კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ხშირად მიშუპდება ქუთუთოები და თვალების ქვეშ მოლურჯო ნახევარწრეები მიჩნდება. ანალიზები გავიკეთე და ორგანული არაფერი მჭირს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ ანალიზების პასუხები დადებითია, მაშინ თქვენი პრობლემა არასწორი დღის რეჟიმით არის გამოწვეული, ანუ: იძინებთ გვიან და დგებით ადრე; ძილის წინ სვამთ ბევრ წყალს და ვახშმობთ ნოყიერი საკვებით, არასწორად გაქვთ შერჩეული სასთუმალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, უნდა დაწვეთ ცოტა უფრო ადრე, იძინოთ მინიმუმ 7-8 საათი, ძილის წინ გამორიცხეთ ვახშამი და სითხის მიღება, შეარჩიეთ მოხერხებული სასთუმალი. დილით კი, გაღვიძებისთანავე, დაიბანეთ პირი გრილი წყლით პიტნის ან გვირილის ნაყენის ყინულის კუბიკით გაიწმინდეთ მთელი სახე. თვალების გარშემო კი წაისვით შეშუპებისა და შავი წრეების საწინააღმდეგო სპეციალური დამატენიანებელი კრემი.

კითხვა: ვარ 36 წლის. როგორ უნდა მოვიქცე, რომ უფრო ფერიანი და ახალგაზრდული ტუჩები მქონდეს?

პასუხი: ყოველ საღამოს, ძილის წინ აიღეთ კბილის რბილბეწვიანი ჯაგრისი და წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ ტუჩები, შემდეგ ცივი წყალი შეიშხაპუნეთ, შეიმშრალეთ და წაისვით ტუჩის ბალზამი.

კითხვა: ამ ბოლო დროს მიუხეშდება ქუსლები. არსებობს თუ არა რაიმე შინაურული მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

პასუხი: ყოველ საღამოს გაიკეთეთ ზღვის (ან ჩვეულებრივი) მარილის აბაზანა. შემშრალებისთანავე კარგად შეიზილეთ გლიცერინი, რომელშიც წინასწარ გაურევთ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს, ჩაიცვით შალის ან ბამბის წინდები და ისე დაწექით დასაძინებლად.

კითხვა: როდის ჯობია სახეზე სკრაბის გაკეთება?

პასუხი: სკრაბის გაკეთება ჯობია დაძინებამდე 2 საათით ადრე, რადგან სკრაბის შემდეგ კანი ღიზიანდება. ღამის განმავლობაში კი (თანაც, ძილის დროს) გაღიზიანება გაივლის და დილით ხავერდივით ნაზი კანი გექნებათ.


скачать dle 11.3