კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აერია თიკა მახალდიანს დღე და ღამე და ვის ჰგონია ის „სტერვა“ და მკაცრი ადამიანი

მომღერალი თიკა მახალდიანი, საკმაოდ აქტიური ადამიანია. მიუხედავად ამისა, რომ, როგორც თავად აღნიშნა, ზარმაცია, სიმღერაში ხელს ეს ნამდვილად არ უშლის. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ სიმღერები, რომლებსაც ის მღერის და მსმენელს ძალიან მოსწონს, მხოლოდ რამდენჯერმე აქვს სახლში ნამღერი და სხვებისგან განსხვავებით, მათ მომზადებას არცთუ ისე დიდ დროს უთმობს.

– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– რაც სწავლა დავამთავრე, სექტემბრიდან ძალიან გავზარმაცდი. საერთოდ ამერია დღე და ღამე – როდის ვიძინებ და როდის ვიღვიძებ უკვე აღარ ვიცი. ეს კი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ყველა მეჩხუბება, დროზე დაწექიო, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიძინებ.

– სად მღერი ამჟამად?

– ადრე „მარჯანოვში” და „სითიში” ვმღეროდი, მაგრამ ახლა ოფიციალურად აღარსად ვარ. არც ვმუშაობ და ამიტომ, ცხოვრების სტილი და დღის რეჟიმი არეული მაქვს.

– მიუხედავად ყველაფრისა, აქტიურ ადამიანებს მიეკუთვნები.

– კი, ასეა. სულ სადღაც ვარ, სახლში ვერ ვჩერდები, ვერთობი.

– პასიურ ადამიანებთან თუ შეგიძლია მეგობრობა?

– ისეთს არავის ვიცნობ, ყოველდღე რომ პასიურია და ცხოვრებაში ყველაფერი ეზარება. არის დღეები, როცა მეც ბევრი რამ მეზარება და სახლში მირჩევნია ყოფნა.

– ყოველთვის ხვდები, სხვა როგორაა შენ მიმართ განწყობილი?

– კი. სხვათა შორის, ადამიანების ამოცნობა ადვილად გამომდის. შევხედავ თუ არა, ვატყობ როგორია. ბევრი ჩემი მეგობრისთვისაც მითქვამს, ძალიან დიდი ბოდიში, მართალია, შენი მეგობარია, მაგრამ რაღაც არ მომწონს-მეთქი. ამის გამო, ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ მალე აღმოჩენილა, რომ მართალი ვყოფილვარ.

– იმ შემთხვევაში რას აკეთებ, როცა გრძნობ, რომ ადამიანი შენს მიმართ გულწრფელი არ არის. იმჩნევ ამ ყველაფერს?

– გააჩნია ვინ არის. მეგობარი ამას არც გამიკეთებს. საერთოდ, პირდაპირი ვარ და, თუ მივხვდი, რომ ვინმე მატყუებს, ამას აუცილებლად ვეტყვი. გულში ჩადება არ შემიძლია. ეს შეიძლება, ცუდიც არის, რადგან გაბრაზებულ გულზე ავფეთქდები-ხოლმე და ყველაფერს მივაყრი. ყველა მეუბნება, ჯერ დაწყნარდი და მერე უთხარი, თუ რამის თქმა გინდაო.

– ანუ, ფეთქებადი ხარ.

– კი. თუ გავბრაზდი, ძალიან ფეთქებადი ვარ.

– ყველა ჟანრში შეუდარებელი ხარ და კარგად მღერი. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ? ანუ, რასაც აკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად აკეთებ?

– არა. საქმეც ისაა, რომ არც სიმღერის დროს ვიკლავ თავს, სიმართლე რომ გითხრათ. ყველას ჰგონია, სახლში სიმღერის სწავლით თავს ვიკლავ, მაგრამ ასე არ არის. ორჯერ წავიღიღინებ, ისიც ხმადაბლა და მორჩა. ბევრს მართლა არ ვმეცადინეობ. დედაჩემსაც უკვირს, ასე ჩურჩულით როგორ სწავლობ სიმღერებსო.

– სიმღერის გარდა, კიდევ რისი ნიჭი გაქვს?

– მგონი, არაფრის, არ ვიცი. პრინციპში, ცეკვა შემიძლია, მოქნილი ვარ. დანარჩენი რა... არც ქსოვა ვიცი, არც კერვა, არც ასეთი რაღაცეები. ძალიან მინდა, რომ კარგად ვხატავდე, მაგრამ ძალიან უნიჭო ვარ ამაში. მადლობა ღმერთს, რომ სიმღერის ნიჭი მაქვს და ამით შემიძლია, ჩემი ემოციის გამოხატვა.

– თითქმის ერთი წელია, გარეგნული იმიჯი საგრძნობლად შეიცვალე. შეიძლება, ერთი შეხედვით, ვინმემ ვერც კი გიცნოს. ეს ექსპერიმენტი მართლაც წარმატებული გამოგივიდა. საერთოდ, ადამიანი სანამ რამეს გარისკავს, დიდხანს ფიქრობს, ღირს თუ არა. შენ?

– ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ჯერ მეუბნებოდნენ, ადრეა, პატარა ხარო, ზოგი აზრის შეცვლას მირჩევდა. კარგია, რომ არავის დავუჯერე. არავის ეგონა, ასეთი კარგი ცხვირი თუ გამოვიდოდა. სარკეში რომ ვიყურები, იმდენად ბუნებრივია, ხანდახან მეც არ მჯერა ოპერაცია თუ გავიკეთე. თითქოს, თავიდანვე ასეთი იყო. ყველა მეუბნებოდა, სახასიათო ცხვირი გაქვს, ხელი არ ახლოო, მაგრამ არ მინდოდა ეს სახასიათო ცხვირი და რა ვქნა?

