კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ოჯახის დანგრევას აბრალებდნენ ნუკი კოშკელიშვილს და რა სჭირდება გონზე მოსასვლელად ჯაბა კილაძეს

„იმედის” არხის დილის გადაცემა განახლებული ფორმატით გადის ეთერში. ჯაბა კილაძემ ნუკი კოშკელიშვილი ჩაანაცვლა. არ ვიცი, რამდენად კმაყოფილია ამ ფაქტით ის მაყურებელი, რომელსაც გარუჯული, ლამაზი გოგოს ყურება ძალიან სიამოვნებდა ეკრანზე, მაგრამ თავად ნუკი, კმაყოფილია, რომ მისი ადგილი ეკრანზე ასეთმა ნიჭიერმა ადამიანებმა დაიკავეს.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ჯაბა კილაძე

– როგორ ხარ, ნუკი, მითხარი, როგორ გაატარე ახალი წელი?

– გადასარევად ვარ და ახალი წელიც სასწაულად გავატარე. ისეთი თავგადასავლები გადაგვხდა, არ ვიცი. ძალიან დიდხანს ვიფიქრეთ მეგობრებმა, როგორ გაგვეტარებინა ახალი წელი, სად წავსულიყავით და ბოლო მომენტში გადავწყვიტეთ, ბათუმში წასვლა. იმ დღეს ზუსტად ხელფასის ჩარიცხვას ველოდებოდი, ბოლო ფული შევაკოწიწეთ და ტაქსით გავემგზავრეთ. იქ დაგვხვდა, რაღაც საშინელება – სახლში არ გვქონდა შუქი, გაზი, სითბო, არაფერი დედამიწის ზურგზე...

– შენი სახლია იქ?

– კი. ეს ხდება ზუსტად ოცდათერთმეტში. ავტეხე ერთი ამბავი. ხუთი საათი იყო ახალ წლამდე დარჩენილი და ყველგან ვრეკავდი, რომ მოსულიყვნენ და დენი ჩაერთოთ. რა დღეში ვართ, წარმოიდგინე – გვშია, გვწყურია, „ლიბერთი ბანკი” დაკეტილია და თან, მეუბნებიან, სამ რიცხვამდე არაფერი ირიცხება და არ ვმუშაობთო. თან, სახეზე ეტყობოდა, რომ ფიქრობდა ალბათ, დებილია ეს გოგო, ოცდათერთმეტში საღამოს რა ფულის გამოტანა მოუნდაო. მოკლედ, დაივიწყე ხელფასიო და დავრჩით ასე გაღიმებულები. კაპიკი ფული არ გვაქვს. გვაქვს შამპანური, კიდევ შამპანური და მეტი არაფერი.

– ეგ, ხომ იცი, რისი ბრალია?! მე რომ არ დამირეკეთ...

– ვფიქრობდი, ჯაბა კილაძეს ხომ არ დავურეკო-მეთქი...

– ფიქრი არ უნდა, უნდა იმოქმედო. თან – ფიქრი და თან – საქმე.

– საბოლოო ჯამში, უნდა აგიწეროთ რა სუფრა მქონდა. შუქი ჩავრთეთ, ძალიან დიდი მონდომების შემდეგ. ჩვენ თვითონ – სამმა გოგომ მოვახერხეთ ეს. გვშია, ვკვდებით. ვიყიდეთ „სუპჩიკები”, თავისი სანელებლები რომ აქვს. ახალ წლამდე უკვე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ჩავდივარ მეზობელთან, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ თქვენთან წყალი ამადუღებინოთ-მეთქი. ქალი ამ დროს რა დღეში მხვდება იცით?! ერთი ხელით გოზინაყს აკეთებს, მეორეთი საცივს, შვილიშვილები „პამპერსებით” დარბიან. ძლივს გამოათავისუფლა ერთი ადგილი ჩვენი ჩაიდნისთვის, იმდენ რაღაცას აკეთებდა. მოკლედ, ავადუღე ეს ჩაიდანი და „ვითოხლავეთ” ეს ჩვენი „სუპჩიკები” ერთი მათლაფიდან, სხვა არ გვქონდა. მივირთვით ეს უგემრიელესი სადილი და წავედით კონცერტზე. იქ ხდებოდა „გაშმონვა” თუ რა ქვია მაგას, ჩხრეკა. არ შეიძლებოდა ალკოჰოლური სასმელების შეტანა. ამაზე ცალკე ჩხუბი ავტეხე, შამპანურის მეტი არაფერი გვქონდა და მის შეტანაზეც რომ უარი ეთქვათ, გადავირეოდი. ახალ წელს უკვე ხუთი წუთი აკლია. ისეთ ისტერიკაში ვიყავი, ბოჩელიზე უფრო ხმამაღლა ვმღეროდი.

