კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება მითხარით, სტანდარტის მიხედვით რა ფერის თვალები უნდა ჰქონდეს ძაღლს, რომ ის უფრო გამძლედ ჩაითვალოს?

პასუხი: ყოველთვის უკეთესია, თუ ძაღლს მუქი ფერის თვალები აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, ასეთი ძაღლები დიდხანს ცოცხლობენ. ჩრდილოეთის ძაღლებს, ხშირ შემთხვევაში, ცისფერი თვალები აქვთ, რაც სტანდარტის მიხედვით, დასაშვებია. არის ჯიშები, სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ – შეიძლება, ერთი ყავისფერი, ხოლო მეორე ცისფერი ჰქონდეთ. ეს გენეტიკური გადახრაა და სელექციონერები ცდილობენ, ასეთი ძაღლები გამრავლებაში არ შეიყვანონ.

კითხვა: ჩემი ძაღლი ინფექციური ენტერიტით იყო დაავადებული. მართალია, გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას შემდეგ ჩვეულ ფორმაში ვერ ჩადგა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ძაღლი აუცილებლად უნდა აჩვენოთ ვეტერინარს, რადგან ამ კითხვაზე ზეპირად პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი. საერთოდ, როცა ძაღლი გამოჯანმრთელებას იწყებს, სწორედ მაშინ იჩენს თავს სხვა პრობლემებიც. მაგალითად, დაუშვებელია, ძაღლმა, რომელიც ერთი კვირა საჭმელს არ ჭამდა ერთბაშად, ყველაფრის ჭამა დაიწყოს. პატრონი ამ დროს ჩვეულებრივ აძლევს საჭმელს. მას ავიწყდება, რომ კუჭ-ნაწლავის კედელი ძალიან თხელია და მძიმე საკვები მას ხევს. იწყება პერიტონიტი და ძაღლი იღუპება. თუ თქვენი ძაღლი მართლა ძალიან გიყვართ, ასეთი დაავადების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დიეტაზე უნდა გყავდეთ და აშიმშილოთ. მას უნდა მისცეთ ბრინჯის ნახარში, ასევე ყოველდღიურად შეიძლება, ორცხობილის მიცემა. თანდათან ბრინჯში დაუმატეთ ცოტ-ცოტა გაქნილი ქათმის ხორცი. გარკვეული დროის შემდეგ კი ჩვეულ კვებას დაუბრუნეთ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიიღოთ ვეტერინარისგან.

კითხვა: მაინტერესებს, ყველაზე კარგი მცველები რომელი ჯიშის ძაღლები არიან?

პასუხი: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლებს ვიყენებთ ძირითადად, როგორც ქონების, ისე საკუთარი თავის დასაცავად. ასეთებია: კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან პატრონის დაცვაზე, შედარებით უცხო ადამიანებისადმი მიმართ კი გულგრილნი არიან, არ ენდობიან. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. ასეთ შემთხვევაში კი მაგალითად, კანე კორსომ შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავთ, დაიყეფება და თქვენსკენ წამოვა, მაგრამ მაქსიმუმ, შეიძლება, გიკბინოთ და ეს კბენაც გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში, მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს.


скачать dle 11.3