– თმის ფერიც შეიცვალე.

– თმა ცოტა ხნის წინ გავიღიავე.

– ანუ, როცა სარკეში იყურები, საკუთარი თავი გაცილებით უფრო მოგწონს ვიდრე გასულ წელს.

– კი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, თუ ადამიანს საკუთარი გარეგნობის შეცვლის სურვილი აქვს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, ამაში ცუდი არაფერია.

– ხშირად აღწევ დასახულ მიზნებს?

– ხშირად ვაღწევ თუ არა, არ ვიცი, რადგან ზარმაცი ვარ. მაგრამ, თუ რამე სერიოზულად დავისახე მიზნად, გამტანი ვარ და ვაღწევ.

– მოკლედ, საკუთარი თავი უზარმაცეს ადამიანად გამოიყვანე.

– ზარმაცი ვარ, მაგრამ ნიჭიერი (იცინის).

– როგორია რეალურად თიკა მახალდიანის პიროვნება, ისეთივე როგორიც გარედან ჩანს?

– ბევრი მეუბნება, სანამ გაგიცნობდი, ძალიან უხასიათო და მკაცრი მეგონეო. შეიძლება, მართლა ასეთი ვჩანვარ, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან გულუბრყვილო და ალალი ვარ. არც „სტერვა” ვარ – როგორიც ვჩანვარ და არც – მკაცრი.

– რაზე არასდროს იტყვი უარს?

– სიმღერაზე არასდროს ვიტყვი უარს. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ეს რომ გავაკეთო.

– რა პროფესიის ხარ?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ჯერჯერობით ასეა და მერე თუ მომინდება, რაღაცას ვიზამ. ჯერ სიმღერაში მინდა, ბევრი რამ გავაკეთო და დიდ წარმატებას მივაღწიო, მერე კი, ვნახოთ.

– ადვილია შენი გულის დაპყრობა?

– ბავშვობიდან რაღაცნაირი ვიყავი, არავინ მომწონდა და ახლაც ასეთი ვარ.

– თაყვანისმცემელი ბევრი გყავს, ალბათ.

– არიან, მაგრამ ჯერ ისეთი არავინ გამოჩენილა. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ველოდები, მაგრამ არც ისეთია ვინმე, სერიოზულად რომ მომეწონოს.

– აბეზარი თაყვანისმცემლები გყავს?

– არა, არავის შევუწუხებივარ. შეიძლება, არ ვუპასუხო, თუ „ფეისბუქზე” მომწერა. პრინციპში, დღეს აღარც არიან ისეთები, შენ გამო თავს რომ გაიგიჟებენ. ჩემი აზრით, ეს გოგონების ბრალია, რადგან ბიჭები აქტიურმა გოგოებმა გაატუტუცეს. აქტიური გოგოები არ მიყვარს. გოგო ხარ და ცოტა უნდა დაწყნარდე, ბიჭს იქით არ უნდა შეეხვეწო. ასეთ რაღაცეებზე ძალიან ნერვები მეშლება. შენი ადგილი უნდა იცოდე.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც მოგეწონება?

– უპირველესად მამაკაცი კაცური უნდა იყოს, რაც, ჩემი აზრით, დღეს ნაკლებად არის. ბოდიში, ასე რომ ვილანძღები (იცინის), მაგრამ რა ვქნა, ასეა, პირდაპირი ადამიანი ვარ. მამაკაცი, რა თქმა უნდა, ჯენტლმენი უნდა იყოს, ქალს პატივის სცემდეს. იცოდეს, ვისთან როგორ მოიქცეს. უზრდელი ადამიანი მე კი არა, არავის მოსწონს. არც ძალიან პროფესორი და დიპლომატი მომეწონება. მამაკაცს ყველაფერი შესაბამისი დოზით უნდა გაეგებოდეს – ქუჩაც, ოჯახიც და ასე შემდეგ. ქალიშვილი ბიჭები არ მომწონს.

– ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნე, რომ ზარმაცი ხარ. გამომდინარე აქედან, ალბათ, არც სპორტული ცხოვრების მოყვარული იქნები.

– სამწუხაროდ, არა. ერთი პერიოდი, მე და ჩემი მეგობარი ხან კუს ტბაზე და ხან კი იპოდრომზე დავრბოდით, მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე და შევეშვი. ახლაც მინდა, მაგრამ ცივა. თუმცა სირბილსა და ვარჯიშს, მასაჟი მირჩევნია. აი, მასაჟებს კი ხშირად ვიკეთებ. სამომავლოდ, ძალიან მინდა, ტრენაჟორებით ან აერობიკით დავკავდე.

– რა ჟანრის სიმღერას არ იმღერებ არასდროს?

– ჯაზს. კი, ძალიან მაგარია, პატივს ვცემ, მაგრამ ჯაზი ჩემში ყველაზე ნაკლებადაა. დიდხანს რომ მოვუსმინო, ისიც არ შემიძლია. რაღაცნაირად ვიძაბები და ვიღლები.

– შენს სასიმღერო კარიერაში რა ხდება?

– ხშირად მაქვს კონცერტები, რითაც ძირითადად ვარ დაკავებული. ასევე, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში. ისეთი, განსაკუთრებული, არაფერია. მინდა, მქონდეს ქართული, პირადად ჩემთვის დაწერილი სიმღერა. დღეს ყველა „ქავერებზეა” გადასული და თითქოს, აღარც იწერება ახალი სიმღერები.

– გეგმაში მაინც გექნება რამე.

– ვაპირებ, სერიოზულ რაღაცას, მაგრამ არა საქართველოში. ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა. რომ განვახორციელებ, მერე იქიდან გაგაგებინებთ.


скачать dle 11.3