კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ურთიერთობაშია“ სომალისთან

ანუ გადახდისუნარსურვილიანები

საქართველომ და სომალიმ დიპურთიერთობა დაამყარეს – მეორე მხრივ, თუ სენეგალმა დაამყარა, ვითომ, სომალის წინ რა დაუდგებოდა?! არც დაუდგა და ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობაში მხარეები სუვერენული თანასწორობის, მეგობრული ურთიერთობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებითაც იხელმძღვანელებენ. ეს, თავისთავად, იმასაც ნიშნავს, რომ სომალიში რფ-ს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა (თუკი საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ურყეობა აღიარეს, ესე იგი, სომალელთა თანხმობას აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ ვერ ეღირსებიან!).

ზემოხსენებულ ოქმს ხელი, ჩვენი მხრიდან, განათლების რეფორმადაწუნებულმა ალექსანდრე (კახა) ლომაიამ მოაწერა, მათი მხრიდან კი – ელმი აჰმედ დუალემ (გაეროში სომალის მუდმივმა წარმომადგენელმა).

ამის პარალელურად, ოფიციალურად, ხალხის აზრის გასაგებად მოწყობილ სანახაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სომალელ მეკობრეთა მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების ბედ-იღბალზე დასმულ შეკითხვას, მარტივად რომ ვთქვათ, არ უპასუხა. შეკითხვის არსი კი შემდეგნაირი გახლდათ: თუკი სარეზერვო ფონდიდან მილიონები კონცერტების მოწყობაზე იხარჯება, იმავე ფონდიდან ქართველი მეზღვაურების გამოხსნასაც ხომ არ გეგმავთო. საპასუხოდ, ქვეყნის პირველმა პირმა შორსმჭვრეტელობა დაგვიწუნა (ამ კონცერტებით გაიცნო აჭარა მთელმა დუნიამ და ტურისტებმაც ამის წყალობითვე უნდა დაგვსეტყვონო). თუმცა, აშკარაა, რომ პირველი პირისთვის კონცერტების ჩატარებაზე ფულის ხარჯვის ნაცვლად მეზღვაურების გამოსყიდვა არავის უსაყვედურია (ისე, საინტერესოა, რა უფრო პრიორიტეტულია, ადამიანის სიცოცხლე თუ ტურიზმის განვითარების ტემპის დროებით დაგდება?!). ოღონდ, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ პასუხის (უფრო ზუსტად, საყვედურის) დასასრულს, ისიც გვითხრა, რომ მეზღვაურებზე საუბარი საჯაროდ არ სურს.

სავარაუდოდ, ასეთ ბუნდოვანებას უნდა გაეჩინა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება კულუარულად მუშაობს თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქმე 15 მეზღვაურს ეხება (საარჩევნოდ კი 15 ოჯახის ხმა დიდი ვერაფერი ნანადირევია), სავარაუდოდ, ეჭვი უსაფუძვლო უნდა იყოს. ჰოდა, რაკი უნდა იყოს, იქნებ სომალელი მეკობრეებისთვის ხმა იმის საცნობებლად მაინც მიგვეწვდინა, რომ გადახდისუნარსურვილიანი ქვეყნების მოქალაქეები გაეტაცებინათ?!


скачать dle 11.3