– შეგიშვეს საბოლოოდ?

– ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი გავიცანი, რომლის მანქანაც კონცერტის „შუაგულში” ეყენა. მან მოგვცა გასაღები და გვითხრა, მერე პატრულის რომელიმე თანამშრომელს დაუბრუნეო. საშინლად წვიმდა, ხალხი უზარმაზარ ქოლგებს იყო შეფარებული და ჩვენ, სამი გოგო ვისხედით მანქანაში. ვსვამდით შამპანურს და ვუსმენდით ბოჩელის.

– რამხელა ფუფუნებაა ამ კონცერტის დამჯდარი მოსმენა.

– გათბობაც კი მქონდა, ეგრე კი არ არის. თან, ყველაზე დაცულები ვიყავით.

– ეს ყველაფერი თქვენი უთავბოლობის ბრალია. სამი ქალი, რომ ადექით და მარტოები წახვედით, რა გეგონათ?! ერთი ვაჟკაცი უნდა წაგეყვანათ. არ მიყვარს ეს კითხვა, მაგრამ მაინც უნდა დავსვა – გავიგე, წავიკითხე, ამბობენ, ნუკი ცხოვრებაში ისაო, ესაო, რაღაცეები ხდებაო და მართალია?

– ვაიმე, ჩემი პირადი ცხოვრება სულ განხილვის თემაა. არა უშავს, გეტყვი. პირად ცხოვრებაში რაღაცეები ხდებოდა, მაგრამ როგორც ხდებოდა, ისევე ჩაქრა. იყო რაღაც პატარა გაელვება და იქვე ჩაქრა.

– ყველა ლაპარაკობს „კოდზეც”.

– აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მე და გიორგი ქორქია მეგობრები ვართ. ვიცი, რომ ამის კითხვა არ გინდოდა, მაგრამ მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გავცე პასუხი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. იქიდან რომ ჩამოვედით, დაიწყო ლაპარაკი, რომ ჩვენ ერთად ვართ, მას ოჯახს ვუნგრევ და რაღაც სისულელეები. მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება.

– რატომ ანგრევ ამ ოჯახებს, რა წესია?

– არ ვიცი, მოკლედ, აი, ასეთი ცუდი ვარ.

– ერთი სიტყვით, რა ხდებოდა „კოდზე”, გაგიჭირდა?

– ძალიან. საშინელება იყო. ჯერ ერთი, რომ საშინლად ციოდა. პირველ დღეს, რომ ჩავედით, თოვლი წამოვიდა და კარავს გაყინული თითებით ძლივს ვხსნიდით. საშინელებები გამოვიარეთ, მაგრამ ახლა უკვე გასახსენებლად ძალიან მაგარია.

– ახლა რას აკეთებ?

– ტელევიზიისგან ვისვენებ. ასე გამოდის. ვმუშაობ „გეზში”, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. არის ასეთი პროგრამა, ცნობილი ადამიანები საჯარო სამსახურში და ამ პროგრამით მე და კიდევ რამდენიმე გოგონა ვმუშაობთ იქ. თითქმის ყველა სფეროს ვართ მოდებული. იმპორტიორი რომ მოდის, მას მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით სერვისისა და სიახლეების შესახებ.

– რაღაც, მოკრძალებული იმიჯი შეგიქმნია.

