მხოლოდ ფაქტები
* მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში იბეჭდებოდა „გოთური ალმანახი“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ევროპელი არისტოკრატების ცხოვრებაში – ალმანახში მათი გენეალოგიის შესახებ იბეჭდებოდა.
* ძაღლების შეჯიბრებაზე, იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი სიტუაციები და ზედმეტი არეულობა, წინ ხვადებს უშვებენ, შემდეგ კი – ძუებს.
* სიტყვა „ანტარქტიდა“ ნიშნავს დათვის საწინააღმდეგოს: ანტი – საწინააღმდეგო, არკტოს – დათვი.
* ჟან-ივ კუსტოს ოკეანოგრაფიული მუზეუმი მონაკოში მდებარეობს.
* პირველად ცხენებს მხოლოდ ერთი უზანგი ჰქონდათ, მარცხენა მხარეს – ასე უფრო ადვილი იყო ცხენზე შეჯდომა.
* ევროპელთა აზრით, ყველაზე მეტად მებაღეობით ინგლისელები არიან დაინტერესებულნი.
* მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოშვებულ „პეჟოს“ ავტომობილებს მოჰყვებოდა მათრახი ძაღლების მოსაგერიებლად.
* სავანებში ხშირად ნახულობენ ბზინვარებამდე გაპრიალებულ ტერმიტთა ბუდეებს – მათზე ზებრები გვერდებს იფხანენ.
* ჩინელთა შეიარაღებაში მშვილდ-ისრები ხმლებმა მეექვსე საუკუნეში შეცვალა.
* 1905 წელს გამოშვებულ ახალი ფირმის მანქანას, უხმაურო მოძრაობისა და ვერცხლისფერი შეფერილობის გამო „ვერცხლისფერი მოჩვენება“ დაარქვეს – „როლს-როისი“.
* სანფრანცისკოელმა მკვლევარმა დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი შეკრიბა. აღმოჩნდა, რომ დისკრიმინაცია სულაც არ იყო დამოკიდებული გარეგნობაზე, რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ ნიადაგზე, არც ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებაზე. ადამიანებს გამოარჩევდნენ და უარს ეუბნებოდნენ სამსახურზე, დაწინაურებაზე და ასე შემდეგ... ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
* გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიმჩნეოდა საშიში ტენდენცია – ხმელთაშუა ზღვის შეჭრა ჩრდილოეთ ეგვიპტეში. საუკუნის ბოლოს გარკვეულ რაიონებში ზღვა 30 კილომეტრით შეიჭრა ხმელეთზე, ეს კი აბდელ ნასერის დროს ასუანის კაშხლის აშენებამ გამოიწვია: ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ხელს უშლის ნილოსის დელტაში შლამის ჩამოტანას.