კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩავიცვათ კომფორტულად და სექსუალურად – ფილიპ ლიმის ახალი კოლექცია

ეს ქვედაკაბის ნაწილია? – კითხულობს ჟურნალისტი. ამ ნაწილში კაბაა, ზევით კი – წინსაფარი. გამოდის, ერთი ქვედაკაბაა, ერთი – წინსაფარი და ასე შემდეგ. წინსაფარი აშკარად ახდენს ნეგატიური სივრცის აბსტრაქციას და ცვლის სილუეტს, – ეს არის მოკლე შინაარსი იმისა, თუ რაზეც საუბრობდა დიზაინერი ფილიპ ლიმი ჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე. ფილიპ ლიმი კამბოჯელ-ამერიკელი დიზაინერია ჩინური ფესვებით. მან რამდენიმე ჯილდო აიღო როგორც „3.1.“ (ასე ჰქვია ფილიპ ლიმის მოდის სახლს). ფილიპ ლიმმა, კრეატიულმა დირექტორმა და ქალის სამოსის საუკეთესო დიზაინერმა, ერთი სიტყვით, სწორედ ასე, მარტივად და თან, გენიალურად ახსნა ახალი, პაზლის ტიპის კოლექცია, რომლის გახდა-ჩაცმა საკმაოდ რთულია. სამაგიეროდ, „3.1.-ის“ დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აჩვენა. ეს იყო ამბიციური აფეთქება, ნაწილ-ნაწილ აწყობილი სამოსი, რომელიც, საერთო ჯამში, საოცარ ანსამბლს ქმნიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ლიმმა შეძლო ეს იდეალური შუალედის, ოქროს შუალედის დაცვაა – არ დაერღვია ფერების ბუნებრივი პალიტრა და მოხერხებულობისა და კომფორტულობის მიზნით, ნამდვილი სპორტული სამოსი არ შეექმნა. სივრცული აბსტრაქციის იდეა მან მაკრატლის ოსტატურად გამოყენებითა და ქსოვილების უჩვეულო სინთეზით შეძლო. შედეგად ჩვენ ამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერიმენტული ტრენდები ვნახეთ. უბრალო მაისურს, ეგრეთ წოდებულ „ფუტბოლკას” კარგად დამუშავებული ტყავის ზურგი ჰქონდა. მაისურის დეტალები კი მაღალხარისხიანი ორგანზით იყო შეკერილი. იყო ზედატანები, მაისური რომ ეწოდებოდა, მაგრამ იმდენი სახეობის ისეთი ქსოვილით განწყობილი, ნებისმიერი ოტ-კუტიურის ბლუზას შეადარებდით. ორგანზები, შავი აბრეშუმის ხუთი სახეობა, ტული, რომელიც აშიშვლებდა მოდელის სხეულს – ამდენი ქსოვილი ერთი ზედატანისთვის, მგონი, საკმარისზე მეტია, მაგრამ ლიმის საქებად შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად არ იყო გამაღიზიანებელი, გადატვირთული და მოსაბეზრებელი.

შიკი, მდიდრულობის განცდა – ყველა მოდელში იგრძნობოდა. განსაკუთრებით კი ულამაზეს, მამაკაცის პერანგის სტილში შეკერილ აბრეშუმის ზედებში. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით ნენსი როდის გავლენაზე ალაპარაკდნენ, რომელმაც მსგავსი სტილის პერანგები შექმნა დრაი ვან ნოტისთვის. ნენსი ფილიპ ლიმის სულ პირველი შოუს სტილისტი იყო.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული დატვირთვა ფილიპ ლიმმა ფეხსაცმელებსა და აქსესუარებზე გააკეთა. აქსესუარები, ძირითადად ჩანთების სახით იყო წარმოდგენილი. ფეხსაცმელებსა და ჩანთებს განსხვავებული ფერი და ფორმა არ ჰქონია და კოლექციის საერთოდ ფერთა პალიტრიდან ამოვარდნილი არ გახლდათ, თუმცა მაინც იქცევდა ყურადღებას. კრემისფერი, ყავისფერი, ბაცი და მუქი ცისფერი, ნაცრისფერი და შავი – ეს კოლექციის ფერებია და მას ძალიან უხდებოდა, საგაზაფხულო, დაჭრილი, მაღალპლატფორმიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ზოგი ფეხსაცმლის პლატფორმა ხის, როგორც ჩვენი ბებიები იტყოდნენ, „პროპკის” ძირებზეა. განსაკუთრებით ლამაზი იყო ამ სტილის დაჭრილ ფეხსაცმელებზე ორგანზას გამჭვირვალე, კოპლებიანი შარვლები, რომელიც მოდელის სხეულს სექსუალურობას და მიმზიდველობას სძენდა.


скачать dle 11.3