კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცოცხლა ფიროსმანი ნიკო ხერკელაძემ და მისი რომელი ნამუშევარი მოხვდა ლუვრში

თბილისში ერთი არაჩვეულებრივი კაცი ცხოვრობს, მხატვარი ნიკო ხერკელაძე. თუ ერთხელ მაინც გინახავთ მისი ნამუშევრები, აშკარად იგრძნობთ ფიროსმანის გავლენას. მისი სიყვარულით მან ბევრი „მაგარი“ ტილო შექმნა. ასეც უწოდა თავის ერთ-ერთ ნამუშევარს – „ფიროსმანის მეგობრები“, რომლითაც მთელი საფრანგეთის მხატვართა საზოგადოება აღფრთოვანდა. ის ამჟამად ლუვრში, მსოფლიოს სახელგანთქმული მხატვრების გვერდით არის გამოფენილი.

– ბატონო ნიკო, თავდაპირველად თქვენზე გვიამბეთ.

– დავიბადე 1953 წლის 17 აგვისტოს ახალგორის რაიონში სოფელ ხერკელაანში. მივიღე ოთხი კლასის განათლება. შემდეგ სწავლა სოფელ კორინთის რვაწლიან სკოლაში განვაგრძე. 1968 წელს ჩავაბარე თბილისის თოიძის სასწავლებელში, 1971 წელს კი – სამხატვრო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ასპირანტურაში, რომელიც მაშინ მოსკოვის დაქვემდებარებაში შედიოდა. მას უჩა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. ისევე, როგორც აკადემიაში, ასპირანტურაშიც ცნობილი მხატვრები მასწავლიდნენ.

– ახლა ის გვითხარით, როგორ მოხვდა თქვენი ტილო ლუვრში?

– 17 დეკემბერს მოსკოვიდან დამირეკეს და მითხრეს, ნამუშევარი მოხვდა საფრანგეთში და ლუვრიდან იქნება გადაცემა, არ გამოგრჩესო. ატყდა ზარები. ხან მობილურზე მირეკავდნენ, ხან ქალაქის ტელეფონზე. ასი ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას გამოფენაზე. ეს გამოფენა წელიწადში ორჯერ იმართება. სულ ექვსასი მხატვარი იყო. აქედან ათმა გაიმარჯვა, რომლებიც, ალბათ, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. მოგეხსენებათ, საფრანგეთში იშვიათად ხვდება ნამუშევრები ასეთი ტიპის გამოფენებზე, მით უმეტეს, საქართველოდან. მთელი სიმკაცრით გადის „ცენზურას“ და მერე იკიდება ლუვრში. თუ იქ მოხვდა, ესე იგი, რაღაც ნიშნით შეარჩიეს. რამდენიმე ნამუშევარი შარდენის ქუჩაზე ბესო დარჯანიას არტსალონში მქონდა მიტანილი, იქ სხვების ნამუშევრებსაც შეხვდებით. სალონის ხშირი სტუმრები უცხოელები არიან. ერთ-ერთი ეს ტილო იყო – „ფიროსმანის მეგობრები“. ნამუშევარში რვაასი დოლარი გადამიხადეს. ასე მოხვდა საფრანგეთში. რადგან ფიროსმანი მსოფლიო რანგის მხატვარია, ამ კუთხით დაინტერესდნენ, გარკვეული ინტერესი ამ ნიშნით გამოვლინდა. 57 წლის ვარ, რაც შემეძლო, უკვე გავაკეთე, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს. მიქელანჯელო 98 წლის ასაკშიც მუშაობდა.

– ძირითადად რა მასალით მუშაობთ?

– ზეთში ვხატავ. ვერც ერთი სხვა საღებავი – აკვარელი, გუაში, ტემპერა, ვერ არის ისეთი გამძლე, როგორც ზეთი. იყო შემთხვევები, ჩემს ნამუშევარში მაძლევდნენ კარგ თანხას, მაგრამ ვერ ვიმეტებ. მენანება. სხვათა შორის, ამ მხრივ ცოტა უსიამოვნო მომენტები მაქვს. ოჯახია და ბევრი რამ უნდა. შეიძლება, პატარა ნახატები დავთმო.


скачать dle 11.3