კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აზიელების ახალი იდეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში

მას შემდეგ, რაც „ფიფამ“ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა ყატარს მიანდო, აზიელებს მადა გაეხსნათ და ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის ათმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, ერთიანი განაცხადი შეიტანონ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე 2030 წელს. ცნობილი გახდა, რომ ამ ათი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყოველგვარ შეთანხმებას მიაღწიეს და ახლო მომავალში იოზეფ ბლატერის სახელზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გეგმავენ. ასოციაციაში შემდეგი ქვეყნებია გაწევრიანებული – ბრუნეი, ვიეტნამი, კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მიანმა (ბირმა), ფილიპინები, სინგაპური და ტაილანდი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გეგმავენ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას 10 ქვეყანაში მასპინძლობის მსურველები. თუმცა, გასაკვირი არ იქნება თუკი „ფიფა” მათ იდეას მოიწონებს, რადგან ყატარის გამარჯვების შემდეგ ყველა აბსურდული იდეა რეალობას დაემსგავსა.


скачать dle 11.3