კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიჰყავდა „სიკვდილის პირას“ გალკინს ლანა მატახერია და რატომ სთავაზობდნენ მას „ესტეესზე“ ყველაზე მაღალანაზღაურებიან გადაცემებზე მუშაობას

ვიზაჟისტი ლანა მატახერია, რუსეთში თითქმის 10-წლიანი ცხოვრების, მუშაობისა და საკმაოდ წარმატებული კარიერის შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველოში დაბრუნდა. მან თბილისში, კერძოდ კი, ჯანაშიას ქუჩაზე გახსნა სტილისტების სკოლა „იმიჯ-ლაბორატორია“, სადაც ცნობილ და არაცნობილ ქართველებს, მაკიაჟის, ვარცხნილობის შერჩევასა და საერთოდ, საკუთარი სტილის პოვნაში ეხმარება.



ლანა მატახერია: 21 წლის ასაკში წავედი მოსკოვში და შეიძლება ითქვას, იქ ავიდგი ფეხი. ამიტომ, რთული იყო ჩემთვის იქაურობის, საქმის, მეგობრების დატოვება. ჩემი მეუღლე პატრიოტია, წამოვიდა საქართველოში. მე ამის შემდეგ წელიწადი და სამი თვე ვითრევდი ფეხს – ეს პროექტი დამთავრდება და მერე წამოვალ-მეთქი. არადა, ის პროექტები არ მთავრდებოდა. მაგრამ, ერთ დილას გავიღვიძე, ვთქვი: არა, მე უნდა წავიდე თბილისში-მეთქი და 5 დღეში ჩამოვფრინდი. თავიდან ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, ბოლოს გადავწყვიტე სტილისტების სკოლა გამეხსნა. როდესაც ვნახე ჟურნალები, გადაცემები, მივხვდი, ბევრი რამ იყო დასახვეწი.

– შენს კლიენტებსა და მოსწავლეებს შორის ცნობილი ადამიანებიც არიან?

– ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები არიან ჩემი კლიენტები. ბევრი მოდის სასწავლებლად. მე მაქვს ასეთი კურსი – „ჩემი მაკიაჟი“ და ბევრი ცნობილი ადამიანი მოდის და საკუთარ სახეზე სწავლობს მაკიაჟის გაკეთებას. ძალიან პრეტენზიულებიც არ არიან, ბოლომდე მენდობიან. ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ჩემი პროფესია, უპირველეს ყოვლისა, კარგი ფსიქოლოგობაა და ამას ჩემს მოსწავლეებსაც ვუხსნი. როდესაც ადამიანი ცნობილი, წარმატებული პროფესიონალია, თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებს, ის შენგანაც იგივეს ითხოვს. რაც მთავარია, ისინი ჩვენს პროფესიას ძალიან დიდ პატივს სცემენ. გვენდობიან, რადგან ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. ამიტომაც, ცნობილ სახეებთან ყველაზე ახლოს სტილისტები არიან. როცა წლების განმავლობაში მუშაობ ერთსა და იმავე ადამიანთან, თითქმის ყველაფერი იცი მათ შესახებ.

– ვიცი, რომ რუსეთში ჟურნალისტები, გარკვეული საზღაურის ფასად, გთხოვდნენ ცნობილი ადამიანის შესახებ პირადი ცხოვრებიდან ინფორმაციების მიცემას?

– იყო ასეთი ინციდენტები, დამირეკეს ჟურნალისტებმა, ცნობილი ადამიანის შესახებ რაღაც ინფორმაცია უნდოდათ, გარკვეული რაღაცის საფასურად, რა თქმა უნდა, არ ვუთხარი.

– ცნობილი ადამიანისთვის მთლიანად თუ შეგიცვლია იმიჯი?

– ასეთი ძალიან ბევრი ყოფილა. მე ჩემი ხედვა მაქვს, რომელიც, მიმაჩნია, რომ სწორია. თავიდან ცოტა ეშინიათ, მაგრამ მერე მოგყვებიან. რუსეთშიც ძალიან ბევრი ქალია პრეტენზიული, მათ შორის ცნობილი სახეების 90 პროცენტი. თბილისშიც არიან ასეთები, მაგრამ ისინი განსხვავდებიან. რუსეთში ცნობილმა სახეებმა იციან, რა არის მათი, რა უხდებათ, უკვე ჩამოყალიბებული სტილი აქვთ, რაც დიდ შეცვლას არ საჭიროებს. ჩვენთან პირიქით არის, არ იციან, რა უნდათ. ქართველი ქალები უფრო კომპლექსიანები არიან, ეშინიათ ცვლილებების. მე მომხრე ვარ, რომ ქალი გამოიყურებოდეს საქსუალურად და ლამაზად, მით უმეტეს, თუ სადმე მიდის, ან საღამოს წამყვანია. მოკრძალებული გარეგნობა არ არის საჭირო, პირიქით, ქალი ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა აქცევდეს ყურადღებას. როგორც რუსები იტყვიან, „ნე ნადა ეკანომიც“. ჯობია, ეკონომიას შეეშვა და ეფექტი მოახდინო ადამიანებზე, ლამაზი და ყველასგან განსხვავებული იყო. რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო ისიც, თუ რა გიხდება ყველაზე მეტად.

