კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს



კითხვა: გავიგე, რომ გამოვიდა სპეციალური სანათი ბრელოკი, რომელიც ფეხით მოსიარულეს გზაზე გადასვლაში ეხმარება. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: არც ისე დიდი ხანია, რაც ერთერთმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ შექმნა სპეციალური ბრელოკი, რომელიც ისეთ სხივებს გამოსცემს, რომლის საშუალებითაც მძღოლი კარგად ხედავს გზაზე ფეხით გადამსვლელს. სხვათა შორის, გამოცხადდა კონკურსი, თუ რა დაერქმიათ ამ მოწყობილობისთვის. კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული და ბრელოკს დაერქვა „ბლიკერი“. „ბლიკ“ ინგლისურია და ქართულად „განათებას“ ნიშნავს.

კითხვა: როდიდან გამოდის ჰიბრიდული ავტომობილები?

პასუხი: ჰიბრიდული ავტომობილები უკვე დიდი ხანია, გამოსულია და მოხმარებაშიცაა. დღესდღეობით უკვე იმაზე მუშაობენ, რაც შეიძლება მეტად ეკონომიური გახადონ როგორც ბენზინის, ისე ელექტროენერგიის გამოყენებაში. 2012 წელს, „ვოლვო“ გამოუშვებს ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებს, რომლებიც ძალიან მოკლე მანძილზეც მოახერხებენ დენით დამუხტვას.

კითხვა: სულ ცოტა ხნის წინ გერმანიიდან ჩამოვიყვანე „გოლფ 3“ და, რა თქმა უნდა, შევცვალე ზეთი. ზეთის რაოდენობის მანიშნებელი ნათურა სულ ციმციმებს. მაღალი სიჩქარით სიარულისას კი, ავტომობილი ჩერდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: სხვათა შორის, მსგავსი პრობლემები სხვა მძღოლებისგანაც გამიგია. ეს ზეთის ბრალი იმ შემთხვევაში იქნება, თუ თქვენ აბსოლუტურად უვარგისი ზეთი გამოიყენეთ. თუ ზეთის ბრალი არ არის, მაშინ ძრავას სასწრაფოდ ესაჭიროება რემონტი.

კითხვა: იქნებ ამიხსნათ, რით განსხვავდება ახალი „აუდი A4 ოლროუდი“ მისი წინამორბედი მოდელისგან?

პასუხი: სტანდარტული „აუდი ავანტისგან“ განსხვავებით, „ოლროუდს“ 180 მილიმეტრით დიდი კლირენსი და უფრო განიერი მუხლი აქვს. ასევე, მთავარია ფუნქცია „იესპი“, რომელიც გზის საფარს ამოიცნობს („ოფროუდ დეტექშენ“) და თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ის, რომ „აუდი A4 ოლროუდი“ ოთხივე წამყვანი კვადროა, ამას ზედმეტი ლაპარაკიც აღარ სჭირდება.



გვერდი მოამზადა

სალომე გველესიანმა


скачать dle 11.3