კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

გრიგოლ ნოსელი: ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე, რისი ფიქრიც ჯერ არს, მას არ ესმის.

იოსებ ათონელი: როცა შენ გონებას აწვდი რაიმე კარგს, იმას, რაც მოსწონს, მას ძალა ემატება, ისევე, როგორც სხეულს – კარგი საკვებისგან, რომელსაც იღებს. მაგრამ, როცა აძლევ მხოლოდ იმას, რაც შენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ, ნაცვლად განათლებისა, იგი ბნელდება.

გაბრიელ ეპისკოპოსი: დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე, უმეტესწილად, აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა. დედ-მამის ზედამხედველობის ქვეშ: იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს. ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისთვის კეთილგონიერად ამზადებდნენ, ესე იგი, წინასწარ აჩვევდნენ იმას, რაც მომავალ ცხოვრებაში ელოდებოდათ.

ტიხონ ზადონელი: გონება და გული ზეცისა და მარადიულობისკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო, როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.

ამბა ესაია: ვნებები, თუკი მათ თავისუფლება მიეცათ, მოქმედებენ, იზრდებიან, ძლიერდებიან სულში, მოიცავენ და დაიპყრობენ მას, ღმერთისგან განაშორებენ. ვნებები ის მძიმე ტვირთია, რომელიც ადამს აკრძალული ნაყოფის ჭამის შემდეგ დააწვა. ეს ვნებები მოკლა ჯვარზე უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ...

კასიანე რომაელი: ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისთვის... უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასდროს შევძლებთ, ღირსეულად შევეხოთ წმიდა საიდუმლოებას, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზევებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.

ეფრემ ასური: განა შეუძლია ზღვაში კუნძულს, შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.

ბერი პორფირე: ვგრძნობ, რომ ჩემი ლოცვები გშველით. ადამიანს, ვისაც ეშმაკი ცოდვის გზით მიაქანებს, ნუ ეტყვით, რომ მისთვის ლოცულობთ. ლოცვა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. ილოცეთ ფარულად და ლოცვა უშველის.

მარკოზ განშორებული: როგორც მიწაზე გარდმოსული წვიმა მცენარეებს მათთვის დამახასიათებელ თვისებებს ანიჭებს, ტკბილს – სიტკბოს, მაგარს – სიმაგრეს, ამგვარადვე, მორწმუნის გულში შემავალი მადლი ცვლილებების გარეშე შესაბამის ძალას ანიჭებს ხასიათებს.

ბასილი დიდი: ვინც უნებლიეთ ვარდება ცოდვაში, მან უნდა იცოდეს, რომ სხვა, წინამორბედი ცოდვა დაუფლებია, რომელსაც იგი საკუთარი ნებით ემსახურებოდა და რომელსაც შეჰყავს ის ცოდვებში, რომლებშიც ჩავარდნაც არ სურდა.


скачать dle 11.3