კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა მოცლილი ქალბატონებისთვის



მართალია, მოცლილი ქალბატონები ბუნებაში არ არსებობენ (მით უფრო – საქართველოში), მაგრამ ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვინც დღის ძირითად ნაწილს სახლში ატარებს, რადგან ამ რეჟიმის კვება მთელი დღე სამსახურში მყოფი ქალბატონისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

კვირის დღეები ასე უნდა გადაანაწილოთ.

პირველი დღე – ხორცის, მეორე დღე – თევზეულის (ზღვის პროდუქტები), მესამე დღე – ბოსტნეულის, მეოთხე დღე – რძის ნაწარმის (ხაჭო, ყველი, ნადუღი), მეხუთე დღე – ხილის, მეექვსე დღე – წვენების (ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის), მეშვიდე დღე – მინერალური ან გამოხდილი წყლის.

საკვების მიღება ხდება ყოველ საათში ერთხელ, 9-დან 13 საათამდე – მატებით, 14-დან 18 საათამდე – კლებით. მაგალითად:

9 საათზე – 1 ლუკმა მოხარშული უცხიმო ხორცი (საქონლის ან ფრინველის და 1 სადილის კოვზი მაწონი (ცხადია, ლუკმები დიდი არ უნდა იყოს).

10 საათზე – 2 ლუკმა მოხარშული ხორცი და 2 სადილის კოვზი მაწონი და ასე შემდეგ. 13 საათზე მოგიწევთ 5 ლუკმა ხორცისა და 5 კოვზი მაწვნის მიღება. 14 საათზე კი უნდა მიირთვათ 4 ლუკმა ხორცი და 4 კოვზი მაწონი, 15 საათზე – 3 ლუკმა ხორცი და 3 კოვზი მაწონი და ასე კლებით ჩამოხვალთ 1 ლუკმამდე, ანუ 18 საათამდე. 19 საათზე შეგიძლიათ, მიირთვათ უშაქრო და მსუბუქი ჩაი ან ყავა. წყალი დალიეთ დღეში 1-1,5 ლიტრის ოდენობით.

რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, უნდა ჭამოთ მხოლოდ უმი სახით, შეგიძლიათ, სალათაც გააკეთოთ და 1 ლუკმად იგულისხმოთ, ვთქვათ, 1 სადილის კოვზი დაჭრილი სალათა ან 1 საშუალო ზომის ვაშლის ერთი-მეოთხედი; რძის ნაწარმის შემთხვევაში 1 ლუკმად ჩათვალეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, ან ნადუღი, ან ასანთის კოლოფის ზედაპირის ზომის თხლად მოჭრილი უმარილო ყველი.

ხილისა და ბოსტნეულის დღეებში, შეგიძლიათ, ყოველ საათში ერთმანეთს შეუნაცვლოთ სხვადასხვა ხილი, სხვადასხვა ბოსტნეული, რძის ნაწარმის დღეს კი – ხაჭო, ყველი და ნადუღი. მთავარია, მკაცრად დაიცვათ საათობრივი გრაფიკი და ლუკმების ზრდადობა და კლებადობა. ერთი აუცილებელი პირობა: ყოველი ლუკმა ღეჭეთ რაც შეიძლება დიდხანს.

წვენებსა და მინერალურ წყალზე დოზები დაიწყეთ 50 მილილიტრიდან. აქაც დასაშვებია სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წვენის ჩანაცვლება.

თევზეული, სასურველია, იყოს მოხარშული, ან შემწვარი და კანგაცლილი. მარილიანი, გამხმარი და შებოლილი თევზი გამორიცხეთ.

და, კიდევ, მეორე აუცილებელი პირობა: შვიდივე დღეს, ყოველი ლუკმის ან ყლუპის შემდეგ, შესაბამისი პროპორციებით დააყოლეთ მაწონი.

თუ ამ ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ დიეტას ზუსტად დაიცავთ, დიეტის მერვე დღეს თქვენი წონა 4-5 კილოგრამით ნაკლები იქნება.

დიეტური კვირის შემდეგ გააკეთეთ ორკვირიანი შუალედი, ოღონდ, მაქსიმალურად მსუბუქად იკვებეთ.

დიეტის სრული კურსი სამი კვირაა.

წარმატებებს გისურვებთ!


скачать dle 11.3