თუ ხველამ შეგაწუხათ...
ხველა სასუნთქი სისტემის გაღიზიანების, ზოგჯერ კი მიმდინარე ინფექციური პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა. არსებობს მშრალი და პროდუქტიული ხველა. პირველს არ ახასიათებს ნახველის გამოყოფა, ხოლო მეორე შემთხვევაში სასუნთქი გზებიდან სეკრეტი გამოიდევნება.
ხშირად მშრალი ხველა შემაწუხებელ ხასიათს იღებს, ეს მაშინ, როცა ფილტვების ალვეოლებში დაგუბებულია პათოლოგიური სითხე და შეფერხებულია მისი ევაკუაცია. ამ დროს, ჩვეულებრივ, უნდა მიიღოთ ნახველის გამათხიერებელი პრეპარატები. დღეს უამრავი პრეპარატი არსებობს, მაგრამ ტრადიციული, ეფექტური სამკურნალო საშუალებების მივიწყება არ არის მიზანშეწონილი. მით უმეტეს, რომ ისინი უფრო ხელმისაწვდომია და ჩვენთვის მისაღებიც. გთავაზობთ ერთ რეცეპტს: აიღეთ ოთხი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და კარგად გარეცხეთ კანიანად. შემდეგ მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით წყალი. კარტოფილმა დიდხანს უნდა იხარშოს, თანაც ჭურჭელში დარჩენილი წყალი კარტოფილს უნდა ფარავდეს. ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ორთქლით ინჰალაცია ჩაიტარეთ. ამოიღეთ კარტოფილი, ხოლო დარჩენილი სითხე ღვინის ჭიქით დღეში 3-ჯერ მიიღეთ.