კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამყაროს დასასრული 2012 წელს არ იქნება – ამტკიცებენ სწავლულები

მაიას ცივილიზაციის მიერ ნაწინასწარმეტყველები სამყაროს დასასრული 2012 წელს არ მოხდება, – ამტკიცებენ მკვლევრები მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტიდან, რომლებიც ძველი მექსიკის კულტურას სწავლობენ.

ძველმა სწავლულებმა თავისი კალენდარი გამოთვალეს 2012 წლის 21 დეკემბრამდე, მაგრამ არსად მიუთითებენ იმაზე, რომ ამის შემდეგ დადგება სამყაროს დასასრული. კალენდარი, უბრალოდ, დამთავრდა. ამავე დროს, მაია ეყრდნობოდა თეორიას, რომ „ისტორია მეორდება განსაზღვრულ მომენტში”, რის შემდეგაც დროის ათვლა იწყება თავიდან.

რამდენიმე ხნით ადრე, ბონის უნივერსიტეტის სწავლულმა, ნიკოლაი გრუშემ, თავის ერთ-ერთ სტატიაში მიუთითა მექსიკის უძველესი მოსახლეობის შესახებ, რომ არავითარი წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულის შესახებ არ არსებობს. „ნებისმიერი, ვინც გააანალიზებს ძველი ხალხის იეროგლიფებს, დარწმუნდება გარდაუვალი გლობალური კატაკლიზმების წინასწარმეტყველების შესახებ წერილობითი გაფრთხილების არარსებობაზე, რომლითაც, თითქოსდა, დაიტანჯება პლანეტა”, – იტყობინება სპეციალისტი.

თვით სწავლულები ჯერაც ბოლომდე არ გარკვეულან მაიას კალენდრის წარმოშობის ისტორიაში.

მაიას ძველი კალენდრის თანახმად, რომელიც ითვლის ეპოქებს 394-წლიანი პერიოდებით, (რომლებიც ცნობილია, როგორც „ბაკტუნები“), მე-13 ბაკტუნის დამთავრება მოდის 2012 წლის 21 დეკემბერზე. ინდიელებისთვის რიცხვი 13 წმიდა რიცხვია და კალენდარი აჩვენებს, რომ ამ დღეს „მთავრდება” დრო.

ამას გარდა, 1960 წელს მექსიკაში იპოვეს ეგრეთ წოდებული „მონუმენტი ექვსი” – მაიას ქვის ფირფიტები წარწერებით, რომელთა თანახმადაც 2012 წელს უნდა მოხდეს რაღაც, ომის ღმერთის მონაწილეობით და ბოლონ იოკტეს შემოქმედებით. ეროზიის გამო ფირფიტები დაზიანებულია და წაკითხვა ვერ ხერხდება. ერთ-ერთმა არქეოლოგმა ივარაუდა, რომ ფირფიტაზე დაწერილია შემდეგი: „ბოლონ იოკტე ჩამოვა ციდან”. სამყაროს დასასრული არ დადგება 2012 წელს, ხოლო შესაბამისი წინასწარმეტყველება მაიას ძველი ტომებისა ნიშნავს მხოლოდ „შესაქმის იუბილეს”, – ასე განაცხადა მაიას ტომის უხუცესმა გვატემალელმა, აპოლინარიო ჩილი პიკსტუნმა.

უხუცესების თქმით, ამ წარწერების აპოკალიპტური განმარტება წარმოდგება დასავლეთ ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და არა მაიას მითოლოგიიდან.


скачать dle 11.3