კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამდღიანი დიეტა განტვირთვისთვის

თითქმის ორკვირიანი ნადიმებისა და ნაყროვანების შემდეგ, ნამდვილად არ გაწყენთ სამდღიანი განტვირთვის დიეტა, რომელიც, გარდა იმისა, რომ დაგროვილ ცხიმებსა და წიდებს გამოდევნის ორგანიზმიდან, ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით აგავსებთ. შესაბამისად, ენერგიასა და ხალისს შეგმატებთ.

პირველი დღე – ხუთჯერადი კვება (საათობრივი რეჟიმი თვითონ შეადგინეთ). თითო ჯერისთვის, უშუალოდ ჭამის წინ, წვრილად დაჭერით 1 ცალი მწვანე ვაშლი, რამდენიმე ღერი ნიახური, დაამატეთ 100 გრამი იოგურტი, ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიირთვით.

შუალედებში დალიეთ მწვანე ჩაი, პიტნის ჩაი (ორივე უშაქროდ) ან გაზგასული მინერალური წყალი (დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 2 ლიტრამდე სითხე).

მეორე დღე – ოთხჯერადი კვება (საათობრივი რეჟიმი თვითონ შეადგინეთ). მოამზადეთ სალათა შემდეგნაირად: წვრილად დაჭერით 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 2 ცალი მწვანე და 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი კიტრი, 200 გრამი უმარილო ყველი, თითო კონა კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი, დაუმატეთ 1 ცალი გახეხილი სტაფილო, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაწურეთ ნახევარი ლიმონი, კარგად ამოურიეთ და გაყავით ოთხ ტოლ ნაწილად. თითო ჯერის მირთმევის შემდეგ, დააყოლეთ ახალგაწურული ვაშლის, ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენი.

მესამე დღე – მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 1 კილოგრამი ვაშლი, 1 კილოგრამი გრეიპფრუტი და 2 ლიტრამდე სითხე: პიტნის ჩაი, მწვანე ჩაი, გაზგასული მინერალური წყალი ან ახალგამოწურული ხილის წვენი.


скачать dle 11.3