– არა, რას გადამეკიდე, რა მოკრძალებული იმიჯი, უბრალოდ, დაღლილი ვარ და მომენატრე.

– თუ მოგენატრე, იცი ჩემი ნომერი და შეგიძლია დარეკო (იცინიან). ტელევიზიაში არაფერი ხდება, რამე შემოთავაზება არ გაქვს?

– ტელევიზიაში დაბრუნება მინდა. სწორედ ახლა, რაღაც კონკრეტულ პროექტზეა ლაპარაკი და ვნახოთ, თუ გამოვიდა, კარგი იქნება.

– მე და შენ, ისე გამოვიდა, რომ ადგილები გავცვალეთ.

– გავცვალეთ რა, ადგილი წამართვი (იცინიან). თეატრში რომ მოვსულიყავი და შენ ტელევიზიაში წამოსულიყავი, ეგ იქნებოდა ადგილების გაცვლა (იცინიან).

– რას მირჩევ? გამიზიარე შენი გამოცდილება, ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდება.

– იყავი ის, რაც ხარ. ბოლომდე გაერთე, იხალისე.

– დილით რომელზე დგებოდი?

– ვდგებოდი სადღაც ოთხზე. ხუთზე უკვე გამოვდიოდი სახლიდან. ეთერი რვის ნახევარზე იწყებოდა, მაგრამ გრიმი მჭირდებოდა. შენ, ალბათ, უფრო გვიან მიდიხარ. გოგიჩაც გვიან მოდიოდა, რადგან გრიმი არ სჭირდებოდა.

– კი, ექვსის ნახევარზე ვდგები და შვიდს რომ თხუთმეტი აკლია, იქ ვარ. არ მოგაკლდა ეს ყველაფერი?

– კი, საშინლად. ერთადერთი, რისგანაც დავისვენე, ეს დილით ადგომაა. ერთი წელი ამქვეყნად არ ვიყავი, შვიდ საათზე მეძინა. მუდმივად გასული ვიყავი მომსახურების სფეროდან. ახლა ძალიან მიხარია, რომ თუ ეს ახალი პროექტი დაიწყება, ისევ დავუბრუნდები საყვარელ საქმეს.

– კურდღლის ფერებში კი ხარ გადაწყვეტილი. გაქვს რაიმე საახალწლო ტრადიცია?

– ძალიან ბევრი. წელიწადში სამი ბედობა მაქვს – ჩვიდმეტი, ორი და მერე თხუთმეტი, როდესაც სასწაულებს ვაკეთებ იმისთვის, რომ რაც მინდა, ის დამებედოს. მართალია, მერე არ ხდება ისე, როგორც მინდა, მაგრამ მაინც ჯიუტად ერთსა და იმავეს ვაკეთებ. ახალ წელს ფურცელზე სურვილს ვწერ, ვწვავ, შემდეგ შამპანურში ვყრი და ვღეჭავ ამ საზიზღრობას.

– ჯადოებს აკეთებ?! არა, სულ გამიგიჟდა ეს ბავშვი, ღუპავს ეს პოპულარობა ხალხს.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი

– სკამები როგორი გაქვთ?

– ავეჯი კი შეგვიცვალეს, მაგრამ სკამები რაღაც არაკომფორტული დასაჯდომი იყო. ვერც ვეყუდებოდით. რადგან, თუ მიეყრდნობოდი საზურგეს თითქოს მიწოლილი ხარო. არ მიეყუდებოდი და ჩანდა ისე, თითქოს იძაბებოდი ამ დროს, სულ არ ვიყავით დაძაბულები. საბოლოოდ გავაკეთეთ სასწაული მიგნება – ავიღე ბალიში, ზურგს უკან ამოვიდე და ისე ვზივარ შეგიძლია, შეგშურდეს.

– მშურს უკვე, რადგან ისე ვიჯექი, თითქოს ფეხები კისერზე მქონდა შემოწყობილი. კარგი, ამას შევეშვათ. ახალ წელს რატომ არ დამირეკე და არ მომილოცე?

– ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ნაწყენი ვიყავი შენზე.

– შენ, გახსოვს, სად გავიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის წინ, ერთ- ერთ კლუბში გავიცანით. მახსოვს, შენთვის, მოკრძალებულად იდექი და ანათებდი. დანარჩენს არ მოვყვები. აი ასე, ცოტას ვილაპარაკებ ამასთან დაკავშირებით.

– რატომ? მერიდები?

– არა, შენ რატომ უნდა გერიდებოდე, ჩემო კარგო. პირიქით.

– კარგი, სკამებს თავი დავანებოთ, მითხარი რა ხდება „დილაში“?

– ძალიან მომწონს ეს ჩემი ახალი საქმე. პირველად ვარ ამ ამპლუაში და სიმართლე გითხრა, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ტელეწამყვანობა ჩემი საქმე გახდებოდა. თუმცა, სურვილი მაქვს, რომ ტელევიზიას ერთსეზონიან ფერად არ დავრჩე.

– ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მსმენია თქვენს დილის გადაცემაზე.

– მიხარია, თუ ასეა. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მაქვს იმის ამბიცია, კარგი გადაცემა გავაკეთოთ. მთელი დილის გადაცემა, მე და მარიამი ძალიან ბევრს ვწვალობთ იმისთვის, რომ გადაცემა იყოს ცოცხალი, ხალისიანი. თან, დილა შენ იცი, როგორი თემაა. რომ იღვიძებს ადამიანი ცუდ ხასიათზეა, ამიტომ მინდა, შემოგვხედოს და კარგ ხასიათზე დადგეს. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო.

– მიხარია, რომ ჩვენი „დილა“ თქვენ შეცვალეთ. გადაგაბარეთ ჩვენი საქმიანობა.

– გამოგვიარე მერე, გაგვიზიარე გამოცდილება, ძალიან გაგვიხარდება.

– მიმიწვიეთ რამე თემაზე და მოვალ. გახსოვს, ჩემთან რომ იყავი მოსული?

– მახსოვს, როგორ მიმათრიე დილა უთენია „იმედში”. შენ, მგონი, აღარც გახსოვს. ფილმთან დაკავშირებით ხდებოდა ეს ყველაფერი.

– მგონი, რამდენჯერმე მყავდი, არა?

– არა, რამდენჯერმე ვერ მოვიდოდი, ისეთი კოშმარი იყო დილით ჩემთვის ადრე ადგომა. მახსოვს, რომ მოვედი, გითხარით კიდეც, როგორ დგებით ასე ადრე, რომ მომკლა, ვერ ავდგები- მეთქი. მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება. იმისთვის, რომ დროზე მივიდე სამსახურში, მთელი ჩემი ცხოვრება შევცვალე. ვცდილობ, ადრე დავწვე, რომ მერე გამოუძინებელი არ ვიჯდე პირდაპირ ეთერში. ეთერის წინა დღეს, დაახლოებით, თორმეტ-პირველ საათზე ვიძინებ. საერთოდ, ღამის ცხოვრება მიყვარს – მიჩვეული ვარ უძილობას, ღამის გათენებას და ამიტომ, ცოტა ძილიც მყოფნის. ხუთი-ოთხი საათი საკმარისია გონზე მოსასვლელად.

– ეთერის შემდეგ რას აკეთებ ხოლმე?

– მილიონი საქმე მაქვს – ხან რეპეტიციაა, ხან რა და ხან – რა. ისე, იქიდან რომ გამოვდივარ, ხალხი მაშინ იწყებს მუშაობას. დილის გადაცემას სწორედ ეს პლუსი აქვს. ისეთ დროს ამთავრებ მუშაობას, მერე ნებისმიერი საქმის კეთებაა შესაძლებელი. არაფერში არ შემიშლის ხელს. წინა დღეს შევივლი სამსახურში, გავიგებ, ვინ არის სტუმარი, დაახლოებით ჩამოვყალიბდები, რაზე უნდა ვილაპარაკო. თუ საჭიროა, ინტერნეტშიც მოვქექავ რაღაცეებს და მეორე დღეს მხვდება გამზადებული ტექსტი. მოკლედ, ჟურნალისტი გავხდი, რა.

