კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გამწვავებაა მოსალოდნელი ძაღლებში ზამთრის ცივ დღეებში და როგორ შევუქმნათ მათ სათანადო კომფორტი

თუ სახლში გყავთ ძაღლი და მასზე ზრუნავთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, გააორმაგოთ მისდამი ყურადღება და არ გამოგრჩეთ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მოგვიანებით გართულებას გამოიწვევს. ამ საკითხთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილისგან შეიტყობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელია ქრონიკული დაავადებების განსაკუთრებით კი, სახსრების დაავადებების გამწვავება. ესაა ართრიტები და ოსტეოართროზები, რომელთაგანაც ოსტეოართროზი უფრო ხშირად გვხვდება ზამთრის პერიოდში, რადგან ამ დაავადებისთვისაა დამახასიათებელი წელიწადის ცივ პერიოდში გამწვავება.

ართრიტი, იგივე ოსტეოართროზი, ძაღლებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ეს არის სახსრის ხრტილის დაზიანება, რომელიც შეიძლება, იყოს ინფექციური ან რევმატოლოგიური ხასიათის. უფრო ხშირია ოსტეოართროზი, რომელიც გამოწვეულია სასახსრე ხრტილის ჰილინური ქსოვილის გადაგვარებით. რა თქმა უნდა, ამ დროსაც მიმდინარეობს ანთებითი პოცესები, მაგრამ ართრიტი ასეპტიკური ხასიათისაა, ანუ არაა გამოწვეული ინფექციით და რევმატიული პროცესებით.

– ოსტეოართროზს რაც შეეხება?

– ოსტეოართროზის გამომწვევი მიზეზები შეიძლება მრავალნაირი იყოს. სასახსრე ხრტილის დეგენერაცია, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ტრავმის შემდგომ, მაგალითად, სახსრის შიდა მოტეხილობების შემდეგ; ასევე, ძაღლებში მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების დისპლაზიების დროს, როცა ოსტეოართროზის ჩამოყალიბება თითქმის გარდაუვალია. ასევე, მუხლის სახსრის ოსტეოართროზი გამოწვეულია ხშირად წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების შემდეგ. მხრის სახსრის დაზიანების შემდეგ კი მხრის ოსტეოართროზი ყალიბდება; ხშირად, ოსტეოართროზი ლეკვობაში გადატანილი ოსტეოქონდრიტის შედეგია, რაც სასახსრე ზედაპირის ოსტეომილების ზრდის პათოლოგიაა.

– რით ვლინდება ოსტეოართროზი, ანუ, რა არის მისი მანიშნებელი?

– ოსტეოართროზის გამოვლინება ხდება, პირველ ყოვლისა, კოჭლობით. თუ ცხოველი დიდხანს არ მოძრაობს, კოჭლობის ხარისხი მაღალია, სიარულის დროს კი თანდათან მცირდება. დაავადების გამწვავების დროს ცხოველი კოჭლობს დაკიდებული კიდურით. თუ ძაღლი დიდხანს კოჭლობს, შეიძლება, კუნთების ატროფიაც კი განვითარდეს და ასეთ დროს ავადმყოფი კიდური წვრილდება. უფრო დაწვრილებით დათვალიერების დროს დაავადებული სახსარი უფრო გამსხვილებულია. პალპაციის დროს შეიმჩნევა სახსრის ორგანული გადაგვარება, მტკივნეულობა და ხანდახან კრეპიტაცია ანუ ტკაცუნი.

– შესაძლებელია ოსტეოართროზის განკურნება?

– სამწუხაროდ, ოსტეოართროზის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. რადიკალური მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სახსრის შეცვლა ხელოვნური ინპლანტანტით, ენდოპროთეზირებით, რომელიც ძაღლებში კეთდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არააა ხელმისაწვდომი. კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი ქონდროპროტექტორული მოქმედება (რაც სუსტად ამუხრუჭებს ოსტეოართროზის განვითარებას). ამ პრეპარატების თვითნებურად დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან მათ ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები.

თუ თქვენი ცხოველი კოჭლობს, ამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რომელიც გამოიკვლევს თქვენს ცხოველს და შეიძლება გამოიყენოს გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენოგრაფირება, რის საფუძველზეც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაუნიშნავს თქვენს ცხოველს საჭირო პრეპარატს საჭირო დოზით.

გარდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, ასევე, არსებობს ოსტეოართროზის სამკურნალო სხვა საშუალებებიც. ქონდროპროტექტორები, რომლებიც წარმოადგენენ გლუკოზინამიდებს, ქონდრიტინებსა და ჰიალინის მჟავებს. ეს ნივთიერებები ხრტილოვანი ქსოვილის საშენი მასალაა. ასევე, გამოიყენება სხვადასხვა სახის ჰომეოპათიური პრეპარატები, რომლებიც შეჰყავთ ინტრაარტიკულარულად, სახსარში, ვენაში ან პეროლარულად. მკურნალობის კურსი ამ დროს უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა სახის პრეპარატების გამოყენების დროს და ეფექტიც საკმაოდ ნელა ვლინდება.

ოსტეოართროზის სამკურნალოდ, ასევე, გამოიყენებენ ჰორმონალურ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, – სტეროიდებს, რომელთა გამოყენებაც ართროზის სამკურნალოდ მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან ის ახდენს ორგანიზმის ჰორმონალური სისტემის დარღვევასა და ორგანიზმის იმუნური დამცველობითი სისტემის ფუნქციის დაქვეითებას. მისი მოქმედების დადებით ეფექტად ითვლება ის, რომ ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსის ხარჯზე, ოსტეოართროზის მკურნალობისას, იძლევიან შედარებით სწრაფ შედეგს, ვიდრე სხვა პრეპარატები.


скачать dle 11.3