რა გამოვლინებები აქვს პნევმონიას
პნევმონია ფილტვის პანერქიმის მწვავე ანთებაა, რომელიც ფილტვის ქსოვილის ყველა სტრუქტურულ ელემენტს მოიცავს. მწვავე პნევმონიის ყველაზე ხშირი გამომწვევი ბაქტერიებია პნევმონოკები. ბაქტერიების გარდა, პნევმონიის გამომწვევია ვირუსები, სოკოები, ქლამიდია და მიკროპლაზმები. მკურნალობისთვის აუცილებელია გამომწვევი ფაქტორის ზედმიწევნით დადგენა.
მიკროორგანიზმები ფილტვებში ყველაზე ხშირად ზემო სასუნთქი გზებიდან აღწევს, უფრო იშვიათად – სისხლის ან მიმფოგენური გზით. ადამიანის ორგანიზმს აქვს სასუნთქი გზების ინფიცირებისგან დაცვის მექანიზმები. სასუნთქ გზებში მოხვედრილი ნივთიერებისგან გათავისუფლებაში მნიშვნელობა აქვს ხველის რეფლექსს. მიკრობების ზრდას თრგუნავს ფაგოციტური აქტივობა.
დაცვითი სისტემების ნებისმიერი დარღვევა მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. პნევმონიის გავრცელების ხელშემწყობი პირობებია ზემო სასუნთქი გზების ვისურული ინფექცია, იმუნოდეფიციტი, ალკოჰოლის ჭარბი სმა, გაციება, თამბაქოს მოწევა და ასე შემდეგ.
პნევმონია ჩვეულებრივ, უეცრად, შემცივნებით იწყება, ტემპერატურა მატულობს 39 გრადუსამდე, იწყება ტკივილი ფერდის არეში. დასაწყისში აღინიშნება მშრალი ხველა, შემდგომ კი – ნახველი. ტემპერატურა ერთი კვირის შემდეგ ქვეითდება.
მწვავე პნევმონიის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, ღვიძლის ციროზი, ურემია. ამიტომ, ნებისმიერი პირველადი სიმპტომის დროს, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს.