ზალიკო სულაკაურის ახალი ანიმაციური ფილმების პრემიერა
გასულ გაზაფხულს, საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ოცდახუთიდან სულ ოთხმა პროექტმა გაიმარჯვა. აქედან ერთ-ერთი მხატვარ ზალიკო სულაკაურისა და მისი სტუდია „რიტუალის” მიერ მომზადებული პროექტი იყო, რომელიც კინოცენტრს გასული წლის ნოემბერში ჩააბარა. ორი მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმის პრემიერა 29 იანვარს, კინო „რუსთაველში” შედგა. „ეჭვიანი ქმარი” და „გრძნობათა ტყვეობაში” ერთგვარი შაყირია იმ სერიალებისა, რომლებშიც უყვართ, ეჭვიანობენ, შურთ, ვერ იყოფენ მემკვიდრეობას და სხვა. ამ ყველაფერს კი, მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი უყურებს. 7-8-წუთიანი „ეჭვიანი ქმრის” მთავარი გმირი ცოლ-ქმარია, 12-13-წუთიან „გრძნობათა ტყვეობაში” კი მხატვარმა ცხოველები ამყოფა. ამ ყველაფრის ნახვა თავადვე შეგიძლიათ ვებ-გვერდზე „youtube.com”.