კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ბეემვე 540”, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს საკმაოდ აგრესიულად ვმართავდი – ადგილიდან ძალიან სწრაფი დაძვრა იქნებოდა ეს თუ სხვა. ერთ-ერთი მორიგი დაძვრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოდებას ფეხი გავუშვი, მაგრამ ავტომობილი არ დაიძრა. როგორც მეუბნებიან, სიჩქარეების კოლოფი დაზიანდაო, მაგრამ არც ერთ სიჩქარეში არ ვარდება და ყველა ერთად როგორ გაფუჭდებოდა? იქნებ სხვა რამეა მიზეზი თუ უკვე გამოვცვალო სიჩქარეების კოლოფი?

პასუხი: აგრესიული მართვით და მით უმეტეს, ადგილიდან სწრაფი დაძვრით, უპირველესად, მოდების ქურო ზიანდება და არა სიჩქარეების კოლოფი. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ „ბეემვეს” სიჩქარეების კოლოფზე, რომლიც ძალიან ძლიერია. ერთ-ერთი, რითაც შეიძლება „ბეემვემ” დაიტრაბახოს, ეს სიჩქარეების კოლოფია – ის კარგად არის შექმნილი და გათვლილი სხვადასხვა სიტუაციაზე. სხვა მოდელი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა, სიჩქარეთა კოლოფს, ეგრეთ წოდებულ „კულისას”, ანუ ბერკეტს ზემოდან ემოძრავა და სინამდვილეში, სიჩქარეში არ ჩავარდნილიყო. მაგრამ, ამას ძალიან იოლად მივხვდებოდით. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, დაზიანდა მოდების რომელიმე ფენა – შიდა ან გარეთა. თუ ამ მდგომარეობაში „ცეპლენია” დიდხანს აწვალეთ, ის უკვე აღარ მუშაობდა კარგად, მაგრამ მაინც არ ეშვებოდით, ჯამში, მის დანარჩენ დეტალებსაც დაწვავდით. ამ შემთხვევაში, გამოსაცვლელი იქნება არა მხოლოდ ქურო, არამედ კალათა, „ცეპლენიის” ეგრეთ წოდებული „პლიტა” და აუცილებლად, „მახავიკი”. თუ ქუროს ერთი ფენა აძვრა და ის მაინც დაატრიალეთ, თქვენი ავტომობილის ძრავა იმდენად მძლავრია, მისი დატრიალება სრიალს გამოიწვევს და დაიწვება „მახავიკი” ანუ დეტალი, რომელზეც ქუროა მიბჯენილი. შემდეგ კი მას კალათა ებჯინება. ანუ, პრობლემის მოგვარება დაიწყეთ ამით. დააშლევინეთ ხელოსანს მოდება და შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა ის. თუ მთელია, მხოლოდ ამის შემდეგ მოხსენით სიჩქარეთა კოლოფი. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, „ბეემვე ემ 5”-ს ჰქონდა იგივე პრობლემა, სერვის-ცენტრში დაშალეს. „ემ 5” ყველაზე ძლიერი სიჩქარეთა კოლოფით არის აღჭურვილი – სასწაულად მდგრადი დეტალია, ეს არის სისტემა, რომელიც არც მექანიკაში გადის და არც „ავტომატიკაში”. ანუ, ისეთი დონის „ავტომატია”, რომელიც მექანიკას ჯობია – ეგრეთ წოდებული „ესემჯის” სისტემაა დამონტაჟებული. ხელოსნებმა არასწორი დიაგნოზის საფუძველზე სიჩქარეთა კოლოფი მოხსნეს და ახალი აყიდვინეს პატრონს, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, მინიმუმ, ორი საშუალო დონის ავტომობილის ფასი მაინც. დააყენეს ის და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მანქანა მაინც არ დაიძრა. ხელოსნებმა მანამდე „ცეპლენიის” ორი დეტალი შეცვალეს – დისკი და „პლიტა”. მაგრამ, არ შეცვალეს „მახავიკი“, რომელზეც ეს ორი დეტალი დგება. სინამდვილეში კი, ისიც დამწვარი იყო და ამან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი.


скачать dle 11.3