კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ვტყუვდებით ნაწილის შეძენისას



ყველა მძღოლისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტომობილისთვის ხარისხიანი ნაწილის შერჩევა, ნორმალურ ხელოსანთან მიყვანა. როდესაც ავტომობილის რომელიმე დეტალი ფუჭდება, იწყება ახლობლებთან რეკვა, გამოკითხვა: სად ვიყიდო, სად უფრო იაფია, სად არ მომატყუებენ. არსებობს რამდენიმე ხერხი, რომლებითაც მძღოლებს თავად შეუძლიათ დეტალების ავკარგიანობის გარკვევა.

გიგა ლორთქიფანიძე: ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენი მძღოლები თავად ცდილობენ თავის მოტყუებას და ვითომ კარგი ხარისხის ნაწილის იაფად შეძენას. ორიგინალი დეტალია, მაგრამ იაფი ღირს – ასეთი რამ არ არსებობს. კარგ ხარისხში ყოველთვის გიწევს უფრო მეტის გადახდა, თუმცა, შესაძლოა, აქაც იყოს პატარა გაურკვევლობები. სულ მესმის და მეცინება ხოლმე, როდესაც მძღოლები ამბობენ, არ მინდა თურქული, ორიგინალი ნაწილი მირჩევნიაო. არადა, სწორედ თურქეთია ის ქვეყანა, რომელიც მსხვილი ავტომწარმოებლების დიდი უმრავლესობისთვის ამზადებს დეტალებს ანუ იქ მზადდება ორიგინალი ნაწილები „მერსედესისთვის“, „პეჟოსთვის“ და სხვა ავტომანქანებისთვის. რა თქმა უნდა, თურქეთშივე ამზადებენ პატენტ ნაწილებსაც, ისევე, როგორც გერმანიაში და მისი ორიგინალურისგან გარჩევა არცთუ ისე ძნელია. მაღალი ხარისხის ნაწილს ვიზუალურად ემჩნევა სიკარგე. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმ კოდებსა და ციფრებს, რომლებიც ნაწილებს აწერია. ანუ, ის აზრი, რომ, მთავარია, ორიგინალ ნაწილს რაღაცეები ეწეროს, მცდარია. კოდები და ციფრები არაორიგინალ ნაწილებსაც აწერია.

– ანუ, მათი გარჩევის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური მხარეა?

– არის ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ აქვს წარწერები და ის მართლა გადასაგდებია, არაფრად ვარგა. ზოგადად, კოდთან ერთად მწარმოებელიც უნდა ეწეროს. თუ, ვთქვათ, „მერსედესის“ ნაწილი გვინდა, მას შესაძლოა, არ ეწეროს „მერსედესი“ და აბსოლუტურად სხვა კომპანიის დასახელება ეწეროს. მწარმოებელი ფირმების ქექვა და მათი ზუსტი წარმომავლობის დადგენა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, უმჯობესია, აქცენტი ვიზუალურ მხარეზე გადაიტანოთ და იმის მიხედვით გაარკვიოთ რა ხდება: ის არ უნდა იყოს უშნოდ მოჭრილი, უსწორმასწოროდ გაკეთებული, არ უნდა ჰქონდეს წანაზარდები. თუ, ვთქვათ, დეტალი რეზინისაა, არ უნდა იყოს გამომშრალი რეზინი, რომელიც უკვე იფშვნება, შეამოწმეთ მისი დრეკადობა. კარგი ნაწილი იმით განსხვავდება ცუდისგან, რომ ის მაღალტექნოლოგიურად არის დამუშავებული, ძვირად ღირებულ ჩარხებზე მოჭრილი.

– შეიძლება საგარანტიო ფურცლის ნდობა?

– ყველა მძღოლისთვის ცნობილია, რომ, როდესაც ნაწილს იძენს, მას აუცილებლად უნდა მოჰყვებოდეს საგარანტიო ფურცელი საგარანტიო ვადით. გამყიდველებისგან ხშირად გამიგია: როგორ ითხოვ სავალი ნაწილის გარანტიას, რა ვიცი, შენ რას მოაწევო. ასე არ არის და, ამიტომ შეგიძლიათ, შეედავოთ. ახალ ნაწილს ვერაფრით ვერ გააფუჭებ, რა თქმა უნდა, ავტოსაგზაო შემთხვევას არ ვგულისხმობ. როგორც არ უნდა დაატანო ძალა ყუმბარებს, ადგილიდან სწრაფად დაძრა, მოსახვევში დიდი გაზი მისცე, ახალ და მაღალხარისხიან ყუმბარას ვერ ჩაშლი. შეიძლება, ცვეთა დაიწყოს, მაგრამ მაინც დიდხანს იმუშავებს. ერთადერთი, შესაძლოა, გაგიფუჭდეთ ამორტიზატორები, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე „ტრამპლინი“ შეგხვდათ და მაღალი სიჩქარით აფრინდით და დაფრინდით. სამაგიეროდ, არ უნდა გაფუჭდეს ის ნაწილი, რომელზეც ამორტიზატორია დამაგრებული, ეგრეთ წოდებული „შარავოები“. ამიტომ, მისი შეძენისას აუცილებლად მოითხოვეთ გარანტია.

– ეს ნიშნავს, რომ საგარანტიო ფურცელი მოჰყვება ყველა დეტალს, მიუხედავად იმისა, სად შეიძენ მათ?

– რა თქმა უნდა, ყველგან, ბაზრობა იქნება ეს, პატარა მაღაზია თუ ოფიციალური სერვის-ცენტრი. ამიტომ, შეგიძლიათ, პირდაპირ მოითხოვოთ საგარანტიო ფურცელი ნაწილის ბაზრობაზე შეძენის დროსაც. კიდევ ერთი საკითხი: ხშირად მეკითხებიან, ერთი რომელიმე დეტალის დაზიანება იწვევს თუ არა სხვა ნაწილების გაფუჭებას. რა თქმა უნდა, იწვევს ავტომობილში ისეა ყველაფერი ერთმანეთთან შეწყობილ-აწყობილი, რომ ერთი რომელიმე დეტალის დაზიანება, ძირითად შემთხვევებში, სხვა ნაწილებსაც აზიანებს. ერთი მომენტიც არის: ვთქვათ, თუ სავალ ნაწილში რამე გაფუჭდა, მაგალითად, ყუმბარა, მხოლოდ ყუმბარას აკეთებენ, არადა, ჯობია, ის მთლიანად შეიცვალოს – თავისი ბუდით, „პილნიკებით“ და ამბებით.

დღესდღეობით დეტალების დიდი ნაწილი ჩინეთიდან და იაპონიიდანაც ჩამოაქვთ. იაპონურ ხარისხში ეჭვს ვერ შევიტან, მაგრამ ჩინური საშუალო დონეა, რომელსაც მაინც უნდა გადამოწმება.


скачать dle 11.3