– ჯაბა, შენ აღარ მემეგობრები და აღარ ვიცი რაღაცეები. რა ხდება შენს ცხოვრებაში. მითხარი, არის რამე საინტერესო?

– არაფერია ახალი და საინტერესო...

– სიმპათიაც არ გყავს ვინმე?

– არც სიმპათიის ობიექტი. გააჩნია, სიმპათიას რას ეძახი, ასე, ყველა კარგი გოგო მომწონს, შენც ძალიან მომწონხარ, რატომ არა?! მაგრამ, კონკრეტული ობიექტი, რომელთან ნაცნობობასაც შეიძლება, რაღაც სახის ურთიერთობა დაარქვა, არ არის, მართლა.

– ვიღაცას მესიჯს გაუგზავნი, მომენატრეო, ეტყვი.

– მსგავსი არავინ არსებობს, ვისაც შეიძლება, ასე მივმართო.

– უნდა ვუპოვოთ ჯაბას კარგი გოგო...

– ნუკი, რატომ ზრუნავ შენ ამაზე?! რა გინდა, მიშორებ?! მაცადე რა, იქნებ, რა ხდება.

– კარგი, გაცდი. მითხარი, დილით ადრე გაღვიძება ხასიათზე არ მოქმედებს?

– არა. როგორც არ უნდა მეძინებოდეს, ძალიან მალე ვფხიზლდები. ისედაც, დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე, ენერგიაზე ვარ. განწყობა მაქვს მშვენიერი.

– შენ როგორ გაატარე ახალი წელი?

– ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, შინაურულ წრეში და მშვენივრად გავატარე ახალი წელი. არ ჩავთვალე საჭიროდ წელს სადმე წასვლა. შარშან რომ ვიყავი, არ დავკონკრეტდები სად, მინდა გითხრა ვერაფრით მოვიხიბლე, აზრი არ აქვს, არაფერი ამ თბილისში არ ხდება ისეთი განსაკუთრებული, რომლის გამოც, შეიძლება, ახალი წელის ღამე იქ გაატარო.

– რამე საინტერესო საახალწლო საჩუქარი თუ მიგიღია?

– ნაკლებად. თოვლის ბაბუის რომ მჯეროდა, იმ ასაკიდანაც კი არ მახსოვს რამე განსაკუთრებული. თან, ჩვენ აქ ისეთ პირობებში ვიზრდებოდით, რა თოვლის ბაბუა. თვალი რომ გავახილე, თოვლის ბაბუის ნაცვლად, წვერებიანი და ავტომატიანი კაცები დავინახე. ჩვენ პერიოდში თოვლის ბაბუები გადამდნარები იყვნენ.

– ჯაბა, შენი პატარა როგორ არის?

– ძალიან კარგად. მასთან კი იყო თოვლის ბაბუა.

– ერთხელ ვიყავი, სხვათა შორის, ჩემი დისთვის თოვლის ბაბუა...

– არა, შენ კარგი „სნეგურაჩკა” იქნებოდი. შენ მოდი ახალ წელს ჩემთან „სნეგურაჩკას” ფორმაში და დავიჯერებ, რომ „დედ მაროზი” და „სნეგურაჩკა” არსებობს. თუ ყოველ წელს მოხვალთ ხოლმე, სულ დავიჯერებ.

– დაიწყო ახალი წელი, პარალელურად, ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში, კიდევ არის რამე, რაც გინდა, რომ ამ ახალ წელს აგისრულდეს?

– საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ და სულ ვცდილობ, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიყვანო. ჩემს საბაზისო საქმეში ხდება ის, რომ პრემიერა გვქონდა ძველით ახალ წელს, სულ მალე მარჯანიშვილის თეატრში მექნება „დეკამერონის” პრემიერა. დატვირთული წელი დაიწყო და იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება.


скачать dle 11.3