირთვული იარაღის გამოყენებას საომარი მოქმედებების დროს. გარდა ამისა, ის იმით არის ცნობილი, რომ მისი უშუალო ნებართვით, ირანელი მეცნიერები ადამიანის კლონირებისა და ღეროვანი უჯრედების კვლევებს ახორციელებდნენ.

* 2009 წლის 14 ოქტომბერს ინტერნეტში გავრცელდა ცნობა, რომ ირანის სულიერი ლიდერი კომაში იმყოფება ან გარდაიცვალა. ზოგიერთი წყარო იტყობინებოდა, რომ ირანის წამყვანი ტელევიზიების ტელეწამყვანებმა მოულოდნელად სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩაიცვეს. თეირანის სამთავრობო შენობებზე კი, შავი ფერის სამგლოვიარო ალმები გამოკიდეს. მოგვიანებით, ეს ცნობა ოფიციალურმა თეირანმა კატეგორიულად უარყო და ოპოზიციის ცრუ პროპაგანდად მონათლა.

* „ვიკილიქსის” სკანდალური საიდუმლო დოკუმენტებიდან ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ჰომეინი დაავადებულია ლეიკემიით. ავადმყოფობა უკანასკნელ სტადიაზეა და სავარაუდოდ, მას სიცოცხლის რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. ინკოგნიტო ამერიკელი დიპლომატის პირადი მიმოწერიდან, ცნობილი გახდა, რომ ჰომეინის სენის შესახებ მან აზიელი ბიზნესმენისგან შეიტყო, რომელიც ირანის ექს-პრეზიდენტთან, ალი აკბარ რაფსაჯანთანაა დაახლოებული. ეს წერილები 2009 წლითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ ისრაელის სპეცსამსახურმა, „მოსადმა” ამერიკელი დიპლომატის მიერ გავრცელებული ვერსია აიათოლას ავადმყოფობის თაობაზე არ დაადასტურა.

* საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც ლიბანის ექს-პრემიერის რაფიკ ჰარირის მკვლელობის ფაქტს იძიებს, აპირებს მკვლელობის ორგანიზებაში ირანის სულიერი ლიდერი დაადანაშაულოს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტრიბუნალს გააჩნია მტკიცებულებები, სადაც აღნიშნულია, რომ ჰარირის მკვლელობა ჰომეინმა ირანული რევოლუციის დაცვის კორპუსის მებრძოლებს დაუკვეთა და ამაში მათ „ჰეზბოლას” „ბოევიკები” ეხმარებოდნენ. გამოძიების ვერსიით, ირანი მიიჩნევდა, რომ ჰარირი საუდის არაბეთის აგენტი იყო და მისი ლიკვიდირების შემდეგ, „ჰეზბოლას” ხელში უნდა გადასულიყო ლიბანის მართვის სადავეები. ამერიკული „ნიუსმაქსის” ცნობით, გარდა ჰომეინისა, ჰარირის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სირიის პრეზიდენტი – ბაშარ ასადი და სხვა ახლოაღმოსავლელი პოლიტიკოსები.

* აიათოლა ჰომეინმა ყოველგვარი მუსიკის აკრძალვისკენ მოუწოდა ირანელ ხალხს. მისი თქმით, მუსიკა შეუთავსებელია ირანის ისლამურ ფასეულობებთან და ახალგაზდობამ უარი უნდა განაცხადოს მასზე და მეცნიერების შესწავლით დაკავდეს. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში, მან დასავლური მუსიკის მოსმენა და ინსტრუმენტებზე დაკვრა აკრძალა. ამჟამად კი, საერთოდ მუსიკის აკრძალვისკენ მოუწოდა ირანელებს. დასავლელი ექსპერტების აზრით, ეს არის ყველაზე ხისტი მოწოდება, რომელიც კი 1979 წლიდან ირანის სულიერ ლიდერს გაუკეთებია.

* ირანული ოპოზიცია შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტში აიათოლა ჰომეინის სახელით დარეგისტრირებულ მიკრობლოგს მიაგნო „ტვიტერზე”. საინტერესოა, რომ ირანის ტერიტორიაზე სოციალური ქსელებზე შესვლა, 2009 წლიდან აკრძალულია და „ტვიტერი” და „ფეისბუქი” დაბლოკილი საიტებია. აღსანიშნავია, რომ 2009 წლის 31 დეკემბრიდან ჰომეინის მიკრობლოგზე ახალი ინფორმაცია არ განთავსებულა. თუმცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სულიერ ლიდერს არ უნდა ჰქონდეს გახსნილი პროფილი სოციალურ ქსელში.

* აიათოლა ჰომეინი დაქორწინებულია და მას შვიდი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი მოჯტაბი, მამის სავარაუდო მემკვიდრეა ირანის უმაღლესი მმართველის პოსტზე. აღსანიშნავია, რომ აიათოლას ერთ-ერთი ქალიშვილი, ალა ამერიკის მოქალაქეა და ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ჰომეინი თავისუფლად ფლობს სპარსულ, არაბულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებს. უყვარს სპარსული პოეზია და თარგმნილი აქვს რამდენიმე წიგნი სპარსულ ენაზე. ახალგაზრდობაში ალი ფეხბურთით იყო გატაცებული და ამჟამად თავისუფალ დროს, ხშირად ადევნებს თვალს ირანის ჩემპიონატს. მის ფავორიტ ფეხბურთელად ლეგენდარული ირანელი თავდამსხმელი – ალი დაეი ითვლება, რომელსაც ევროპულ გრანდ მიუნხენის „ბაიერნში” აქვს ნათამაშები. გარდა ამისა, აიათოლას უყვარს დასავლური პრესის კითხვა და მას გამოწერილი აქვს ამერიკული ჟურნალები – „თაიმი” და „ნიუსვიქი”.


скачать dle 11.3