კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: სახელმწიფოს ვაჩუქე უძრავი ქონება. შენობას ჰქონდა გისოსი, ეკუთვნის თუ არა უძრავ ქონებას გისოსი და შემიძლია თუ არა გისოსის დაბრუნება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც არამყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისთვის. ნივთის შემადგენელი ნაწილი არის ის, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის დაზიანების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში გისოსი არ შეიძლება ჩაითვალოს ნივთის არც განუყოფელ და არც არსებით შემადგენელ ნაწილად.

კითხვა: მაქვს სახლის ტექნიკური პასპორტი, აღებული 1989 წელს, სადაც მითითებულია 2 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დგას ეს სახლი. შემდგომ, 1989 წელს გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. სადაც მარტო სახლია დატანილი 400 კვადრატული მეტრზე, დარჩენილი მიწის ნაკვეთი არ ჩანს. როგორ გავაფორმო ეს მიწის ნაკვეთი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ტექბიუროს მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული იყავით უძრავი ნივთის მესაკუთრედ 2 400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, ხოლო 1989 წელს გადმოგეცათ უძრავი ნივთი მიღება-ჩაბარების აქტით 400 კვადრატულ მეტრზე, დარჩენილი 2 000 კვადრატული მეტრი ფართი უნდა დაიკანონოთ (იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე არის ტექბიუროში თქვენს სახელზე აღრიცხული) საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის მერიას.

კითხვა: ვცხოვრობ ქალაქ თბილისის ძველ უბანში. ჩემი ბინა შესულია ისტორიულ ნაგებობათა რიცხვში. ჩემმა მეზობელმა დაიწყო ბინის გადაკეთება, შეცვალა სახლის ფასადი, ძველი კარი – რკინის კარით და ასე შემდეგ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აპირებს ბინის გადაკეთებას კვების ობიექტად, კერძოდ, სახინკლედ. როგორ მოვიქცე, ვის მივმართო და აქვს თუ არა ჩემს მეზობელს ამის უფლება?

პასუხი: აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურს საჩივრით. აღნიშნულ პირს გაეგზავნება ოფიციალური მიმართვა, რითაც მას მოეთხოვება დოკუმენტაციის წარდგენა, – კანონიერად ახორციელებს თუ არა მშენებლობას, აქვს შესაბამისი ნებართვები და ასე შემდეგ. ვადის ამოწურვამდე, თუ მან არ წარადგინა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის განხორციელების შესაბამისი ნებართვა, მიწერილობა გაეგზავნება ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს. რის შემდეგაც, კანონმდებლობის თანახმად, დაევალება ნაგებობის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება.

კითხვა: სასამართლოში შევიტანე სარჩელი სამეზობლო დავასთან დაკავშირებით. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟი არ მქონდა გადახდილი დამიდგინეს ხარვეზი ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით. ამჟამად არ მაქვს ბაჟის გადახდის არანაირი საშუალება და როგორ მოვიქცე? ჰქონდა თუ არა სასამართლოს უფლება პენსიონერისთვის მოეთხოვა ბაჟის გადახდა ან რომ არ გადავიხადო, განიხილავს თუ არა სასამართლო ჩემს სარჩელს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს, თუ მას არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან. მოცემულ დავასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას.

კითხვა: მყავს ცოლი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. გვყავს მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩემი მეუღლე მიკრძალავს ბავშვების ნახვას და ასევე, არ მაძლევს განქორწინებას. ვის მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად. მოცემულ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს განქორწინებისა და ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით.

კითხვა: იპოთეკის ხელშეკრულება გავაფორმე უძრავ ქონებაზე, – წილი 89/1996 კვადრატული მეტრი, დღეის მდგომარეობით, ბინა მესაკუთრის მიერ იქნა დაზუსტებული და გახდა 130 კვადრატული მეტრი (სადაც შევიდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებიც) გავრცელდება თუ არა იპოთეკა უძრავ ნივთზე მთლიანად?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უძრავი ქონების წილი 89/1996 კვადრატული მეტრი არის საცხოვრებელი ფართი, ხოლო როგორც ირკვევა 130 კვადრატული მეტრი არის ბინა სრულად. იპოთეკის დატვირთვის დროს დაიტვირთა უძრავი ქონება წილობრივი მონაცემით, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დაიტვირთა ბინის საცხოვრებელი და ასევე, არასაცხოვრებელი ფართი მთლიანად და შესაბამისად, აღნიშნული იპოთეკა გავრცელდება ნივთის როგორც საცხოვრებელ, ისე არასაცხოვრებელ ფართზე.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა სახის პენსია ეკუთვნის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და ინვალიდებს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:

– მეორე მსოფლიო ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისთვის – 129 ლარი, მეორე მსოფლიო ომის III ჯგუფის ინვალიდებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის – 89 ლარი;

– მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთათვის – 55 ლარი;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო მოქმედებებისთვის:

– I და II ჯგუფის ინვალიდებისთვის – 84 ლარი;

– III ჯგუფის ინვალიდებისთვის – 70 ლარი;

– მონაწილეთათვის – 60 ლარი;

– მონაწილეებთან გათანაბრებული პირთათვის – 55 ლარი.



ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3