– როდესაც მოსკოვში ჩახვედი, არ გაგიჭირდა თავის დამკვიდრება?

– თავიდან ძალიან რთული იყო. დედაჩემთან, ჩემს ოჯახთან კი ჩავედი, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ასე თუ ისე, მაინც მარტო ვიყავი, არ მყავდა მეგობრები. ნახევარი წელი ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, დაბრუნება მინდოდა უკან. დედაჩემმა ძალიან შემიწყო ხელი, რომ სტილისტების სკოლა და აკადემია დამემთავრებინა. წელიწად-ნახევარი მოსკოვში უფასოდ ვმუშაობდი ჩვენებებზე, რომ ხელი კარგად გამეწაფა. პირველი ხელფასიანი სამუშაო კი იყო ჟურნალ „ვოგში“, მახსოვს, მოდელებს მაკიაჟიც გავუკეთე და ვარცხნილობაც. სამასი დოლარი გადამიხადეს, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ყველას ვურეკავდი. მაშინვე მაღაზიებში გავვარდი და რაღაცეები ვიყიდე. მერე ყველაფერი ნელ-ნელა წინ წავიდა, მოვეწყვე ტელევიზიაში სამუშაოდ. იქ მუშაობა „ფეშენისგან“ ძალიან განსხვავდება. ტელევიზიას თავისი შაბლონი აქვს – არის რაღაცეები, რის გაკეთებაც არ შეიძლება. ტელევიზია ჩემთვის მეორე სახლივითაა. თუმცა, იქ მუშაობის გარდა დავდიოდი კონცერტებზეც, რომლებიც კრემლში იმართებოდა. ასევე, კონკურსზე „მის რასია“, ჟურნალებში, ჩვენებებზე ვმუშაობდი, ჩემი კლიენტები მყავდა.

– თიკა კანდელაკი შენი მეგობარია, როგორც ვიცი, მასთან მუშაობდი...

– მე და თიკა მეზობლები ვიყავით საქართველოში. ის ჩემი შვილის ნათლიაა. რაც მოსკოვში წავიდა, ნანახი არ მყავდა და შემთხვევით, დედამისი ვნახე ქართულ ეკლესიაში. შემდეგ თინასაც შევხვდი. თინას დიდ პატივს სცემენ, ქართველობს. ძალიან წარმატებული ადამიანია. მასთან ორი წელი სტაბილურად ვიმუშავე, ერთად „კამანდიროვკებშიც“ დავფრინავდით. „ესტეესის“ პრესკონფერენციებზე მიდიოდა თინა და თავისი ვიზაჟისტიც მიჰყავდა. თინა ძალიან კარგი პიროვნებაა, სულ გვერდში მედგა, ბევრ რამეში დამხმარებია, მაგრამ მასთან მუშაობა ძალიან რთული იყო. როცა მუშაობას ვიწყებდით, იქ ყველაფერი მთავრდებოდა, მათ შორის მეგობრობაც. ტატიანა ვეძენეევასთან 4 წელი ვიმუშავე. ძალიან რბილი ხასიათის ქალია, ვმეგობრობდით, ჩემი ყველაფერი იცოდა. მეც ვიცოდი მის შესახებ თითქმის ყველაფერი, ინტელიგენტი ქალია. კრემლში კონცერტებზე ბევრთან მიმუშავია, ჯგუფ „ვიაგრას“ გოგონებთან. ქსენია სობჩაკთან ორჯერ ვიმუშავე ჟურნალზე. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა მას საკუთარი ვიზაჟისტი ჰყავს და გამიგია, რომ ძალიან პრეტენზიულია. ეტყობა, ჩემთან მუშაობისას, ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ლოლიტასთან მიმუშავია, კარგი ქალია. როგორსაც სცენაზე ხედავთ, ისეთივეა, ცოცხალი, ქაქანებს ბევრს, ხალისიანია. გალკინი მომწონს ძალიან, მასთან კულისებში ჯდომა, არ იცი, რა არის... ისეთ რაღაცეებს ყვებოდა, ცუდად ვხდებოდი, „სიკვდილის პირას“ მივდიოდი და ვეხვეწებოდი, გაჩერდი, გადი აქედან-მეთქი. „მის რასიაზე“ 64 გოგონას სამნი ვუკეთებდით თმას, ზოგისთვის უნდა დაგვეხვია, ზოგისთვის გაგვესწორებინა. ყველას იმსიგრძე თმა ჰქონდა, წელს ქვემოთ სწვდებოდათ, დღის ბოლოს თმის დანახვა აღარ გვინდოდა, მოვკვდით. ჩვენებებზე მაინცდამაინც არ მიყვარს მუშაობა. თუმცა, თბილისში, როგორც ვხედავ, ჩვენებების გარდა, ისეთი არაფერი ტარდება. ტელევიზია იმიტომ მიყვარდა, რომ იქ, ძირითადად, ცნობილი სახეები მოდიოდნენ, საინტერესო ადამიანები. იქ რომ ვიჯექი, იმდენ ინფორმაციას ვიგებდი, ვეკითხებოდი რაღაცეებს. თბილისში ვიმუშავე „ფეშენ-ვიქზე“ თამუნა ინგოროყვას ჩვენებაზე. კმაყოფილი და ამაყი ვარ, რომ ჩემმა მოსწავლეებმა მასახელეს. ხმები მომივიდა, ჩვენების მსვლელობის დროს, თურმე, ხალხი ერთმანეთს ეკითხებოდა, ვინ გააკეთა მაკიაჟიო. ჩემი ნამუშევარი რომ მოსწონთ, ამას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, მიჩვეული ვარ, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს რომ აქებენ, მიხარია, ესე იგი მე მათ რაღაც მივეცი.

