კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ეშენბახი: გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ამაყობს.

ტვენი: არსებობს სიცრუის სამი სახეობა – ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა.

ჭაბუა: უნიჭოებაზე საშიში ნიჭიერებაა.

სოლომონი: თუ გინდა, გყავდეს მეგობარი, შენ თვითონ უნდა იყო მეგობრული. არსებობს ძმაზე უკეთესი მეგობარი.

დეკარტი: მომეცით მატერია და მოძრაობა და მე შევქმნი სამყაროს.

კარამზინი: დიდი ხანია, ცხოვრებას ბობოქარ ოკეანეს უწოდებენ. ბედნიერია ის, ვინც კომპასით დაცურავს.

მაკიაველი: არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს.

არისტოტელე: მონას მონა ურჩევნია, ბატონს – ბატონი.

ჩესტერფილდი: მოთმინება ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ, ყოველ შემთხვევაში, ცუდად არ ვიცხოვროთ.

ტოლსტოი: ყოველთვის გვეჩვენება, რომ ჩვენ ვუყვარვართ იმის გამო, რომ კარგები ვართ. მაგრამ, ვერ ვხვდებით, რომ ჩვენ ვუყვარვართ იმიტომ, რომ ისინი არიან კარგები, ვისაც ვუყვარვართ.

დიკენსი: სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ აღსასრულამდე ვაჟკაცურად ვიცავდეთ.

დოსტოევსკი: იუმორი ღრმა გრძნობის ჭკუამახვილობაა.

ჰორაციუსი: ძუნწი უჭკუოსთან უფრო ახლოსაა.

ავრელიუსი: ადამიანებს უფრო მეტად უხარიათ დაკარგული საგნების პოვნა, ვიდრე მუდმივად მათი მფლობელობა.

ლიხტენბერგი: შეიძლება, არ გქონდეს დიდი ჭკუა და წერდე ისე, რომ დაწერილის გასაგებად სხვას დიდი ჭკუა დასჭირდეს.

ვოლტერი: ბრიყვია ადამიანი, რომელიც არ იცვლება.

ბალზაკი: სისულელე ორნაირია: მოლაყბე და მდუმარე.

მამარდაშვილი: გამოცდილება გვეუბნება, რომ ხანდახან და უფრო ხშირად ჩვენ ვიგებთ, რა გვდომებია, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სურვილი შეგვისრულდა და არა პირიქით. ისე ვართ მოწყობილი, რომ ჩვენი სურვილის საგანს ვიგებთ იმის შემდეგ, რაც სურვილი გაივლის გზას და აღსრულდება.

შექსპირი: ტრაბახა ადამიანების საერთო ხვედრია – ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩაცვივდებიან ხათაბალაში.

ბრიუიერი: ნამდვილი უბედურებაა, როცა კაცს ჭკუა არ ჰყოფნის საიმისოდ, რიგიანად ილაპარაკოს და არც ზრდილობა, რომ გაჩუმდეს. აი, საწყისი ყოველგვარი თავხედობისა.

პლატონი: აბსოლუტური უვიცობა სრულიად არ არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომლისაც ყველაფერზე მეტად უნდა გვეშინოდეს. ცუდად მონელებულ ცოდნათა დაგროვება უფრო უარესია.

მონტენი: ყველაზე გამოჩენილი ნიჭი უსაქმურობით იღუპება.

ბეკონი: ფილოსოფიის ზედაპირულობა ადამიანის გონებას ათეიზმისკენ ხრის, სიღრმე კი – რელიგიისკენ.

სტივენსონი: ფულისთვის ჩვენ თავისუფლებით ვიხდით.

როლანი: არაფერია ისე მიმზიდველი, როგორც ნებისყოფა, რომელიც ურჩ სხეულს ამარცხებს.

მოპასანი: ისე არაფერი აღელვებს და იპყრობს ქალის გულს, როგორც შეგრძნება, რომ ის უყვართ.


скачать dle 11.3