კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორი ნიადაგი შევურჩიოთ ჰიფენეს და რამდენ ხანში ერთხელ გამოვუცვალოთ ის მას?

პასუხი: ამ მცენარის ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თითო წილი ფოთლის მიწა და ტორფი, ორი წილი ნაკელი და სამი წილი ჩვეულებრივი მიწა. ზაფხულობით ეს ნიადაგი გაამდიდრეთ საკვები ნივთიერებებით: კალიუმით, ფოსფატითა და აზოტით. ეცადეთ, ზრდასრული მცენარის გადარგვაზე თავი შეიკავოთ, რადგან შესაძლებელია, მას მთავარი ფესვთა სისტემა დაუზიანდეს და დაიღუპოს. მიწის გამოცვლის ნაცვლად, შეგიძლიათ ზემოდან აიღოთ ნიადაგის ერთი მესამედი და შეავსოთ ახალი ნიადაგით.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს პანდანუსი?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ნათელი ან ნახევრად ჩრდილიანი ადგილი. მოსწონს მდიდარი ნიადაგი და ზაფხულში მისთვის სასურველი ტემპერატურაა 26-28 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია. პანდანუსი დადგით ისეთ ადგილას, სადაც დილის და საღამოს მზე მოხვდება. ზაფხულში მცენარე ხშირად ჩამორეცხეთ ან წვიმაში გადგით, რომ ფოთლები ჩამოებანოს. ამ მცენარეს კვება წელიწადში მხოლოდ ერთხელ სჭირდება და მისი გამოკვება შეგიძლიათ ნაკელის მიწაში შეტანით. ეცადეთ, მცენარე ორ წელიწადში ერთხელ გადარგოთ და ფესვიც არ შეჭრათ, რადგან მცენარე კვდომას დაიწყებს.

კითხვა: პრეტენზიული მცენარეა თუ არა, კურკულიგო და როგორ გარემოში გავზარდოთ ის?

პასუხი: კურკულიგო პრეტენზიულია, რადგან არც ადგილის შეცვლას ეგუება და არც ხშირ გადარგვას. მცენარეს კარგი სინათლე, მზიანი და ნათელი ადგილი სჭირდება. კურკულიგო მოათავსეთ ისეთ ადგილას, რომ ამომავალი და ჩამავალი მზის სხივები ხვდებოდეს. ზამთარში დადგით ფანჯარასთან, რომ ფოტოსინთეზისთვის კარგი საშუალება ჰქონდეს. მცენარის ზაფხულის ტემპერატურა უნდა იყოს 20-28 გრადუსი, ხოლო ზამთრის – 18-22 გრადუსი. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეს ზამთარში ტემპერატურის ცვალებადობა არ უყვარს. ამიტომ, შეეცადეთ, ერთნაირი ტემპერატურა შეუქმნათ ბინაში. ზაფხულის სეზონზე მცენარე შეგიძლიათ, გარე პირობებში ამყოფოთ. ამ დროს მას არ უყვარს ნიადაგის გამოშრობა და სასურველია ყოველ მეორე დღეს მორწყათ, ზამთარში კი – 10-12 დღეში ერთხელ. ნუ ეცდებით, მცენარის გასხვლას ან ფოთლების შეკვეცას. ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზი ფესვები აქვს. მისი გადარგვა მხოლოდ გვიან შემოდგომაზეა შესაძლებელი.


скачать dle 11.3