– მოსკოვში მუშაობიდან, ალბათ ბევრ საინტერესო ისტორიას გაიხსენებ.

– ძალიან ბევრს. ერთხელ, თიკასთან ერთად „კამანდიროვკაში“ ტომსკში წავედი, ნოემბერი იყო და ძალიან ციოდა. მსახიობი ირინა რახმანოვა და „ესტეესის“ უფროსობა იყო ჩვენთან. ერთ დღესაც დასათვალიერებლად გაგვიყვანეს. ყველას თბილად ეცვა, ქუდებით, ხელთათმანებით. მე კი თავზე სათვალე მეკეთა. „ესტეესის“ დირექტორი მეუბნება: ლანა, მოვფრინავდით ტომსკში, „სევერზე“. როგორ გეტყობა, რომ ქართველი ხარ, მარტო სათვალით ხარ წამოსულიო. მერე ირინა რახმანოვა გავარდა, ქუდი მათხოვა, ხელთათმანები. მეც მიკვირდა, რატომ არ წავიღე-მეთქი.

– გადაგარჩინეს გაყინვას?

– კი. ძალიან კარგი გასტროლი იყო. „ესტეესი“ და „დამაშნი“ ერთი და იგივე კომპანიაა. როგორც დიდ ოჯახში, ისე იყო ყველა ერთმანეთთან, განსხვავებით „ოერტეს“, „ენტევეს“ და „ერტეერისგან“. ანდრეი მალახოვი რომ მოვიდა თინასთან ინტერვიუზე, გაუკვირდა, როგორი კარგი სიტუაცია გაქვთ სამსახურში, ჩვენთან ასე არ არისო. მიხაროდა სამსახურში წასვლა, იმდენად კარგი სიტუაცია იყო. რაც მთავარია, ხედავდნენ და გიფასებდნენ შრომას. „ესტეესზე“ ყველაზე კარგი პროექტები მქონდა – დიდი გადაცემები, სადაც კარგად მიხდიდნენ, მოსწონდათ ჩემი მუშაობა. ძალიან ხშირად გვქონდა წვეულებები. დაბადების დღეზე რომ მივიდოდი სამსახურში, უცებ ჩუმად ტორტს გამოიღებდნენ, სასმელს, სიურპრიზებს გვიკეთებდნენ. წელიწადში ორჯერ ყოველთვის გვქონდა კორპორატიული წვეულება, ახალ წელს და 8 მარტს – გოგონებს გვიხდიდნენ, ძვირად ღირებულ რესტორნებს ქირაობდნენ, კარნავალებსაც ვაწყობდით. წინასწარ გვეუბნებოდნენ, ვინ რა ფორმაში უნდა მივსულიყავით. ძალიან კარგად ვერთობოდით. დღემდე მობილურზე, „ფეისბუქზე“ მწერენ, მოგვენატრეო. მიხარია, რომ მათთან დღემდე ასეთი კარგი ურთიერთობა მაქვს.


скачать dle 11.3