კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული თემიდას შეუვალობა

თურქული სასამართლოს მონატრება

გასულ კვირას თურქეთის სასამართლო, რომელიც 2010 წლის აპრილში დაკავებული აქციის სამი მონაწილის საქმეს განიხილავდა (ამ უკანასკნელებმა აქციის მსვლელობისას პოლიციელებს კვერცხები ესროლეს), მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციელებისთვის კვერცხების სროლა კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. სახელდობრ, თურქული სასამართლოს ვერდიქტი ასეთია: „მოპასუხის (ანუ კვერცხისროლია დემონსტრანტების) ქმედებები სრულად შეესაბამებოდა მათ დემოკრატიულ უფლებებს.“

ნებსით თუ უნებლიეთ, ისე მოხდა, რომ იმავე პერიოდში ქართული სასამართლო, კერძოდ, მცხეთის რაიონული, 64 წლის მოხუცის, ლიახვის ხეობიდან დევნილი მოქანდაკის საქმეს განიხილავდა: ეს უკანასკნელი გასული წლის ოქტომბერში 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვის ბრალდებით დაუკავებიათ, ქართულ სასამართლოს კი მისთვის გირაოს სახით 2 000 ლარის გადახდა დაუკისრებია. რაც, ბუნებრივია, დევნილმა მოხუცმა ვერ გადაიხადა (ისიცაა, 35-ლარიანი ფიცრის მომპარავს 2 000 ლარი საიდან ექნებოდა?!). ხოლო, რაკი ვერ გადაიხადა, სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იურისტები საქართველოს კანონმდებლობას იშველიებენ და ამტკიცებენ, რომ, როდესაც დანაშაული მცირე მნიშვნელობის ზიანს იწვევს, შესაძლოა, დამნაშავეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აერიდოს. მეტიც, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ბრძანებულებით, შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა 40 ლარითაა განსაზღვრული, რაც იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ 35-ლარიანი ქურდობა მცირე მნიშვნელობის ზიანად უნდა შეფასებულიყო, ეს კი, თავისთავად, იმას, რომ სისხლის სამართლებრივი დევნაც უნდა შეწყვეტილიყო.

ასეა თუ ისე, სასამართლომ კანონის ამ ნორმის გამოყენება არ ისურვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საკითხს სახარებისეულად მიუდგა (აქლემისა და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეს 35 ლარის ღირებულების საგანი მოუპარავს, სწორედაც რომ, სახარებისეული ლოგიკით, რა პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის მოქალაქეებიც ფიცარს იპარავენ?! სხვათა შორის, იურისტთა მტკიცებით, იმ მოპარულ ფიცარს სასაქონლო ექსპერტიზა არ ჩატარებია, ამიტომაც, შესაძლოა, მისი ღირებულება 35 ლარამდეც ვერ „ქაჩავდეს“…


скачать dle 11.3