რა გინდა… იცი?!
ფანტაზიაა, თუ რეალურად არის შესაძლებელი, შენი მეორე ნახევრის პოვნა?! იქნებ არავითარი „მეორე ნახევარი” არ არსებობს და ეს ყველაფერი ქალებმა მოიგონეს იმისთვის, საკუთარი ფანტაზიით შეთხზული ზღაპარი რომ დაეჯერებინათ?! შესაფერისი პარტნიორი უკვე არის ის, რაც გჭირდება. მთავარია, ზუსტად უპასუხო შეკითხვას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთია: „რა მინდა მისგან”, ანუ რისი მიღების იმედი მაქვს ამ ურთიერთობისგან და კონკრეტულად, ამ ადამიანისგან. მაგალითად, თუ სურვილი გაქვს, მამაკაცმა ფუფუნებაში გაცხოვროს, შენი „გმირი” ხელმოცარულთა შორის არ უნდა ეძებო. ჯადოსნური ჯოხი არ გაქვს, რომ ხელის ერთი აქნევით მდიდარ უფლისწულად, ან ნავთობმაგნატად გადააქციო.
მერე წუწუნს და პრეტენზიებს, თავიდანვე კარგად გათვალეთ და გაიანგარიშეთ მისი ფინანსური შესაძლებლობები. უხეში და ზარმაცი ყოველთვის ასეთად დარჩება. ნერვული და ეჭვიანი „მერე” ვერ დამშვიდდება, რომანტიკოსი რეალისტად ვერ გადაიქცევა. ისევე, როგორც პრაგმატულად მოაზროვნე ვერ შეძლებს ფანტაზიებში ფეხი აგიწყოთ.
ერთი სიტყვით, ზოგი მამაკაცი იბადება ნიჭით, იყოს კარგი ქმარი და მეოჯახე. თუმცა, ქალსაც შეუძლია, მასში ეს უნარი გააღვიძოს.
თუ განათლებული მამაკაცი გინდათ, გვერდით გყავდეთ, დაკმაყოფილდით ამ ერთი ღირსებით, რადგან ყველაფერი ერთად არ არის.
ჭკვიანმა ქალმა ესეც იცის და ისიც, – რა უნდა.