კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულის სქესი

როგორ გგონიათ, სიყვარულს სქესი აქვს? – ალბათ აქვს. ალბათ, კი არა, ნამდვილად აქვს. თუკი მამაკაცი პლანეტა მარსიდან არის, ქალი კი – პლანეტა ვენერას პირმშოა, მათი სიყვარულიც აუცილებლად განსხვავებული იქნება.

დააკვირდით, და განსხვავებებს თქვენ აღმოაჩენთ. მაგალითად, გინახავთ, შეყვარებული ქალი ჩუმად იჯდეს? – წარმოუდგენელია. ის სულ ლაპარაკობს. თვალებაციმციმებული და სახეგაბრწყინებულია. უნდა, მისი სიყვარულის შესახებ ყველამ გაიგოს – ყველამ იცოდეს, როგორი ბედნიერია. რას აკეთებს ამ დროს შეყვარებული მამაკაცი? – ის დუმს. თევზივით პირში წყალს იგუბებს. სამაგიეროდ, იწყებს აქტიურობას. ცდილობს, თავის რჩეულს თავი მოაწონოს. საჩუქრებით, სიურპრიზებით გაანებივროს და გული გაუხაროს.

აქედან დასკვნა, არ ენდოთ მამაკაცს, რომელიც ბევრს ლაპარაკობს თავის სიყვარულზე. იცოდეთ, რომ რეალურად ის არც არის შეყვარებული. უბრალოდ, კარგად იცის, რისი მოსმენა უნდა ქალს მამაკაცისგან. დახელოვნებულია „სასიყვარულო საქმეებში”. უმჯობესია, კაცმა საქმით დაგიმტკიცოთ თავისი გრძნობა. რა თქმა უნდა, სიყვარულის სიტყვებით დასაბუთებაც არ არის ურიგო. ქალს მაინც „ყურებით” უყვარს, მაგრამ ცარიელი სიტყვები ძალიან მალე გაჰყვება ქარს, დარჩებით მოტყუებული და იმედგაცრუებული.

შეყვარებულ ქალს ხშირად ეცვლება ემოციური განწყობა, თანაც უმიზეზოდ. ის ხან მშვენიერ განწყობაზეა და ღიღინებს, ხან ცრემლებს ღვრის და სლუკუნებს. თვითონაც არ იცის, რატომ. მამაკაცს ასეთი სიტუაციები აბნევს, ჩიხში შეჰყავს და აღიზიანებს. მას სიმარტივე უყვარს და უნდა, ყველაფერი ხელისგულივით ჩანდეს. მაგალითად, ქალს შეუძლია, წინასწარ იტიროს იმაზე, რაც შესაძლოა, ხვალ მოხდეს, ან საერთოდ არც მოხდეს. „დღეს კი ერთად ვართ, მაგრამ მერე რა იქნება?!” – წარმოიდგინეთ, ამ დროს მამაკაცის გაღიზიანება და შოკი. თუმცა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ერთნაირები ვერასოდეს ვიქნებით, ვერც ერთნაირად გვეყვარება. მაგრამ, ერთი რამ აუცილებლად უნდა დავიხსომოთ: თუ გვინდა, ერთმანეთს გავუგოთ, უნდა შევეცადოთ, გავითავისოთ პრინციპი, რომლითაც ჩვენი პარტნიორი ცხოვრობს.


скачать dle 11.3