კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მიჩექმვა“ რიაზანულად, გენერლის შურისძიება და აბანოში „დაბოლილი“ მედესანტეები

რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული და სხვადასხვა ცხელ წერტილში ვარ ნამყოფი, მათ შორის ავღანეთშიც. ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით, სწორედ იქ მოხდა.

1988 წელია... ავღანეთში გაცხარებული სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ყოველ წუთას სიკვდილს ვუყურებთ თვალებში. ამ დროს მოსკოვიდან ერთი „ასობისტი“ პოლკოვნიკი, ვინმე კუკუშკინი ჩამოვიდა, რომელმაც, თავისი ჭკუით, „კაგებეშნიკური“ წესრიგის დამყარება მოინდომა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყოველდღე გაქათქათებული საყელო უნდა გქონოდა, წვერი ყოველდღე სუფად გაგეპარსა და მარიხუანა არ მოგეწია, რაც აბსოლუტურად გამორიცხული იყო. არც არავინ ასრულებდა და მიუხედავად იმისა, რომ კუკუშკინი ყოველდღე უფროსობასთან გვაბეზღებდა, არც ისინი აქცევდნენ ამას ყურადღებას. ამგვარად, კუკუშკინი საყოველთაო დაცინვის საგანი გახდა და იმდენად აგდებული გვყავდა, რომ მარიხუანას მის თვალწინ თავხედურად ვაბოლებდით. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი რიაზანული „სასტავი“ ოთახში ვსხედვართ და მარიხუანას ვახვევთ. უცებ კუკუშკინი შემოვიდა, ლეიტენანტ კოკინს მარიხუანა და პაპიროსები გამოგლიჯა და სანამ გავიდოდა „დიზბატით“ დაემუქრა.

– წადი, შენი დედაც... – მიაძახა კოკინმა კუკუშკინს, შემდეგ ახალი მარიხუანა და პაპიროსები „გაჩითა“, შეახვია და „კრუგში“ „დავბოლდით“, თან კუკუშკინს დავცინოდით. მასზე უწმაწურ სიმღერებს ვმღეროდით.

ორიოდე საათი გავიდა, დაღამდა და ერთ-ერთი ჩვენი ძმაკაცი – პეწია ტუალეტში გავიდა. რომ დაბრუნდა, კოკინს უთხრა:

– კუკუშკინი ტუალეტშია, მიდი და რიაზანულად „მიჩექმე“.

კოკინი წამოდგა და კუკუშკინზე შურის საძიებლად წავიდა.

ერთი განმარტება უნდა გავაკეთო: რიაზანულად „მიჩექმვა“ ნიშნავს ტყუპი წიხლის სახეში დარტყმას მოწინააღმდეგისთვის. უნდა განვმარტო ისიც, რომ ჩვენი სამხედრო ნაწილის ტუალეტი ფეკალური მასებით სავსე ერთი ღრმა ორმო იყო, მასში ჩავარდნა კი, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო პროცესია. ერთი სიტყვით, კოკინს კუკუშკინისთვის ასეთი პროცედურა უნდა ჩაეტარებინა, თან რისკი ნულს უდრიდა, რადგან ბნელოდა, თავდამსხმელს მსხვერპლი ვერ იცნობდა და კოკინი დაუსჯელი დარჩებოდა.

ხუთიოდე წუთის მერე კოკინი დაბრუნდა და დაწვრილებით მოგვიყვა, თუ როგორ გამოაღო ტუალეტის კარი და როგორ გლიჯა რიაზანული ტყუპი შიგ „სიფათში“ კუკუშკინს. უცებ ოთახში კუკუშკინი შემოვიდა და გვითხრა:

– ნარკომანებო, უდისციპლინოებო, თქვენისთანა მეომრებით ომს ვერ მოვიგებთო და ასე შემდეგ...

ყველაფერ ამაში კი მთავარი ის იყო, რომ კუკუშკინს აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა, რომ ხუთი წუთის წინ ფეკალიებში ჩავარდა. ამიტომ, ყველანი კოკინს მივაჩერდით, რომელიც გაფითრდა. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და სიბინძურეში ამოგანგლული, გენერალ-ლეიტენანტი ანტონ ზაცეპინი შემოვარდა, თან ყვიროდა:

– რიაზანელებო, თქვე უსინდისოებო, ასეთი რა დაგიშავეთ, რომ ტყუპი რიაზანულით „მიმჩექმეთო“...

ზაცეპინი ჩვენი უშუალო უფროსი იყო, კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავდა და რიაზანული „მიჩექმვა“. არ გასჭირვებია შემსრულებლის ამოცნობა და ჩვენ ამიტომ მოგვაკითხა. მივხვდით, რომ შეგვეშალა, მაგრამ ხომ არ ვეტყოდით: „გვაპატიეთ, ამხანაგო გენერალო, კუკუშკინში შეგვეშალეთო“. ამიტომ გავისუსეთ... გენერალმა ცოტაც იყვირა, შემდეგ კუკუშკინს ახედ-დახედა და ჩაილაპარაკა:

– ყველაფერი გასაგებია, ჩემამდე ხომ შენ იყავი ტუალეტში და ალბათ, შენში შევეშალე, – გენერალმა ჯერ ჩვენ გადმოგვხედა, შემდეგ კუკუშკინს მიაჩერდა და ჰკითხა, – მოხდა რამე, პოლკოვნიკო, აქ რას აკეთებთ?

კუკუშკინი ზაცეპინს გამოეჯგიმა და მოახსენა:

– ამხანაგო გენერალო, ოცი წუთის წინ მე ამათ მარიხუანა ჩამოვართვი და მაინც ეწევიან. როგორც ეტყობა, ბევრი აქვთ და „შმონი“ ჩავუტაროთ...

– არავითარი „შმონი“, – კბილებში გამოცრა გენერალმა, – წამოდით, გარეთ გავიდეთ.

გენერალმა ჩვენც და კუკუშკინიც გარეთ გაგვიყვანა. „ასობისტი“ პოლკოვნიკი ტუალეტში შეუშვა, წიხლი ჰკრა და ფეკალიებში ჩააგდო. შემდეგ კი რუსული აბანო გაგვახურებინა და ჩვენთან ერთად იბანავა, თან მარიხუანას აბოლებდა, რომელიც კოკინს ბლომად ჰქონდა...


скачать dle 11.3